საახალწლო საჩუქრის შერჩევაში ასტროლოგები გვეხმარებიან!
ასტროლოგები გვარწმუნებენ, რომ, თუკი საახალწლოდ საჩუქრის შერჩევისას ზოდიაქოს ნიშანს გავითვალისწინებთ, საქმე გაცილებით გაგვიმარტივდება. ერთად ვნახოთ...
მაშ ასე, საჩუქრები ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით:
ვერძი
ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები უშიშრები და ექსპრესიულები არიან, მოსწონთ ნათელი ფერები და თამამი იმიჯი. ამიტომ, მათ გასახარებლად, შეგიძლიათ, შეარჩიოთ ისეთი საჩუქარი, რომელიც მათ ლიდერობის ხარისხსა და ინდივიდუალურობას გაუსვამს ხაზს. ეს შეიძლება იყოს ბლოკნოტი ლამაზი გრავირებით, ძვირფასი კალამი ან ოქროს საყურე. ასევე, ვერძებს ძალიან გაახარებთ ლამაზი ჯემპერი ან ორიგინალური კაბა კაშკაშა აქცენტებით.
კურო
კურო საკმაოდ თავდაჯერებულია. ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს ძალიან უყვართ ძვირფასი და პრაქტიკული ნივთები. თუკი კუროს სახლში კომფორტის შესაქმნელად რამე ნივთს აჩუქებთ, ნამდვილად ასიამოვნებთ. შეარჩიეთ ზოდიაქოს ამ ნიშნისთვის საოჯახო ტექნიკა, გარდერობის უნივერსალური ნივთი ან დეკორი სახლის მოსართავად.
ტყუპები
ნათელი გონებითა და სისწრაფით გამორჩეული ტყუპებისთვის საჩუქრად იდეალურია გაჯეტი, წიგნი ან რამე მოდური სამაგიდო თამაში და არ არის აუცილებელი, ეს საჩუქარი ძვირად ღირებული იყოს. გარდა ამისა, ტყუპებს ძალიან გაახარებთ ახალი სამოსი ლეოპარდის თანამედროვე პრინტით, პედომეტრი ან სავარჯიშო დარბაზის ერთთვიანი აბონემენტი.
კირჩხიბი
კირჩხიბი მეოჯახე, კომფორტული ნიშანია. არის მგრძნობიარე, ესთეტი და სახლის კომფორტსა და ჯანმრთელობას უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს. ამიტომ კირჩხიბის საჩუქარი აუცილებლად ლამაზი და გონივრულად შერჩეული უნდა იყოს. ასტროლოგები გკარნახობენ, რომ კირჩხიბებს აუცილებლად გაახარებთ თეთრეული ან ხალათი, არომატული სანთლები, ლარნაკი, ლამაზი ავეჯი და სპა-სალონის აბონემენტი.
ლომი
ქალი-ლომი ყოველთვის გამორჩეულია სხვებისგან. ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები გიჟდებიან გარდერობის ნივთებზე. ასევე, ყოველთვის ყურადღებას აქცევენ ინტერიერის უჩვეულო და თამამ დიზაინს. მთავარია, მათი საჩუქარი მდიდრულად გამოიყურებოდეს. შეარჩიეთ მათთვის ჩანთა, ფეხსაცმელი ან სამკაული. მთავარია, თქვენი საჩუქარი ბრწყინავდეს და ორიგინალური იყოს, თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ ტყუპებს კოსმეტოლოგიური პროცედურებიც არანაკლებ სიამოვნებთ.
ქალწული
ქალწულები ძალიან პრაქტიკულები არიან და არ უყვართ ცვლილებები. ეს ზოდიაქოს ერთადერთი ნიშანია, რომელიც პირდაპირ გაგიმხელთ სასურველ საჩუქარს. თამამად მიართვით მას პრაქტიკული ნივთი. ეს შეიძლება იყოს ჯინსის შარვალი, სუნამო, სახის კრემი ან გადახდილი კომუნალური გადასახადების ქვითარი. მოკლედ, ქალწულისთვის საჩუქრად გამოგადგებათ ის, რაც მათ ამ მომენტში სჭირდებათ.
სასწორი
სასწორები ძალიან ქალურები არიან, მოსწონთ ხელოვნება და სილამაზე. მათთვის საჩუქრად იდეალურია დეკორატიული სანთლები, წიგნები, ლამაზი ნახატი ან რამე ვარდისფერი. ქალწულებს, ასევე, ძალიან გაახარებთ, თუკი გამოფენის, კონცერტის, მოდის ჩვენების ან მასტერკლასის ბილეთს აჩუქებთ.
მორიელი
ზოდიაქოს ეს ნიშანი ყოველთვის ამოუცნობია და თავადაც არ იცის, რა სურს. გატაცებულები არიან ეზოთერიკით, მისტიკით და უყვართ მუქი ფერები. მორიელისთვის საჩუქრის შერჩევისას ყურადღება მიაქციეთ მკაცრ მეტალის სამკაულებს, წიგნებს ასტროლოგიაზე ან ინტერიერის ლაკონიურ ელემენტებს, ოღონდ აუცილებლად მუქ ფერებში. ასევე, მორიელებს გაახარებთ იოგის აბონემენტი ან უჩვეულო ადგილას მოგზაურობა.
მშვილდოსანი
მშვილდოსნები ძალიან აქტიურები არიან და ყოველთვის ზრუნავენ თვითგანვითარებაზე. ქალ მშვილდოსანს მიართვით ის, რაც მასში ახალ ემოციებს გამოიწვევს ან თვითმფრინავის ბილეთი ისეთ ადგილას სამოგზაუროდ, სადაც ჯერ არ ყოფილა. ასევე, კარგი იდეაა - სასწავლო კურსის დაფინანსება.
თხის რქა
ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებმა ყოველთვის იციან, როგორ მოიქცნენ სწორად. მოსწონთ პრაქტიკული ნივთები, რომლებიც, პირველ რიგში, სასარგებლოა. როგორც წესი, თხის რქები აფასებენ ფულს და ეს მათთვის შესანიშნავი საჩუქარია. ხოლო თუკი ფულის ჩუქება არ გსურთ, შეურჩიეთ ლამაზი ყულაბა ან საფულე.
მერწყული
მერწყულებს უყვართ ახალი ნაცნობობა და მეგობრების კომპანიაში ყოფნა. არიან ცნობისმოყვარეები. მათთვის საჩუქრად გამოგადგებათ ხარისხიანი წიგნები, გაჯეტები და საოჯახო ტექნიკა. მაგალითად, ენციკლოპედია, უსადენო ყურსასმენი, თბილი ქურთუკი ან 3D სათვალე.
თევზები
აჩუქეთ თევზებს ყველაფერი, რაც ბრჭყვიალებს. ლამაზი კაბა, ორიგინალური ბალიში, ხარისხიანი კოსმეტიკა - ამ ყველაფერს თევზები აუცილებლად დააფასებენ. ასევე, ზოდიაქოს ამ ნიშანს ძალიან გაახარებს ეგზოტიკური ხილით სავსე კალათა ან უცხო აქსესუარი.
წყარო:newposts.ge