თეგებით ძიება
04. 12. 2019 News-ები

ილია მეორე: ბოროტი ძალა ცდილობს ჩამოაშოროს ადამიანი ღმერთს

საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაულთან დაკავშირებით, დღეს თბილისის წმინდა სამების საკათედრო ტაძარში იქადაგა. „ეს არის ბედნიერი დღე ყოვლად წმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება. ეს არის გზა, რომელიც გვიჩვენა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა, როგორ უნდა მივიდეთ სასუფეველში“, - განაცხადა ილია მეორემ.

„ეს არის ტაძარი კარიბჭე სასუფევლისა და ბედნიერია ის ადამიანი ,რომელიც ამ კარიბჭეში შევა. ჩვენს გარშემო არის საშინელი ბრძოლა და ყველაფერი არის ადამიანის სულისთვის. ბოროტი ძალა ცდილობს ჩამოაშოროს ადამიანი ღმერთს, ზეციური ძალა ცდილობს არ დაუშვას ბოროტება ადამიანთა შორის. მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თვითონ ადამიანს. თვითონ ადამიანზეა ბევრი დამოკიდებული, რას აირჩევს კეთილ გზას თუ ბოროტს. ძალიან ხშირად ისმის, მე მინდა ბედნიერი ვიყო დედამიწაზეო და იქ რა იქნება მე არ მეკითხებაო. არ არის ეს სწორი. ჩვენი აქ ყოფნა წულისოფელია. ეს წუთისოფელი არარაარის სასუფეველთან. ადამიანს უნდა ჰქონდეს კავშირი ბუნებასთან, კავშირი დედამიწასთან“, - განაცხადა ილია მეორემ.

მართლმადიდებელი ეკლესია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაულს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერში საღმრთო ლიტურგია სრულდება.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა