რომელი ფერი მოგიტანთ იღბალს დაბადების თვის მიხედვით - მიხეილ ცაგარელის რჩევა
ადამიანებმა ხშირად უნდა ატარონ, გამოიყენონ ის ფერები, რომლებიც მათ დაბადების თვეს შეეფერება.
კონკრეტული თვე გარკვეული თვისებებითა და ფერით ხასიათდება. ყველა ფერს კი საკუთარი ენერგეტიკა აქვს. სწორედ ამ ფერთა ენერგეტიკა და მათი სწორად გამოყენება დაგეხმარებათ ცხოვრებისეული პრობლემების ადვილად გადალახვაში.
იანვარი
თვისებები: ლოგიკურობა, პრაქტიკულობა, მოვლენების რეალურად აღქმა. ფერი: კარამელისფერი. როდესაც არ გყოფნით სტაბილურობა და პასუხისმგებლობის გრძნობა, ჩაიცვით კარამელისფერი სამოსი. ეს ფერი არ მოგცემთ საშუალებას, ასცდეთ რეალობას და მოგეხმარებათ მყარად იდგეთ.
თებერვალი
თვისებები: ფანტაზიორობა, წარმოსახვის უნარი, სულიერება. ფერი – მკვეთრი იასამნისფერი. როდესაც გრძნობთ, რომ რაღაცაზე ემოციურად ხართ ჩაციკლული, ჩაიცვით ამ ფერის ტანსაცმელი. ის დაგეხმარებათ სულიერ სიმყარესა და ძალების მოკრებაში.
მარტი
თვისებები: თანაგრძნობა, გამძაფრებული ინტუიცია. ფერი – წყლისფერი. როდესაც გჭირდებათ მუზა, სიახლე, გსურთ ყური დაუგდოთ შინაგან ხმას, ეს ფერი დაგეხმარებათ, ერთმანეთს დაუკავშიროთ ცნობიერი და არაცნობიერი სამყაროები.
აპრილი
თვისებები: ფეთქებადობა, ენერგიულობა, ვნება, სიმამაცე. ფერი – მკვეთრი წითელი. როდესაც საჭიროებთ ენერგიის ახალ დოზას, ძალას და გინდათ, რომ უშიშრად იგრძნოთ თავი, ამ ფერის ტანსაცმელი ატარეთ. ეს ფერი გამოიმუშავებს ენთუზიაზმს და ხელს უწყობს გამარჯვებისკენ სწრაფვას.
მაისი
თვისებები: სტაბილურობა, გაფურჩქვნა, გაახალგაზრდავება. ფერი – ბალახისფერი მწვანე. ეს ფერი გაგხდით თავდაჯერებულს. ასევე, ხელს უწყობს სტაბილურობას. კარგია, როდესაც გსურთ, მიაღწიოთ ძალის და სურვილის ბალანსს.
ივნისი
თვისებები: არაორდინარული, აქტიური. ფერი – ოქროსფერი. გამოიყენეთ ეს ფერი, როდესაც გჭირდებათ ურთიერთობა და ახალი პარტნიორები. ის აგავსებთ ენერგიითა და ახალი ძალით.
ივლისი
თვისებები: მზრუნველი, ნაზი, მოსიყვარულე. ფერი – ღია მარჯნისფერი. სულიერი ტრავმებისა და მნიშვნელოვანი ცვლილებების დროს, როდესაც ემოციურ ზრუნვასა და გამთლიანებას საჭიროებთ, უპირატესობა ამ ფერს მიანიჭეთ. ღია მარჯნისფერი, ასოცირდება ქალურ ენერგიასთან და ამაღლებს მიმღებლობის განცდას. მისი დახმარებით ცხოვრება სიყვარულითა და სიხარულით ივსება.
აგვისტო
თვისებები: თავდაჯერებულობა, ძალა, ენერგიულობა. ფერი – ფორთოხლისფერი. თუ გაწუხებთ ზედმეტი სიმორცხვე, გსურთ, გახდეთ კრეატიული და მეტად დატკბეთ სიცოცხლით, ეს ფერი დაგეხმარებათ. ის ასოცირდება, ძალასთან და დიდებულებასთან.
სექტემბერი
თვისებები: სიბრძნე, თავდაჯერებულობა. ფერი – მუქი ცისფერი. როდესაც გჭირდებათ სიმშვიდე და საკუთარი ცხოვრების დალაგება, ამ ფერის ტანსაცმელი ატარეთ. ეს ფერი ასოცირდება სილამაზესთან, უმანკოებასთან და სიბრძნესთან.
ოქტომბერი
თვისებები: სიმშვიდე, გაწონასწორებულობა. ფერი – ლაჟვარდისფერი. თუ ილტვით სიმშვიდის მოსაპოვებლად, ბალანსის აღსადგენად, მაშინ ეს ფერი დაგეხმარებათ. განაწყობს ადამიანს, ერთდროულად ძლიერიც იყოს და საღი გონებით იმოქმედოს.
ნოემბერი
თვისებები: ვნებიანი, მოტივირებული, აქტიური. ფერი – ბორდოსფერი. როდესაც რთული პერიოდი გიდგათ, ეს ფერი დაგეხმარებათ პრობლემების გადალახვაში. ეს ფერი ხელს უწყობს სიყვარულისა და გრძნობების გაღრმავებას.
დეკემბერი
თვისებები: გონიერი, სხარტი. ფერი – მუქი ლურჯი. ამ ფერის ტანსაცმელი სიბრძნესა და ოპტიმიზმს შეგმატებთ.
წყარო: თბილისელები