რა არის თქვენი სიცილის მიზეზი ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით?
1. ვერძი - თქვენ უმნიშვნელო რაღაცებზეც გეცინებათ, ოპტიმიზმით ხართ სავსე. ყოველთვის იპოვნით მიზეზს სიცილისთვის. ხანდახან კი მიზეზიც არ გჭირდებათ, შეგიძლიათ უმიზეზოდაც გულიანად იცინოთ.
2. კურო - ყველაზე მეტად ანეკდოტებზე გეცინებათ, ძალიან გიყვართ ანეკდოტების მოსმენა და თავადაც მშვენივრად ყვებით. შეგიძლიათ ხალხი გააცინოთ და გაართოთ. კლასიკური ანეკდოტები - ეს ისაა, რასაც ყველაზე მეტად მოჰყავხართ კარგ ხასიათზე.
3. ტყუპები - ხუმრობა, რომელზეც გაგეცინებათ, აუცილებლად ინტელექტუალური უნდა იყოს. საერთოდ კი, მარტივი არაა თქვენი გაცინება. ძალიან ჭკვიანი უნდა იყოს ადამიანი, რომ თქვენი გაცინება შეძლოს.
4. კირჩხიბი - თქვენთვის მთავარია საყვარელი ადამიანის გვერდით იყოთ და შეგიძლიათ მის ყველაზე უკბილო ხუმრობაზეც კი გულიანად იცინოთ. გარშემომყოფებს ხშირად უკვირთ, რა იპოვეთ სასაცილო.
5. ლომი - მხიარული ადამიანი ხართ. თავადაც შესანიშნავი იუმორის გრძნობა გაქვთ და სხვების ხუმრობებზეც ხალისობთ. გიყვართ ცხოვრებით ტკბობა, გამოირჩევით ოპტიმიზმით. სიცილი კი, ოპტიმიზმის შენარჩუნებაში გეხმარებათ.
6. ქალწული - თქვენი გაცინება თითქმის შეუძლებელია. ძალიან სერიოზული ხართ და არ აძლევთ თავს მხიარულების უფლებას. მუდამ დაძაბული ხართ, მუდამ საქმეში. ასტროლოგები გირჩევენ, რომ ცოტა მოდუნდეთ, ხშირად გაიცინოთ, რადგანაც ასე ცხოვრება ბევრად უფრო სახალისო და საინტერესოა.
7. სასწორი - იცით, რომ სიცილი ძალიან გიხდებათ და ეს თქვენთვის ფლირტის საუკეთესო მეთოდია, რომლის წინაშეც ყველა უძლურია. თქვენი სახე მუდამ ღიმილიანია. ხშირად უმიზეზოდ იღიმით, მაგრამ სამაგიეროდ მიზანი გაქვთ და ეს მიზანი გარშემომყოფებზე წარუშლელი შთაბეჭდილების მოხდენაა.
8. მორიელი - თქვენი ღიმილის მიზეზი სარკაზმია. ადამიანებს ხშირად უყურებთ დამცინავი ღიმილით. მოგწონთ, როცა გარშემომყოფებს შეცდომებზე სარკასტული ღიმილით მიუთითებთ. სარკასტული ღიმილი - ეს თქვენთვის კომუნიკაციის ფორმაა.
9. მშვილდოსანი - ძალიან ბევრი მიზეზი არსებობს რის გამოც შეიძლება გაგეცინოთ, მაგრამ ყველაზე ხშირად საკუთარ თავზე იცინით. თქვენ იმ ადამიანთა კატეგორიას ეკუთვნით, რომლებიც ყოველ დაბრკოლებას, ყოველ შეცდომას ღიმილით ხვდებიან. საკუთარ თავზე სიცილი თქვენი წარმატების მთავარი გასაღებია. თან შესანიშნავად იცით, რომ ცხოვრება ხანმოკლეა იმისთვის, რომ ის სევდიანმა გაატაროთ.
10. თხის რქა - თუ სამუშაოს მოსწყდებით, შეიძლება, რაიმე სახალისო დაინახოთ, მაგრამ ეს ძალიან იშვიათად ხდება. მუხლჩაუხრელი მუშაობის გამო მგონი დაგავიწყდათ კიდეც სიცილი რა არის. ყველაზე მეტად მეგობრების წრეში ყოფნა გამხიარულებთ და გართობთ, ამიტომ ცოტა მოდუნდით, დაისვენეთ და მიეცით თავს სიცილის უფლება.
11. მერწყული - მხოლოდ იმ ადამიანების გვერდით იცინით, ვისაც ენდობით და ვინც ნამდვილ მეგობრად მიგაჩნიათ. სხვა შემთხვევაში, არც სხვების ხუმრობებზე გეცინებათ და არც თავად ცდილობთ გარშემომყოფებისთვის სახალისო ისტორიების მოყოლას.
12. თევზები - თქვენ მზად ხართ ყველანაირ ხუმრობაზე გაიცინოთ. არ გინდათ, რომ მთხრობელი უკბილო ხუმრობის გამო უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდეს, ამიტომაც იცინით ყველაფერზე.
წყარო:trend.ge