თეგებით ძიება

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
კრიტიკული დღეა. თქვენი ეგოიზმი კოლეგებთან ან პარტნიორებთან ურთიერთობას გაგირთულებთ. სამსახურსა და ბიზნესში წარუმატებლობა გელით. მოსალოდნელია შეყვარებულების ჩხუბი და ოჯახურ ურთიერთობებში გაუგებრობა.


კურო
ხელსაყრელი დღეა ახალი საქმის დაწყებისთვის, თუნდაც ეს საქმე სრულიად უიმედოდ გეჩვენებოდეთ. ფინანსური პრობლემების გადაჭრის დროს ინტუიციას ენდეთ. ხელსაყრელი დღეა ხელშეკრულებებისა და გარიგებებისთვის.


ტყუპები
ამ დღეს ტყუპი ქალების სასიცოცხლო პოტენციალი იზრდება. ნებისმიერი სირთულის საქმეს ადვილად გაუმკლავდებით. მამაკაცებს ვურჩევთ, უარი არ თქვან ახალი საქმის დაწყებაზე, თუნდაც საქმე სრულიად უპერსპექტივო ჩანდეს. ფინანსური პრობლემების გადაჭრის დროს საკუთარ ინტუიციას ენდეთ.


კირჩხიბი
მიზნისკენ თავდაჯერებულად სვლა საკმარისი არაა. ახალი, პერსპექტიული საქმეებით უნდა დაინტერესდეთ. მნიშვნელოვან საქმეზე მუშაობის დროს მხოლოდ ინტუიციას ენდეთ. ბიზნესმენებმა ეს დღე მოლაპარაკებებისა და ხელშეკრულებების დადებისთვის უნდა გამოიყენონ.


ლომი
მოსალოდნელია უმიზეზო სევდა და ნერვიული სტრესი. დამქანცველმა სამუშაომ შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები შეგიქმნათ. ერიდეთ შურსა და ეგოიზმს. გამორიცხული არაა, რომ მათ გამო პირად ცხოვრებასა და მუშაობაში უამრავი პრობლემა შეგექმნათ.


ქალწული
კეთილგანწყობა და თანამოსაუბრის მოსმენის უნარი უფროსთან და კოლეგებთან ურთიერთობის მოგვარებაში დაგეხმარებათ. შესანიშნავი დროა ნაყოფიერი მუშაობისთვის. შესაძლოა, ახალი მეგობრები შეიძინოთ, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ერთი ძველი მეგობარი ორ ახალს სჯობს.


სასწორი
ხელსაყრელი დღეა ახალი საქმის დაწყებისთვის. შესაძლოა, გარემოებათა გამო კონსერვატორი სასწორები რეფორმატორებად იქცნენ, თუმცა გადაჭარბებული აქტიურობა საქმეს დააზარალებს და დაავადების პროვოცირებას მოახდენს. ეცადეთ, „ოქროს შუალედი“ მოძებნოთ.


მორიელი
გამოცდის დღეა. შესაძლოა, თქვენ და თქვენი ახლობლები საფრთხეს პირისპირ შეეჯახოთ და თავის დაცვა მოგიწიოთ. გირჩევთ, მნიშვნელოვანი შეხვედრები, ოპერაციები და მგზავრობა სხვა დროისთვის გადადოთ. თუ ამ სიტუაციიდან გამარჯვებული გამოხვალთ, ოჯახში სიმშვიდე დაისადგურებს. ისწავლეთ ახლობელი ადამიანებისთვის წყენის პატიება.


მშვილდოსანი
ამ დღეს თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი და ოპტიმიზმი იზრდება. გრძნობთ, რომ პირად ცხოვრებასა თუ პროფესიულ საქმიანობაში ყველაზე რთული პრობლემების გადაჭრას შეძლებთ. ვარსკვლავები გირჩევენ, თამამად და პრინციპულად იმოქმედოთ.


თხის რქა
ხელსაყრელი დღეა სამართლებრივი დავებისთვის, სახელმწიფო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ურთიერთობისთვის. ინტუიცია ადამიანების ამოცნობაში დაგეხმარებათ, ხოლო წინდახედულება და კორექტულობა - უფროსთან და კოლეგებთან ურთიერთობის დალაგებაში. შესანიშნავი შანსი გაქვთ კარიერული წინსვლისთვის. სავარაუდოდ, ახალ პარტნიორებსა და მფარველებს შეიძენთ.


მერწყული
დაძაბული დღეა. იზრდება თქვენი საქმიანი და შემოქმედებითი აქტიურობა. პრინციპულად იმოქმედეთ და ინიციატივა ხელიდან არ გაუშვათ. ცოლქმრულ ურთიერთობაში სერიოზული ცვლილებები გელით.


თევზები
ამ დღეს უამრავი წვრილმანი უსიამოვნება გელით. ნებისმიერ საქმეში სიფრთხილისა და ყურადღების გამოჩენა გმართებთ. ახალი საქმის დაწყების ნუ შეგეშინდებათ, თუნდაც მისი დასრულება ძალიან რთული იყოს. დაწყებულ საქმეს და ახლობელ ადამიანებს ნუ მიატოვებთ. დიდია ტრავმის საფრთხე. მჭრელ და მჩხვლეტ საგნებთან სიფრთხილე გამოიჩინეთ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა