მოამზადეთ დამარინადებული, გამომცხვარი კარტოფილი! განსხვავებული და მარტივი კერძი...
კარტოფილს ძალიან ხშირად ვჭამთ, რაც ხშირად მოსაბეზრებელია. თუ დაიღალეთ ტრადიციული, შემწვარი კარტოფილით, სცადეთ დამარინადებული, გამომცხვარი კარტოფილის მომზადება!
დაგჭირდებათ:
• 1კგ. კარტოფილი
• 2 ს.კ სოიოს სოუსი
• 2 ს.კ ზეთი
• 3 ს.კ მდოგვი (არც ისე ცხარე)
• 1 ს.კ თაფლი
• 4-5 კბილი ნიორი
• გამხმარი სანელებლები სურვილისამებრ (ორეგანო, ბაზილიკი…)
• მარილი გემოვნებით
მომზადება:
1. კარგად, ჯაგრისით გარეცხეთ კარტოფილი, ჩააწყვეთ ქვაბში და დაასხით წყალი. როცა წყალი ადუღდება, ჩაყარეთ მარილი და მოხარშეთ კარტოფილი დარბილებამდე.
2. წყალი გადაწურეთ და გააგრილეთ კარტოფილი.
3. მოამზადეთ სოიოს მარინადი: ჯამში აურიეთ სოიოს სოუსი, თაფლი, მდოგვი, მშრალი სანელებლები, ნიორი და ზეთი. (არ დაუმატოთ მარილი, თუ მარინადში თაფლის გემო არ მოგწონთ მისი მომზადება თაფლის გარეშეც შეიძლება)
4. არ გაფცქვნათ კარტოფილი, დაჭერით, ჩააწყვეთ ნაჭრები მარინადის ჯამში და დაასვენეთ.
5. გამოაცხვეთ კერძი 200 გრადუს ცელსიუსზე რამდენიმე წუთით.