რა უნდა აჩუქოთ გარშემომყოფებს საახალწლოდ ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით?
ახალი წელი ახლოვდება და კითხვა, რა ვაჩუქო? - თანდათან უფრო აქტუალური ხდება. საჩუქრების შერჩევა არ არის მარტივი საქმე. ეს დამღლელი პროცესია და კონცენტრაციას, დიდ ყურადღებას მოითხოვს. იმისთვის, რომ ადამიანი თქვენი საჩუქრით გაახაროთ, აუცილებელია, რომ მისი ინტერესები და სურვილები გაითვალისწინოთ.
ამჯერად ვნახოთ, როგორი საჩუქრით შეიძლება გაახაროთ თქვენი საყვარელი ადამიანები ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით.
ვერძი - ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანები ენერგიულები არიან და ნებისმიერ ასაკი ახალგაზრდული შემართებით გამოირჩევიან. გაახარებთ, თუ მას რაიმე ისეთ ნივთს აჩუქებთ, რომელსაც ნამდვილად გამოიყენებს. ვერ გაახარებთ განყენებული საგნებით, რომელიც უნდა დადოს და არაფერში გამოიყენოს. აჩუქეთ მას, ჩანთა, სპორტული სამოსი, ან სპორტული ფეხსაცმელი.
კურო - იაფფასიანი საჩუქრის ყიდვას, სჯობს, საერთოდ არაფერი აჩუქოთ. მსგავს საკითხებს კურო დიდ ყურადღებას უთმობს. ის აკვირდება საჩუქრის თითეულ დეტალს. ძალიან მოსწონს ლამაზი ნივთები. გაახარებთ, თუ აჩუქებთ აბრეშუმის ქსოვილისგან შექმნილ სამოსს, კოსმეტიკას, თავის მოვლის საშუალებებს.
ტყუპები - ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანებს გაახარებთ, თუ საჩუქრის შერჩევის დროს შემოქმედებით უნარს გამოიყენებთ. ტყუპებს განსაკუთრებული გემოვნება აქვთ და მათთვის საჩუქრის შერჩევა მარტივი არ არის. კარგი იქნება თუ აჩუქებთ წიგნებს, ან წიგნებისთვის განკუთვნილ რაიმე აქსესუარს. შეგიძლიათ სცადოთ სამკაული, რაიმე აქსესუარი განსაკუთრებული ნიშნით, მაგალითად, ბეწვის ქუდი.
კირჩხიბი - კირჩხიბებს საოჯახო ნივთებით გაახარებთ. ისეთი ნივთებით, რომლებსაც სახლში გამოიყენებს. კირჩხიბს გაახარებს ნებისმიერი საჩუქარი, რომელიც მის სახლში კომფორტს და მყუდრო გარემოს შექმნის.
ლომი - ლომს უნდა აჩუქოთ რაიმე ბრჭყვიალა, მბრწყინავი, თვალშისაცემი. მის ხასიათს მსგავსი საჩუქრები შეეფერება. შესაძლოა, არაპრაქტიკული ნივთი იყოს, მაგრამ ყურადღებას იპყრობდეს, ლომისთვის ესაა მთავარი. საჩუქრის შერჩევის დროს ყურადღება გაამახვილეთ იმაზე, რომ თვალშისაცემი ფერები ჰქონდეს ნივთს. წითელი ამ მხრივ საუკეთესო ვარიანტია.
ქალწული - ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანებს ძალიან უყვართ მუშაობა, ამიტომაც კარგი იქნება, თუ აჩუქებთ ისეთ ნითებს, რომლებიც მუშაობის პროცესში გამოადგება, რაიმე სუპერპრაქტიკულს. ქალწულისთვის განკუთვნილი საჩუქარი აუცილებლად უნდა იყოს ნივთი, რომელსაც ის გამოიყენებს. მას ვერ აღაფრთოვანებთ სუვენირებით.
სასწორი - ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანები ეთაყვანებიან ხელოვნებას, ამიტომაც რამე ისეთი უნდა აჩუქოთ, რაშიც შემოქმედება ჩანს. შეიძლება ეს იყოს რაიმე უჩვეულო პრინტით გაფორმებული მაისური, ან სვიტერი. სასწორს ასევე უყვარს პრაქტიკული ნივთები, ამიტომ ის ჩემოდნის ჩუქებითაც შეიძლება ძალიან გაახაროთ.
მორიელი - მორიელისთვის საჩუქრის შერჩევისას, პირველ რიგში, გაითალისწინეთ, რომ შავი ფერი უნდა იყოს დომინანტი. მას ძალიან გაახარებთ პრაქტიკული, შავი ფეხსაცმლით, ან შავი ქურთუკით, ჩანთით, რომელსაც აუცილებლად გამოიყენებს. შეგიძლიათ მას აჩუქოთ რაიმე წიგნი მაგიის, ან ასტროლოგიის შესახებ.
მშვილდოსანი - ოპტიმისტ და მხიარულ მშვილდოსანს რაიმე კრეატიული უნდა აჩუქოთ. შეიძლება ეს იყოს ზოდიაქოს ნიშნებისა და ვარსკვლავების პრინტით გაფორმებული კაბა, ან ნახატი მშვდილდოსნის ზოდიაქოს ნიშნით, ამავე პრინტით გაფორმებული ჩანთა, ენერგიის მიმცემი ელექსირი ამეთვისტოს ქვით.
თხის რქა - ეს ის ზოდიაქოს ნიშანია, რომელიც მყარად დგას მიწაზე და რომელსაც მხოლოდ პრაქტიკული ნივთებით გაახარებთ. მშვილდოსნის მსგავსად ენერგიის მიმცემი ელექსირი რომ აჩუქით, შეიძლება აღარასდროს დაგელაპარაკოთ. ამიტომ, სჯობს, თუ აჩუქებთ სვიტერს ნეიტრალური ფერით, მოსახერხებელ საბანს, რომელსაც ზოგჯერ ბალიშადაც გამოიყენებს, შარფს, სამკაულს, შესაძლოა, ჩამრთველის ჩუქებითაც კი გაახაროთ.
მერწყული - მერწყული არ მისდევს მოდურ ტენდენციებს. ის საკუთარ, აბსოლუტურად განსხვავებულ სამყაროში ცხოვრობს. დანარჩენებისგან განსხვავებული სურვილები და მისწრაფებები აქვს. მერწყულები, როგორც წესი, ღრუბლებში დაფრინავენ და წარმოუდგენლად მეოცნებეები არიან. მათ გაახარებთ თუ აჩუქებთ სახატავ ნივთებს, სვიტერს რაიმე წარწერით, მცენარეს ქოთნით, ან რაიმე წიგნს. კარგი იქნება, თუ ისეთ წიგნს აჩუქებთ, რომელიც შფოთვისა და დეპრესიის დაძლევაშო დაეხმარება.
თევზები - აჩუქეთ თევზებს ისეთი საჩუქრები, რომლებიც მის მგრძნობიარე ბუნებასთან ახლოსაა და რაც პოზიტიურ განწყობაზე მოიყვანს. ეს შეიძლება იყოს შოკოლადების შეკვრა, ყურსასმენები, რომლითაც საყვარელ მუსიკას მოუსმენს, გლობუსი, რომელიც მისთვის ინსპირაციის წყარო გახდება. თავის მოვლის საშუალებები და უბის წიგნაკი, სადაც ის თავისი ოცნებების შესახებ დაწერს.
წყარო:newposts.ge