თეგებით ძიება

23 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

უკიდურესად ნეგატიური დღეა. როგორც არასდროს, ისეთი სიმტკიცე და მოთმინება გმართებთ. პარტნიორის უწესობამ ან არაკეთილმოსურნეთა ხაფანგებმა შეიძლება მიზნისკენ მიმავალი გზა დაგიგრძელოთ და საბოლოო შედეგზე უარყოფითი გამოვლენა მოახდინოს. გამორიცხული არ არის, რომ დაუფიქრებელი ნათქვამის გამო თავდასხმების სამიზნე გახდეთ.


კურო

შეგიძლიათ ისეთ საქმესაც კი შეეჭიდოთ, რომელზეც ბუნდოვანი წარმოდგენა გაქვთ. თქვენი სიმტკიცე და ოპტიმიზმი ბევრის თვალში მისაბაზ ადამიანად გაქცევთ. ნებისმიერი შეხვედრა და მოლაპარაკება წარმატებით დასრულდება და პარტნიორებთან შეთანხმებას ადვილად შეძლებთ.


ტყუპები

რთული დღეა, რომელსაც აუსრულებელი იმედები ახლავს. თქვენი ამოცანაა, ცდუნებებს გაუმკლავდეთ და პასუხისმგებლობა გამოიჩინოთ. კარგი იქნება თუ საღამოს ახლობელ ადამიანთან ერთად გაატარებთ.


კირჩხიბი

ხელს ნუ მოკიდებთ ისეთ საქმეს, რომელშიც კარგად ვერ ერკვევით. გახსოვდეთ, ბოლო წუთს საკუთარ მოვალეობებე უარის თქმა თქვენს რეპუტაციას გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს. საქმიან შეხვედრებს ნუ დანიშნავთ, რადგან შეთანხმების მიღწევას ვერ მოახერხებთ. გირჩევთ ყველა შეხვედრა ხვალისთვის გადადოთ.


ლომი

მოსალოდნელია უთანხმოება უფროსთან ან კოლეგებთან. ეცადეთ, საკუთარი მოქმედებები უფრო კრიტიკულად შეაფასოთ და მოთმინება გამოიჩინოთ. მოსალოდნელია ფინანსური ზარალი და ნერვიულობა. გამორიცხული არ არის, რომ ბოროტი ხუმრობის მსხვერპლი გახდეთ.


ქალწული

უკიდურესად ნეგატიური დღეა, რომელსაც ტყუილები, ილუზიები და აუხდენელი ოცნებები ახლავს. მზად იყავით ნებისმიერი მოულოდნელობისთვის. დაწყებულ საქმეს სამომავლოდ ნუ გადადებთ და დღესვე დაასრულეთ. ერიდეთ კამათს და უთანხმოება. საკუთარ ჯანმრთელობას და ბავშვებს მეტი ყურადრება მიაქციეთ.


სასწორი

ურთიერთობების გაფართოვებისთვის ხელსაყრელი პერიოდია. მოსალოდნელია ახალი ნაცნობობა ან ძველი კონტაქტების განახლება. სასიცოცხლო პოტენციალი იმატებს, რაც საშუალებას მოგცემთ ნებისმიერ საქმეს ადვილად გაუმკლავდეთ. თავი შეიკავეთ მგზავრობისა და მოგზაურობისგან.


მორიელი

არახელსაყრელი დღეა ფინანსური გარიგებებისთვის, უძრავი ქონების შეძენისთვის, რემონტის, ქორწინებისა და ბავშვის ჩასახვისთვის. ბევრი მორიელი სამსახურს დსატოვებს და ამის გამო შვებას იგრძნობს. ძველ მეგობრობას შესაძლოა, ბზარი გაუჩნდეს. მოსალოდნელია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, ამიტომ მეტი ყურადღება გმართებთ.


მშვილდოსანი

საშიში დღეა, რომელსაც სიცრუე, ილუზიები და აუხდენელი იმედები ახლავს. შინაგანი ენერგიის ნაკლებობა თქვენს პიროვნებაზე დამანგრეველ გავლენას მოახდენს. ეცადეთ ცდუნებას გაუმკლავდეთ და საკუთარ მოვალეობას არ უღალატოთ. თქვენს მოქმედებაზეა დამოკიდებული არა მარტო საპირისპირო სქესის წარმომადგენელთან ურთიერთობა, არამედ მთლიანად პირადი ცხოვრება.


თხის რქა

ფრთხილად იყავით - შეიძლება ვიღაცამ თქვენთვის ფინანსური ზარალის მიყენება სცადოს. ერიდეთ ხალხის თავშეყრის ადგილებს. გამორიცხული არ არის, რომ თქვენს ჯანმრთელობას საფრთხე შეექმნეს. წერიდეთ კამატს და დაპირისპირებას და როგორც არასდროს, სიმშვიდე შეინარჩუნეთ. გაითვალისწინეთ, რომ ნებისმიერი კონფლიქტში დამარცხდებით.


მერწყული

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ უფროსთან და კოლეგებთან ურთიერთობაში მეტი წინდახედულება გამოიჩინოთ. სიტუაცია ნებისმიერ მომენტში შეიძლება უარესობისკენ შეიცვალოს. ერიდეთ ახალ ნაცნობობას, რომელიც მომავალში უამრავ პრობლემას შეგიქმნით.


თევზები

ამ დღეს ხელმღვანელობის მხრიდან საინტერესო წინადადება გელით, თუმცა ფინანსური გარიგებების, მოლაპარაკებებისა და ურთიერთობების გარკვევის დროს მეტი სიფრთხილე გმართებთ. გახსოვდეთ, კრიტიკულ სიტუაციაში ალკოჰოლი ცუდი მრჩეველია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა