25 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
რთული დღეა. ახლობელ ადამიანებთან და საქმიან პარტნიორებთან ურთიერთობა ცრუ მოლოდინებს გაგიჩენთ. გამორიცხული არ არის, რომ თავი შეუძლოდ იგრძნოთ. დღის ბოლოდ უხასიათობა დეპრესიამდე მივა. ყურადღებით იყავით - მოსალოდნელია ტრამვა. დაძაბული მუშაობის მიუხედავად, თქვენი მატერიალური მდგომარეობა უცვლელი დარჩება.
კურო
შესაძლოა, ინფორმაციამ, რომელსაც ამ დღეს მოისმენთ, ოჯახის წევრებთან ურთიერთობა გაგირთულოთ. მზად იყავით სერიოზული პრობლემებისთვის. სავარაუდოდ, ოჯახს თქვენი ყურადღება აკლია, ამიტომ ეცადეთ, ეს დანაკლისი შეავსოთ. ხელსაყრელი დღეა ფიზიკური ვარჯიშისა და დასვენებისთვის.
ტყუპები
ნებისმიერი საქმისთვის ხელსაყრელი დღეა. განსაკუთრებით კი წარსულის ანალიზისა და მედიტაციისთვის. გონივრულად მოქმედების შემთხვევაში, ყველა ჩანაფიქრი განხორციელდება. სტუმრების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ, რადგან ახლა საუკეთესო ფორმაში არ ხართ. ერიდეთ ადამიანებს, რომლებსაც ბოლომდე არ ენდობით, თუნდაც მათთან მრავალწლიანი ახლობლობა გაკავშირებდეთ.
კირჩხიბი
შესაძლოა, ოჯახის წევრებთან და ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობაში პრობლემები შეგექმნათ, თუმცა ამაში თავად იქნებით დამნაშავე. გამორიცხული არაა, რომ ოჯახს თქვენი ყურადღება აკლია, ამიტომ ეცადეთ ეს დანაკლისი შეავსოთ. შესანიშნავი დღეა სპორტისა და უცხო ენების შესწავლისთვის.
ლომი
ამ დღეს თვალთვალი, ცილისწამება და მეგობართან დაპირისპირება გელით. გაითვალისწინეთ, რომ უგუნურებამდე მისულმა სითამამამ ან დაუფიქრებელმა მოქმედებამ შეიძლება უსიამოვნებები მოგიტანოთ. საკუთარი გეგმების შესახებ არავის უამბოთ. სიბნელეს და მარტო სეირნობას ერიდეთ.
ქალწული
შესანიშნავი დღეა წარსულის გააზრებისა და ფიქრისთვის. შესაძლოა, მოულოდნელი ინფორმაცია მიიღოთ, რომელიც ოჯახის წევრებთან ურთიერთობას გაგირთულებთ. ხელს ნუ მოკიდებთ საქმეს, რომელსაც ვერ გაუმკლავდებით, თორემ შეუსრულებელი ვალდებულება ტვირთად დაგაწვებათ. ერიდეთ გადაღლას, რომელიც თქვენს ჯანმრთელობაზე სერიოზულ გავლენას მოახდენს.
სასწორი
რთული დღეა. თქვენი ემოციური ფონი არასტაბილურია. შესაძლოა, სულ უმნიშვნელო მიზეზმა გაგანერვიულოთ და ისეთი რამ გააკეთოთ, რის გამოც შემდეგ დიდხანს ინანებთ, ამიტომ ახალ საქმეს ნუ დაიწყებთ. ეცადეთ, მეტი ყურადღება დაუთმოთ საყვარელ ადამიანებს. ამ დღეს სწორედ მათთან ურთიერთობა მოგიტანთ დიდ პოზიტივს. ფრთხილად იყავით ტრამვებთან.
მორიელი
გაითვალისწინეთ, რომ წინა კვირის შედეგები საქმის წარმატებას განსაზღვრავს. მოსალოდნელია მყარი და საიმედო ურთიერთობა პარტნიორებთან და ოჯახის წევრებთან. გირჩევთ, გრძნობები არ დამალოთ და საყვარელი ადამიანის მიმართ თქვენი ემოციები გამოავლინოთ.
მშვილდოსანი
ამ დღეს შესაძლოა, ნებისმიერი ჩანაფიქრი განახორციელოთ, თუ უკან არ დაიხევთ. გამორიცხული არ არის, რომ რისკმა და აზარტმა დიდი შემოსავალი მოგიტანოთ. უარს ნუ იტყვით მეგობრულ დახმარებაზე, როგორი უმნიშვნელოც არ უნდა იყოს.
თხის რქა
გამორიცხული არ არის მოულოდნელი შემოსავალი, მოგება ან ძვირფასი ნივთის პოვნა. შესაძლოა, მოულოდნელი ამბავი შეიტყოთ, რომელიც ოჯახის წევრებთან ურთიერთობას გაგირთულებთ. მზად იყავით სერიოზული პრობლემებისთვის. მოვლენებს ნუ დააჩქარებთ და ყველაზე მიუწვდომელი მწვერვალების დაპყრობას შეძლებთ. ერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, რომელმაც შეიძლება, თქვენს ჯანმრთელობაზე იმოქმედოს.
მერწყული
ამ დღეს სიცრუე, ილუზიები და აუხდნელი ოცნებები ახლავს. ეცადეთ, ცდუნებას გაუძლოთ და საკუთარი მოვალეობა საუკეთესოდ შეასრულოთ. დაივიწყეთ ბნელი აზრები და ჩაბნელებული ქუჩები და მხოლოდ გადაუდებელი საქმეების კეთებას შეუდექით. ერიდეთ ხმაურიან წვეულებებს და საღამო ოჯახის წევრებთან ერთად, მშვიდად გაატარეთ.
თევზები
შენდობის, პატიების და სიყვარულის დღეა. პირადი საქმეების მოგვარება დიდ დროს და ენერგიას წაგართმევთ. ძველი კონფლიქტების შემდეგ, ამ დღეს, შესაძლოა, დიდი შერიგების დღე ვუწოდოთ. ეცადეთ, ძველი წყენა დაივიწყოთ და მეორე ნახევართან საერთო ენა მონახოთ.