კუსკუსის საზაფხულო სალათი, რომელიც 10 წუთში მზადდება
თუ კი გსურთ, რომ ზაფხულის ცხელ დღეს მარტივად მოსამზადებელი ცივი, ჯანსაღი და მსუბუქი საკვები მიირთვათ, გირჩევთ არჩევანი კუსკუსის სალათზე გააკეთოთ. მომზადების დრო 10 წუთი.
ინგრედიენტები
კუსკუსი 200 გრ
სხვადასხვა ფერის ტკბილი წიწაკა (ჩვენში ცნობილი როგორც ბულგარული წიწაკა)
2-3 კიტრი
2-3 პომიდორი
სალათის ფურცელი
ზეთის ხილი სურვილისამებრ
ფეტას ყველი (შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ მაცივარში მოძიებული სხვა მარილიანი ყველით)
ზეითუნის ზეთი 3 ს.კ.
1/2 გამოწურული ლიმონის წვენი
მარილი და პილპილი გემოვნებით
მომზადება
1. კუსკუსს დაასხით 1.5-2 ჭიქა მდუღარე წყალი, დააფარეთ თავზე და დატოვეთ 5-10 წუთი. მას შემდეგ, რაც სითხე ბოლომდე გამოშრება კუსკუსი მზადაა. ჭურჭელში გადმოღებულ, მოხარშულ კუსკუსს მოასხით ზეითუნის ზეთი.
2. მანამ სანამ კუსკუსი მზადდება, დაჭერით ბოსტნეული და სალათის ფურცელი სურვილისამებრ.
3. ჯამში ერთად მოათავსეთ დაჭრილი ბოსტნეული, სალათის ფურცლები, კუსკუსი და ფეტას ყველი. მიღებულ სალათს დაამატეთ მარილი და პილპილი, ბოლოს კი მოასხით ლიმონის წვენი.
4. უმჯობესია, თუ სალათს ცოტახანი მაცივარში შეინახავთ, რათა გაგრილდეს და ამის შემდეგ მიირთმევთ.
წყარო:regarder.ge