11 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
ისევ დიდია ქრონიკული დაავადებების გამწვავების რისკი, ამიტომ ერიდეთ ფიზიკურ გადაღლას. გამორიცხული არ არის პრობლემები მეგობრებთან ან მეზობლებთან. ეცადეთ ჯავრი ოჯახის წევრებზე არ იყაროთ.
კურო
მოსალოდნელია მცირე კონფლიქტი ახლობელ ადამიანებთან. გაითვალისწინეთ, რომ თქვენმა გადაჭარბებულმა ეჭვიანობამ შეილება პრობლემები შეგიქმნათ. ეცადეთ, უფრო მშვიდი და მომთმენი გახდეთ.
ტყუპები
ხელსაყრელი დღეა ახალი ნაცნობიბისთვის, ოჯახური ურთიერთობებისთვისა და გართობისთვის. ნათესავების სტუმრობა გაგამხიარულებთ და დადებითი ენერგიით აგავსებთ.
კირჩხიბი
მზად იყავით იმისთვის, რომ ოჯახის უფროს წევრებთან ურთიერთობა ხასიათს გაგიფუჭებთ. პრობლემებთან გამკლავებას მხოლოდ იუმორის დახმარებით შეძლებთ. კარგი დასვენება და სრულფასოვანი ძილი სიმხნევეს და ოპტიმიზმს დაგიბრუნებთ.
ლომი
ვარსკვლავების განლაგება ძველებურად, არახელსაყრელია. ერიდეთ ფიიკურ დატვირთვას წყლის პროცედურებს და გაუმართლებელ რისკს. ეცადეთ, უცხო ადამიანებზე გაბრაზებულმა ჯავრი ოჯახის წევრებზე არ იყაროთ - მათ მოთმინებასაც საზღვარი აქვს.
ქალწული
ამ დღეს ყველაფერი ხელს გიწყობთ ავტორიტეტისა და პოპულარობის ზრდაში. თქვენი პოზიცია შეუმჩნეველი არ დარჩება მას, ვინც უნდა შეისმინოს. ხელსაყრელი დღეა საყვარელ ადამიანთან შეხვედრისა და რომანტიკული ნაცნობობისთვის. ოჯახურ ცხოვრებაში პრობლემები არ გელით.
სასწორი
კრიტიკული დღეა, რომელსაც ტყუილი და ილუზიები, ახლობლებთან და ბავშვებთან კონფლიქტი ახლავს. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობის მდგომარეობას. ეცადეთ, ფიზიკურად და გონებრივად არ გადაიღალოთ. ამ პერიოდში მოსალოდნელია ტრამვები, ნერვიულობა და ქრონიკული დაავადებები. სრულფასოვანი დასვენება სიმხნევეს და ოპტიმიზმს დაგიბრუნებთ.
მორიელი
ხელსაყრელი დღეა ოჯახური ურთიერთობებისთვის. სასიამოვნო მოულოდნელობა და პატარა ოჯახური წვეულება გელით. უახლოეს ხანებში შესაძლოა, ფინანსური პრობლემები შეგექმნათ, რომლებიც ცხოვრებას გაგირთულებთ.
მშვილდოსანი
საინტერესო მოვლენებით მდიდარი დღეა. თაყვანისმცემლები თქვენს ღირსებებს სათანადოდ შეაფასებენ. გამორიცხული არ არის, რომ ბავშვების ინტერესებმა და ახლობელი ადამიანების პრობლემებმა თქვენი ყურადღება და ჩართულობა მოითხოვონ. ვარსკვლავები მამაკაცებს ურჩევენ, რომ პროფესიულ სფეროში ნაკლები იაქტიურონ, რადგან ნებისმიერი წამოწყება კრახისთვის არის განწირული.
თხის რქა
ქალებს ახალი ნაცნობობა გელით, რომელიც სამყაროს ახალი რაკურსით დაგანახებთ. მამაკაცების ავტორიტეტი და პოპულარობა მნიშვნელოვნად გაიზრდება. მათ სიტყვებს ყურადღებით მოისმენენ ისინი, ვისაც სიტუაციაზე გავლენის მოხდენა შეუძლია. გულუხვობა და ქალის ბუნების კარგი ცოდნა სასიყვარულო ფრონტზეც წარმატებას მოგიტანთ
მერწყული
არახელსაყრელი დღეა. ჩანაფიქრის განხორციელებას ვერ ახერხებთ რაც თქვენს უკმაყოფილებას და გაღიიანებას იწვევს. შესაძლოა, რამდენიმე საქმის ერთდროულად კეთება მოგიწიოთ. ერიდეთ უსარგებლო კამათს და დისკუსიებს, რომლებიც გაღიზიანების გარდა, არაფერს მოგიტანთ. ერიდეთ აგრესიულ ადამიანებს.
თევზები
მომავლის დაგეგმვის დღეა. შეცდომების გამოსარიცხად, ეცადეთ, წარსულის შეცდომები გაიხსენოთ და დასკვნები გამოიტანოთ. სასიამოვნო მოულოდნელობა გელით, თუმცა უახლოეს ხანებში ახლობელი ადამიანების ეგოიზმი დაგაზარალებთ. ნუ დაივიწყებთ ჯანმრთელობის შესახებ. მოსალოდნელია ინფექციური დაავადებები.