18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
მთელ დღეს ოჯახურ საქმეებს დაუთმობთ. ეცადეთ, საკუთარი შესაძლებლობები, რეალური შემოსავლები და შესაძლო ხარჯი კარგად გათვალოთ. ეს დაგეხმარებათ, ეფექტურად მოაგვაროთ პრობლემები. მეგობრებისა და ახლობელი ადამიანების გამოცდილება ძალიან დაგეხმარებათ. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეები წარმატებით დასრულდება. თავისუფალ დროს ეცადეთ, ქალაქიდან გახვიდეთ და სუფთა ჰაერზე გაისეირნოთ. ეს ძალების სრულად აღდგენაში დაგეხმარებათ.
კურო
ახლობელ ადამიანთან უთანხმოება გელით. თქვენი ტაქტი და გაწონასწორება სიტუაციას განმუხტავს. შესაძლოა, ჯანმრთელობასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა შეგაწუხოთ. გირჩევთ, ყველა შეხვედრა გადადოთ და არავითარ შემთხვევაში სამოგზაუროდ არ გაემგზავროთ. თავი შეიკავეთ ძვირად ღირებული ნივთების შეძენისგან - უფრო მეტს დაკარგავთ, ვიდრე შეიძენთ.
ტყუპები
მძიმე დღეა. სიფრთხილე გამოიჩინეთ და ემოციებს ნუ აჰყვებით. მგზავრობის დროს სიფრთხილე გამოიჩინეთ. არსებობს ტრავმის საფრთხე.
კირჩხიბი
ამ დღეს ხასიათი ხშირად გეცვლებათ. გარშემომყოფ ადამიანებთან კონფლიქტი გელით. კარგი იქნება, თუ ეკლესიაში წახვალთ. თუ ფინანსური მდგომარეობა ამის საშუალებას გაძლევთ, ფულის ნაწილი ეკლესიას შესწირეთ და ნურც ღარიბების შესახებ დაივიწყებთ. გახსოვდეთ, რასაც დათესავთ, იმას მოიმკით.
ლომი
თქვენი მიამიტობა და ზედმეტი ნდობა შეიძლება შეცდომის მიზეზი გახდეს და პრობლემები შეგიქმნათ. ვარსკვლავები გირჩევენ, პარტნიორების მიმართ მეტი ყურადღება გამოიჩინოთ და უცხო ადამიანების აზრი ნაკლებად გაითვალისწინოთ. წარმატებას საიმედო პარტნიორებთან ურთიერთობა და რისკზე უარის თქმა მოგიტანთ.
ქალწული
საკუთარ ძალებში ისეთი დარწმუნებული ხართ, როგორც არასდროს, მაგრამ ეცადეთ, ზომიერების გრძნობა არ დაკარგოთ. ახლობელ ადამიანთან უსიამოვნება გელით. ეცადეთ, თქვენთან ურთიერთობის საშუალება მხოლოდ საიმედო ადამიანებს მისცეთ და სითბო და მზრუნველობა არ მოაკლოთ.
სასწორი
წინააღმდეგობრივი დღეა. მოსალოდნელია ხასიათის მკვეთრი ცვლილება. თქვენი პატივმოყვარეობა შეიძლება სიჯიუტეში გადაიზარდოს და ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობაში პრობლემები შეგიქმნათ. გირჩევთ, ეკლესიაში ილოცოთ და ახლობელ ადამიანებს დაეხმაროთ.
მორიელი
წარმატებული დღეა, რომელიც ხელსაყრელია დაწყებული საქმეების დასრულებისთვის. ეცადეთ, საკუთარი შესაძლებლობები კარგად განსაზღვროთ. თქვენი გულწრფელობა და სიბრძნე ადამიანებს თქვენ მიმართ კეთილად განაწყობს. ენდეთ პირველ შთაბეჭდილებასა და ინტუიციას.
მშვილდოსანი
ხელსაყრელი დღეა ურთიერთობისთვის, ქორწინებისთვის, ოჯახური და სასიყვარულო ურთიერთობებისთვის. სავარაუდოდ, მშვილდოსანი ქალები საყოველთაო ყურადღების ცენტრში მოექცევიან. მამაკაცებს ფინანსური ზარალი ელით, რაც გაუმართლებელ რისკს უკავშირდება.
თხის რქა
სავარაუდოდ, ამ დღეს ჩანაფიქრის განხორციელებას შეძლებთ, თუმცა მოსალოდნელია კონფლიქტური სიტუაცია პარტნიორებთან ან უფროსთან. შედეგად, თქვენ დაზარალდებით. წინდახედულება გამოიჩინეთ და გაითვალისწინეთ, რომ ჭორები და ავი ენები ეცდებიან, დაგაზარალოთ. ნუ ჩაერევით სხვა ადამიანების საუბარში და მით უმეტეს, კამათში.
მერწყული
ხელსაყრელი დღეა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისა და ახალი საქმის დაწყებისთვის. შესაძლოა, საკუთარ ცხოვრებაში რაღაცის შეცვლის სურვილი გაგიჩნდეთ. დაწყებულ საქმეს წარმატებით დაასრულებთ. თქვენი მომხიბვლელობა საპირისპირო სქესის წარმომადგენლებს მიიზიდავს. გამორიცხული არ არის, ძველი სასიყვარულო კავშირების აღდგენა, რომელიც ამ დრომდე გახსოვთ.
თევზები
მოსალოდნელია განწყობის ხშირი ცვლა. თავი შეიკავეთ დოკუმენტებთან მუშაობისა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისგან. გირჩევთ, კარგად ჩამოყალიბდეთ, რისი მიღწევა გსურთ. დღის მეორე ნახევარში რომანტიკული შეხვედრა გელით.