21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
თავს მხნედ და ენერგიულად გრძნობთ. საქმის მიმართ გამოჩენილი ინტერესი წარმატებაში დაგეხმარებათ. იზრდება შემოქმედებითი პოტენციალი, სექსუალურობა და ადამიანების დარწმუნების უნარი. გამორიცხული არ არის ფინანსური წარმატება, რაც წარმატებულ შენაძენს ან მოგებას უკავშირდება.
კურო
ყველა სირთულეს და წინააღმდეგობას მალე გადალახავთ. თამამად იარეთ მიზნისკენ: რაც უფრო შორს წახვალთ, მით უფრო ადვილი იქნება. დახმარებას მათგან მიიღებთ, ვისგანაც არ ელით. დახმარებაზე უარს ნუ იტყვით, როგორი უმნიშვნელოც არ უნდა იყოს.
ტყუპები
ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობის მდგომარეობას. ამჟამად თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი შემცირებულია. მოსალოდნელია, ტრამვა, მოწამვლა ან ქრონიკული დაავადების გამწვავება. ნებისმიერი ფიზიკური დატვირთვა და მიმე გონებრივი სამუშაო არასასურველია.
კირჩხიბი
ამ დღეს მოსალოდნელია ოჯახური კონფლიქტი. მშობლებთან ან შვილებთან ურთიერთობაში სირთულეები გელით.თუკი უსიამოვნებების თავიდან აცილება მოახერხეთ, ოჯახში სიმშვიდე და სიყვარული დაისადგურებს. სიამაყე მოთოკეთ და უმნიშვნელო უსიამოვნებებს ყურადღებას ნუ მიაქცევთ, მალე ყველაფერი მოგვარდება.
ლომი
შესანიშნავი დღეა საპირისპირო სქესის წარმომადგენლებთან ურთიერთობისთვის. შემთხვევითი ნაცნობობა დროთა განმავლობაში შეიძლება ხანგრძლივ, ჰარმონიულ ურთიერთობაში გადაიზარდოს. მოსალოდნელია ფინანსური წარმატება, რომელიც წარმატებულ შენაძენს ან მოგებას უკავშირდება.
ქალწული
ჭეშმარიტებაში წვდომის და სულიერი განწმენდის დღეა. გარშემომყოფებისგან გონებამახვილობით და ინტელექტით გამოირჩევით. საქმის მიმართ გამოჩენილი ინტერესი კონკრეტულ საქმეში წარმატებას მოგიტანთ.
სასწორი
ეცადე საკუთარი სურვილები აკონტროლოთ და სულიერ განვითარებაზე იზრუნოთ. იკითხეთ სასულიერო ლიტერატურა და ეკლესიაში წადით. ეცადეთ მავნე ჩვევებისგან გათავისუფლდეთ. შედეგად უდიდეს სულიერ და ფიზიკურ ენერგიას მიიღებთ, რაც წინააღმდეგობის დაძლევაში დაგეხმარებათ.
მორიელი
პასიური დღეა, ამიტომ მოვლენები არ უნდა დააჩქაროთ. ენდეთსაკუთარ ინტუიციას და მეტი იფიქრეთ ახლობელ ადამიანებზე. ახლამათ ყველაზე მეტად თქვენი ყურადღება ჭირდებათ. გირჩევთ სამკურნალო პროცედურები ჩაიტაროთ და თავისუფალი დრო სუფთა ჰაერზე, ბუნებაში გაატაროთ.
მშვილდოსანი
ჯანმრთელობის თვალსაზრისით ნეგატიური დღეა. მოსალოდნელია ტრამვები, მოწამვლა ან ქრონიკული დაავადებების გამწვავება. დააბულმა ფიზიკურმა შრომამ შესაძლოა, ნერვიულ აშლილობამდე მიგიყვანოთ. გამორიცხული არ არის აგრესია უცხო პირთა მხრიდან. ერიდეთ ბნელ ქუჩენს და მარტო სეირნობას.
თხის რქა
ამ დღეს თხის რქა ქალები მამაკაცების ყურადღების ცენტრში მოექცევიან. მათ შორის, ზოგიერთი შეიძლებაკარიერის შექმნაშიც დაგეხმაროთ. მამაკაცებს დიდი ხნისოცნებების ასრულება ელით. მოჭარბებული ენერგია თქვენს პირად ცხოვრებაზე დადებითად აისახება, თუმცა ზედმეტი პრაქტიკულობა გრძნობების გამოვლენაში ხელს გიშლით.
მერწყული
ამ დღეს ყველაზე რთულ ამოცანებსაც კი ადვილად გაუმკლავდებით. ხელიდან ნუ გაუშვებთ თქვენი სოციალური და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების შანსს. უარს ნუ იტყვით ახალი საქმის დაწყებაე თუნდაც უპერსპექტივოდ გეჩვენებოდეთ.
თევზები
ამ დღეს დანაკარგი და მატერიალური მდგომარეობის გაუარესება ახლავს. ეცადეთ, ფული ეკონომიურად ხარჯოთ, რადგან შესაძლოა, უახლოეს ხანებში ფინანსურმა პრობლემებმა შეგაწუხოთ. ხანდაზმულ ადამიანებში მოსალოდნელია ქრონიკული დაავადებების გამწვავება. გაუფრთხილდით ნერვიულ სისტემას. სტრესები და ემოციური გაუწონასწორებლობა შეიძლება, შეუძლოდ ყოფნის მიზეზი გახდეს.