თეგებით ძიება

24 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ამ დღეს გაცრუებული იმედები, დეპრესია და ცრუ მოლოდინები ახლავს. მოსალოდნელია ავადმყოფობა, ტრამვა ან ემოციური სტრესი.ვარსკვლავები გირჩევენ მხოლოდ იმ საქმეებს შეეჭიდოთ, რომლებშიც კარგად ერკვევით. ერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას, გაუმართლებელ რისკს, მჭრელ საგნებთან და ელექტრო ინსტრუმენტებთან მუშაობას.


კურო

ბედი ცხოვრებაში მოულოდნელ სიურპრიზს გიმზადებთ.ინტუიცია და წინდახედულება შემოსავლის მიღებაში დაგეხმარებათ. გამორიცხული არ არის, რომ სარისკო საქმემაც მოგება ოგიტანოთ თუ დროულად შეჩერება შეძელით. მოსალოდნელია კონფლიქტი, რომელსაც შორს მიმავალი შედეგები ექნება. საღამო ოჯახის წრეში გაატარეთ. ახლობლებთან ურთიერთობა ენერგიით აგავსებთ.


ტყუპები

ამ დღეს თამამად შეგიძლიათ ისეთ საქმეებსაც კი შეეჭიდოთ, რომლებზეც ბუნდოვანი წარმოდგენა გაქვთ. თანდაყოლილი ოპტიმიზმი და მონდომება გარშემომყოფთა თვალში ღირსებას გმატებთ. ნებისმიერი შეხვედრა წარმატებით დასრულდება და შეთანხმებას ადვილად მიაღწევთ. უარს ნუ იტყვით დახმარებაზე, როგორი უმნიშვნელოც არ უნდა იყოს.


კირჩხიბი

გამორიცხული არ არის, რომ ამ დღეს თქვენი მოქმედება საყოველთაოდ მიღებულ წესებს დაუპირისპირდეს. ჩანაფიქრის განხორციელება გაგიჭირდებათ. შესაძლოა,სახლში და სამსახურში საკუთარი ავტორიტეტის და პოზიციების დაცვა მოგიწიოთ. ეცადეთ, მომჭირნეობა გამოიჩინოთ, რადგან დაუგეგმავი ხარჯი გელით. დიდია უბედური შემთხვევის რისკი.


ლომი

ფიზიკური თვალსაზრისით, არახელსაყრელი დღეა. არსებობს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკები: ავადმყოფობა, ტრამვა ან ცუდ ამბავთან დაკავშირებული ემოციური სტრესი. ერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას, რისკს, მჭრელ ინსტრუმენტებთან და ელექტრომოწყობილობებთან ურთიერთობას.


ქალწული

კვირის ბოლოს პესიმიზმი თითქმის დეპრესიულ განწყობაში გადაგეზარდათ, მაგრამ ეცადეთ ამას თავი დააღწიოთ. ეცადეთ მატერიალური პრობლემების მოგვარებაზე იზრუნოთ. კარგი იქნება თუ ბავშვებთან უხეშობას არ გამოიჩენთ. ნუ ეცდებით საკუთარი სიმართლე ნებისმიერი გზით დაამტკიცოთ, თორემ ოჯახში მშვიდობას ვერ ეღირსებით.


სასწორი

გირჩევთ, ახალი საქმის შეწსრულებას ენერგიულად შეუდგეთ. გამორიცხული არ არის, რომ საპირისპირო სქესის რომელიღაც წარმომადგენელთან სერიოზული ურთიერთობა გააბათ, თუმცა ზედმეტად რომანტიკულიც ნუ იქნებით - ამას შეიძლება ნეგატიური შედეგები მოჰყვეს. კარგი იქნება თუ ოჯახთან ერთად, ბუნებაში გაემგზავრებით და დროს მხიარულად გაატარებთ.


მორიელი

აქტიური დღეა, რომელიც ხელსაყრელია მოლაპარაკებების საწარმოებლად და საჭირო იურიდიული დახმარების მისაღებად. მიზანმიმართული მოქმედებები და თავდაჯერებულობა მნიშვნელოვანი საყოფაცხოვრებო პრობლემების მოგვარებაში დაგეხმარებათ.


მშვილდოსანი

საშიში დღეა. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ სარისკო და ექსტრავაგანტურ მოქმედებებს ერიდოთ. სასიყვარულო საქმეებში მოსალოდნელია წარუმატებლობა. გაითვალისწინეთ, რომ მეზობლებთან კონფლიქტი თქვენს სასარგებლოდ არ დასრულდება.


თხის რქა

სავარაუდოდ, მხიარული მოგზაურობა ან მოულოდნელი ნაცნობობა გელით, რომელიც უამრავ სასიამოვნო წუთს გაჩუქებთ და ძალიან დიდხანს დაგამახსოვრდებათ. ხელსაყრელი დღეა მატერიალური პრობლემების მოსაგვარებლად. ბავშვებთან ურთიერთობაში უხეშობას და ხმამაღალ საუბარს ერიდეთ.


მერწყული

ხელსაყრელი დღეა ახალი ნაცნობობისა და მხიარულებისთვის. თუ მეგობრებმა ან ნათესავებმა თქვენთან სტუმრობის სურვილი გამოთქვეს, თავაზიანად დათანხმდით, რადგან მათთან ურთიერთობა უამრავ სასიამოვნო წუთს მოგიტანთ. შეგიძლიათ საკუთარ პრინციპებს უღალატოთ და საყოფაცხოვრებო პრობლემების მოგვარებაში აქტიურად ჩაერთოთ.


თევზები

გამოიყენეთ ეს დღე მოლაპარაკებების საწარმოებლად და აუცილებელი იურიდიული კონსულტაციის მისაღებად. მნისვნელოვანი საქმეების მოგვარების დროს საკუთარ ინტუიციას ენდეთ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა