თეგებით ძიება

ნივთები, რომლებიც საწოლის ქვეშ არასოდეს უნდა დაიდოთ

ფენ-შუი (სივრცის ორგანიზების პრაქტიკა) ემყარება იმ ფაქტს, რომ ჩვენს სამყაროში აბსოლუტურად ყველაფერს აქვს გარკვეულ ენერგია - უარყოფითი ან დადებითი.
ასე რომ, ჩვენს სახლში ყველაზე უმნიშვნელო რამეც კი გარკვეულ ვიბრაციას ქმნის, რაც გავლენას ახდენს ოჯახის ატმოსფეროზა და მთელ შენს ცხოვრებაზე.

ფენ-შუის მიხედვით, თუ შენი საწოლი მოუწესრიგებელია, უნდა ელოდო ფიზიკურ და ფსიქიკურ დაავადებებს. ჯერ ვერაფერს გრძნობ? ეს მხოლოდ დროის საკითხია... წარმოიდგინე, უარყოფითი ენერგიები ყოველ საღამოს გესხმიან თავს. ნუ ღელავ, ამ ენერგიის განეიტრალება ძალიამ მარტივია. საკმარისია მხოლოდ “საწოლის დალაგება”.

გახსოვდეს: ყველა ნივთი, რომელიც საწოლის ქვეშაა, ამა თუ იმ გზით, გავლენას ახდენს ენერგიის ნაკადზე.

ახლა დარწმუნდი, რომ საწოლის ქვეშ არ გაქვს ისეთი რამ, რაც მკაცრად აკრძალულია!

ნივთები, რომლებიც შენში არასასიამოვნო მოგონებებს იწვევენ - მათი ენერგია ფაქტობრივად დაპროგრამებულია უსიამოვნების გამოსაწვევად. ამიტომ, ისინი უარყოფითად მოქმედებენ შენს ენერგიასა და ჯანმრთელობაზე.

საჩუქრები, რომლებიც შენმა ყოფილმა გაჩუქა - ისინი მუდამ გახსენებენ იმას, რაც გქონდა და აღარ გაქვს ანუ გახსენებენ დანაკარგს.

დახეული და ბინძური ტანსაცმელი/ფეხსაცმელი - ხშირად ძველ ტანსაცმელებს საწოლის ქვეშ ვინახავთ, რაც ნეგატიურ ენერგიას გამოყოფს. ჯობს თავიდამ მოიცილო ისინი, ან აჩუქე ვისაც სჭირდება ან სოფელში/დაჩაზე გააგზავნე.

მკვდარი მცენარეები - ამის ახსნა ძალიან მარტივია: მკვდარი მცენარეები გამოყოფენ მკვდარ ენერგიას.

გატეხილი და დაზიანებული ნივთები - ის, რომ ნივთი გატეხილი ან დაზიანებულია ნიშნავს იმას, რომ მისი ენერგიც ასეთივე იქნება.

ძველი გაჯეტები - გადაყარე ეს ძველი გაჯეტები იმიტომ, რომ არაფერში გჭირდება. ამან შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი სიტუაციები და აუხსნელი შიში.



წყარო: horoskopi.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა