თეგებით ძიება

5 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
დილიდან პოზიტიური და აქტიური იქნებით, მაგრამ გარემო არ შეგიწყობთ ხელს იდეების განხორციელებაში. დაკვირვებულად იმოქმედეთ, რათა შეცდომები არ დაუშვათ. სიფრთხილე გმართებთ მედიკამენტების მიღებისას. 

კურო
დილა აუჩქარებლად დაიწყეთ. მნიშვნელოვანი საქმეების მოაგვარეთ. მეტი ყურადღება მიაქციეთ დეტალებს. იყავით მომთმენი, მოერიდეთ კამათს. 

ტყუპი
გააუმჯობესეთ ურთიერთობა საქმიან და სასიყვარულო პარტნიორთან. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები. ნუ იქნებით ზედმეტად მომთხოვნი და პრეტენზიული გარშემო მყოფების მიმართ. 

კირჩხიბი
თქვენი დახმარება დასჭირდებათ გარშემო მყოფებს და არავის უთხრათ უარი. მუშაობისას ყურადღება გმართებთ დეტალებისადმი. 

ლომი
ობიექტურად შეაფასეთ მოვლენები, ნუ გამოიტანთ ნაჩქარევ დასკვნებს. ნუ იქნებით გამოკიდებული მოდაზე. ეკონომია გმართებთ ფინანსებში. 

ქალწული
გააუმჯობესეთ პარტნიორული ურთიერთობები. სიფრთხილე გმართებთ წამლებისა და ალკოჰოლის მიმართ. მშვიდად მოაგვარეთ საოჯახო საქმეები.

სასწორი
აკონტროლეთ სიტუაცია, ნუ მიუშვებთ თავის ნებაზე. გარშემო მყოფები გადაამოწმეთ, ნუ ენდობით ყველას. საღამოს გაუფრთხილდით ჯანმრთელობას. 

მორიელი
ღრუბლებში ფრენას მოეშვით, პრაქტიკული საქმეები შეასრულეთ. დახმარებას თანამოაზრეები გაგიწევენ. ზოგიერთი საიდუმლოს გაგიმხელთ. 

მშვილდოსანი
პოზიტივით აივსეთ და დაასრულეთ დაწყებული საქმეები. სიფრთხილე გმართებთ პარტნიორების მიმართ, განსაკუთრებით, ნოემბერში დაბადებულებს. 

თხის რქა
თუ ჭკვიანურად მოიქცევით, ინტრიგებს თქვენ სასარგებლოდ გამოიყენებთ. გამოავლინეთ ინტერესი თქვენთვის საინტერესო თემებისა მიმართ. საღამო საოჯახო საქმეების მოგვარებას დაუთმეთ. 

მერწყული
დილა მნიშვნელოვანი საქმეების მოგვარებას დაუთმეთ. გადამოწმეთ ყველა ინფორმაცია და დეტალი, რომელიც თქვენში ეჭვს აღძრავს. დღეს ზოგიერთი ნივთის და ადამიანის ნაკლებობას იგრძნობთ. 

თევზები
იყავით დაკვირვებული მუშაობისას, ყურადღება მიაქციეთ დეტალებს. ეცადეთ ავტორიტეტი შეინარჩუნოთ გარშემო მყოფებში. გადაამოწმეთ მიღებული ინფორმაცია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა