თეგებით ძიება

დღეს სავსემთვარეობაა - ასროლოგი მოსახლეობას აფრთხილებს

დღეს საკრალური დღეა - რა უნდა გაითვალისწინოთ დღვანდელ მთვარის დაბნელებაზე

დღეს სავსემთვარეობაა - ეს დღე საკმაოდ დაძაბული იქნება. ამჯერად მზისა და მთვარის ენერგიები ერთმანეთს მშვილდოსნისა და ტყუპების ზოდიაქალურ ღერძზე დაუპირისპირდებიან, რაც საგრძნობლად გაზრდის ტრავმებისა და ავარიების, ცდუნებებისა და შეცდომების დაშვების ალბათობას, აგრესიისა და დეპრესიისკენ მიდრეკილების, დაამძიმებს ჯანმრთელობას.

ასტროლოგ დავით ნიბლაძე სავსე მთვარის შესახებ პოსტს ავრცელებს, რომელშიც საზოგადოებას, ამ დღის კოსმიური ენერგიის შესახებ აფრთხილებს.

"ძველი ევროპელები ამ მთვარეს ცივს ან გრძელი ღამეების მთვარეს ეძახდნენ, ვინაიდან სწორედ ამ დროს იწყება ზამთრის სუსხიანი ამინდები.

სავსე მთვარე ყოველთვის მზისა და მთვარის ოპოზიციურ ენერგიებს უკავშირდება. ასეთ დროს ჩვეულებრივ დღეებთან შედარებით, მეტ ენერგიას ვგრძნობთ, როგორც ფიზიკურ, ისე ფსიქიკურ დონეზე და მძაფრია ჩვენი ემოციური რეაქციებიც. მართალია, მომატებული ენერგია და აგრესია უშუალოდ სავსე მთვარის, წინა და მომდევნო დღეებშია შესამჩნევი, მაგრამ მისი თვისობრივი გავლენა მომდევნო ახალ მთვარემდე ანუ დაახლოებით 2 კვირის მანძილზეა აქტუალური. ზოგიერთი ასპექტი და პლანეტის მდებარეობა კი (რომელზეც ამ სტატიაში ვისაუბრებთ) შესაძლოა, რამდენიმე თვის განმავლობაშიც კი ახდენდეს გავლენას.

ეს სავსე მთვარე მნიშვნელოვანია იმით, რომ ის წინ უსწრებს მზის დაბნელებას, რომელიც 26 დეკემბერს გველოდება. ნებისმიერი დაბნელება იმ ყველაფრის მოშორებისკენ გვიბიძგებს, რაც არ ემსახურება ჩვენს სამომავლო განვითარებას, წარმატებასა და ბედნიერებას. საინტერესო ისაა, რომ ასეთ დროს ვგრძნობთ ცვლილებების ძლიერ სურვილს და შესაბამისადაც ვმოქმედებთ. ამ სავსე მთვარიდან დაბნელებამდე (12-26 დეკემბრის შუალედში) შანსი გვაქვს, თვალი გადავავლოთ წინა თვეებს (უფრო კონკრეტულად კი წინა 6 თვეს, ივლისის დაბნელებიდან), გავაანალიზოთ, რა ვისწავლეთ, რა გავაკეთეთ სწორად და რა შეცდომები დავუშვით, რა არის ის, რის შესახებაც ვიღებდით მინიშნებებს, ამის შემდეგ კი მშვიდად დავგეგმოთ იმ ყველაფრისგან გათავისუფლება, რაც ხელს გვიშლის. ჩვენებურად რომ ვთქვათ, ჩათრევას ჩაყოლა ჯობიაო. დაბნელების მძაფრ ენერგიებთან შედარებით, სწორედ ახლა გვაქვს შანსი, მშვიდად და აუღელვებლად დავგეგმოთ საჭირო ცვლიბები. ვინაიდან მთვარის კლებადი ფაზა (26 დეკემბრამდე) გათავისუფლებას, ზედმეტის მოშორებასა და დასრულებას უკავშირდება, კარგი იქნება თუ 2019 წლის ნეგატივსა და იმედგაცრუებას ამ ორი კვირის განმავლობაში დავემშვიდობებით და დავტოვებთ უკან, 26 დეკემბრიდან კი ახალ მიზნებსა და გეგმებზე გადავიტანთ მთელ ყურადღებას.

მზე ამჯერად მშვილდოსანში, სავსე მთვარე კი ტყუპებშია (მე-20 გრადუსი). სწორედ ამიტომ ნებსიმიერი საკითხის ანალიზს ტყუპისეულად კომპლექსურად უნდა მივუდგეთ და მაქსიმალურად ვეცადოთ, ჩვენივე გამოცდილებისგან ვისწავლოთ. ტყუპებს მერკური მართავს, რომელიც ამჟამად მშვილდოსანშია. ორივე ნიშანი მენტალურ ღერძს მიეკუთვნება. ორივე ღიაა კომუნიკაციაში და ორივე ბრწყინვალედ ხედავს მთლიან სურათს. თუ მერკური წინა ნიშანში (მორიელში, სადაც საკმაოდ დიდხანს იმყოფებოდა) თვითანალიზით, დაკვირვების უნარითა და სკეპტიკურობით გამოირჩეოდა, მშვილდოსანში ლაღი, ოპტიმისტი და უფრო გრანდიოზული იდეების მატარებელია. აქ საფრთხე მხოლოდ იმაში მდგომარეობს, რომ შესაძლოა, გამოგვრჩეს მნიშვნელოვანი დეტალები და ზედმეტად გავაზვიადოთ შანსებიცა და საფრთხეებიც. დეტალების მიმართ ყურადღება და რეალობის შეგრძნება რომ ათმაგად გვჭირდება, ამაზე ისიც მიანიშნებს, რომ სავსე მთვარის დროს მზესა და მთვარეს კვადრატული ასპექტი აკავშირებს ნეპტუნთან (ტაუ-კვადრატი). ნეპტუნთან დაძაბული ასპექტი კი არაერთხელ გვიხსენებია, რომ ილუზიებს, თვითმოტყუებასა და არაპრაქტიკულობას იწვევს. აღნიშნული სამივე პლანეტა მუტაბელურ ნიშნებში იმყოფება, ამიტომ აუცილებელია მოქნილობაც. ნუ გავჯიუტდებით იქ, სადაც არ არის ეს მომგებიანი. ნუ ავიკვიატებთ რამეს თუ ვატყობთ, რომ ეს მხოლოდ ახირებაა და მეტი არაფერი. კარგი იქნება მეგობრებისა და კოლეგების აზრების გათვალისწინებაც და ნებისმიერი სიტუაციის გვერდიდან, სხვა თვალით დანახვა.

რაც შეეხება თავად მშვილდოსნის მმართველ იუპიტერს, სულ რამდენიმე დღეა, რაც საკუთარი ნიშანი დატოვა და თხის რქაში, სატურნის მიერ მართულ ნიშანში გადავიდა. იუპიტერი უკავშირდება ზრდასა და გაფართოებას, სატურნი კი პასუხისმგებლობასა და ზომიერებას. როდესაც ეს ორი ენერგია ერთმანეთთან შედის სინთეზში, სამყაროს მინიშნება ისაა, რომ გავზარდოთ ჩვენი პასუხისმგებლობა და ვისწავლოთ ჩარჩოების ფარგლებში ზრდა და განვითარება. ეს არის თავისუფლების ახლებური აღქმა შეზღუდვების პირობებში. ჩვენ ყველა რაღაცისა და ვიღაცის მიმართ ვართ პასუხისმგებელი, ეს რეალობაა და სწორედ ამას შეგვახსენებს სატურნიც. იუპიტერი კი ახალ შესაძლებლობებს გვანახებს, რა შეგვიძლია გავაკეთოთ და რას შეგვიძლია მივაღწიოთ ამ პირობებში. იუპიტერი თხის რქაში გვასწავლის, რომ გრანდიოზული მიზნების მიღწევა მხოლოდ თანმიმდევრული მოქმედებით, პრაქტიკულობითა და სათანადოდ გამოჩენილი ძალისხმევის შედეგადაა შესაძლებელი. ამ თემას მოგვიანებით, ახალ სტატიაში აუცილებლად დავუბრუნდები და უფრო ვრცლად ვისაუბრებ მის გავლენაზე. აქვე კი ისიც უნდა გახსენოთ, რომ სავსე მთვარის დროს იუპიტერს ჰარმონიული ასპექტი აკავშირებს ურანთან. ორივე პლანეტა მიწის ნიშნებშია (თხის რქა/კურო). ეს არის მშვენიერი შანსი, ახლებურად შევხედოთ ფინანსებს, კარიერას, უძრავ ქონებას და შემოვიტანოთ განსხვავებული, ახლებური ხედვა. მაგალითად, სასარგებლო იქნება დამატებითი შემოსავლის ან/და ხარჯების შემცირების გზებზე ფიქრი (ასევე სახლის რემონტი, ახალი ავეჯი და ა.შ.).

მნიშვნელოვანია ასევე ვენერას შეერთება სატურნთან და პლუტონთან თხის რქაში. ეს ასპექტი შეგვიძლია აღვწეროთ როგორც ერთი მხრივ, სასიყვარულო კრიზისი და მეორე მხრივ, ფინანსური კრიზისი. კრიზისში არ ვგულისხმობ იმას, რომ გამოუვალი მდგომარეობა შეიქმნება. ეს იქნება ერთგვარი სატესტო პერიოდი ურთიერთობებში, როდესაც საჭირო გახდება გარკვეული საკითხების გადაფასება და ცვლილებები. არამყარი ურთიერთობები დასასრულისკენ წავა, ჯანსაღი კი გარკვეული გამოცდების შემდეგ უფრო მყარ რელსებზე გადავა. მთავარია, ზუსტად ვაცნობიერებდეთ ჩვენს ღირებულებებს და ვიცოდეთ, რისი მიცემა შეგვიძლია პარტნიორისთვის და სანაცვლოდ რისი მიღება გვჭირდება. მოიმატებს ასევე სექსუალური ლტოლვა და სურვილი, ვმართოთ და ვაკონტროლოთ სიტუაცია. ზედმეტმა ეჭვიანობამ, მესაკუთრეობამ და კონტროლის სურვილით გამოწვეულმა პარტნიორის თავისუფლების შეზღუდვამ შესაძლოა, ცუდად დაასრულოს ყველაფერი, ამიტომ ამ პერიოდში დიპლომატია და გულწრფელი დიალოგი ნამდვილად მომგებიანი ტაქტიკა იქნება. რაც შეეხება ფინანსებს, დიდი ალბათობით, ეს იქნება დრო, როდესაც მივხვდებით, რომ ხანდახან კონსერვატიული მიდგომებიც საჭირო და აუცილბელია. თუ იუპიტერისა და ურანის ტრინი სიახლეებისა და გარკვეული რისკისკენაც კი მოგვიწოდებს, ეს ასპექტი უფრო მეტი წინდახედულობისა და თავშეკავების საჭიროებას მიგვანიშნებს. "ფეხი იქამდე გაშალე, სადამდეც საბანი მოგწვდებაო" - ეს ხალხური ფრაზა მახსენდება რატომღაც, როდესაც ამ ასპექტზე ვფიქრობ, იმდენად ახლოსაა მის ენერგიასთან. ვიცოდეთ ჩვენი ფინანსური შესაძლებლობების ზღვარი და სურვილებიც ამ ჩარჩოებში მოვაქციოთ, მით უფრო, რომ დეკემბერი საკმაოდ ხარჯიანი თვეა.

ეს ყველაფერი თორმეტივე ზოდიაქოს ნიშანს ეხება, თუმცა სავსე მთვარის ენერგიას უფრო მეტად ის ადამიანები იგრძნობენ, ვის რუკაშიც პლანეტები და კუთხოვანი სახლები მუტაბელური ნიშნების (ტყუპები, ქალწული, მშვილდოსანი, თევზები) 15-20 გრადუსებს შორის მდებარეობს", - წერს დავით ნიბლაძე.



წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა