რა გველოდება 2020 წელს - არაპროგნოზირებადი მოვლენები, ფინანსები, კარიერა და სიყვარული
2020 წელს ლითონის ვირთხის წელი მოდის და ნუ დაგვავიწყდება, რომ ეს ნაკიანი წელია. სწორედ ამიტომაც, ექსპერტები 2020 წელს საკმაოდ საშიშსა და არაერთმნიშვნელოვანს უწოდებენ. თავად ლითონის სტიქიაც ცუდად ესადაგევა ვირთხას და შესაბამისად, მოგვიწევს შენობების ნეგატიური ენერგიისგან ხშირად გათავისუფლება.
თეთრი ლითონის ვირთხის წელი 2020 წლის 25 იანვარს დაიწყება. ვირთხის წელს გონიერება და ეშმაკობა ახასიათებს. ეს თვისებებიც ალბათ მნიშვნელოვანი იქნება ადამიანებისთვის ამა თუ იმ გადაწყვეტილების მიღებისას.
ასტროლოგების რჩევაა, რომ 2020 წელს რაც შეიძლება მეტი დრო დაუთმოთ საკუთარ თავს, ოჯახს, ურთიერთობების მოგვარებას კოლეგებთან, საკუთარ ჯანმრთელობას. არ უნდა დაივიწყოთ თვითგანვითარებაზე ზრუნვა - იკითხეთ ბევრი, უყურეთ საინტერესო გადაცემებს და ურთიერთობები გქონდეთ ჭკვიან, მოაზროვნე ადამიანებთან. 2020 წლის აღმოსავლური კალენდარი გლობალური გეგმების დაწყობას არ გირჩევთ - ადრე დაწყებული საქმეების დასრულება სჯობს.
ფინანსები და სამუშაო ვირთხის წელიწადში
2020 წელს ხელსაყრელი დროა ფიზიკური მუშაობისთვის. ვინც ინტელექტუალური მუშაობით არის დაკავებული, ექსპერტები ურჩევენ, გამოიჩინონ მეტი გამჭრიახობა, მოხერხებულობა და არავის უამბონ საკუთარი გეგმების შესახებ.
უნდა გავაცნობიეროთ, რომ ნაკიან წელიწადში არაპროგნოზირებადი მოვლენები შეიძლება მოხდეს. სწორედ ასეთ პერიოდებშია საჭირო ინიციატივის საკუთარ ხელში აღება. ზოგიერთ ცხოვრებისეულ ვითარებაში მოგვიწევს სიმამაცისა და ლიდერის თვისებების გამოვლენა. ვირთხა ადამიანებს ეგოიზმისკენ უბიძგებს, ამიტომ აუცილებელია ამ გრძნობასთან ბრძოლა და ადამიანების დახმარება.
2020 წელი იდეალურია ძვირადღირებული რამის შესაძენად, მაგრამ ეს ადრევე უნდა დაგეგმოთ. ასეთ საკითხებში სიფრთხილე ზედმეტი ნამდვილად არ იქნება.
სიყვარული და ურთიერთობები 2020 წელს
ვირთხა სიყვარულისა და ყურადღების სიმბოლოა. პრობლემა ისაა, რომ ასეთ პერიოდებში ყურადღება ხანდახან უპასუხოდ რჩება. ზოგიერთი ადამიანი ვერ ამჩნევს სიკეთეს, არ აქცევს ყურადღებას გარშემომყოფების სიმპათიას. ახალი ნაცნობობა 2020 წელს გართულებული იქნება. ადამიანს პირდაპირ მოუწევს თავისი სიმპათიის შესახებ საუბარი, რადგან მინიშნებები, დიდი ალბათობით, არ გაჭრის.
ახალი ურთიერთობები ვირთხის წელიწადში მხოლოდ ნდობაზე უნდა იყოს დაფუძნებული. ამ თილისმას არ უყვარს, როდესაც ადამიანები ერთმანეთს რაღაცას უმალავენ. ძალზე პატიოსანი უნდა იყოს ურთიერთობები, რომ ახლადგამომცხვარი სიყვარული ბედნიერი და ხანგრძლივი აღმოჩნდეს.
მათ, ვისაც ჰყავს პარტნიორი, სასურველია, არ დაავიწყდეთ საყვარელი ადამიანისთვის სასიამოვნო სიურპრიზების მოწყობა. არ არის აუცილებელი, რომ ეს მატერიალური ნივთების ჩუქება იყოს: შესანიშნავი იქნება დაუგეგმავი რომანტიკული ვახშამი, ერთობლივი სასიამოვნო საქმიანობა, შეხვედრა ახლობლებთან და სხვა.
ახალი მეგობრის შეხვედრა ვირთხის წელიწადში ძალზე რთული აღმოჩნდება. ნაკიანმა წელიწადმა, შესაძლოა, მეგობრის ნიღაბს ამოფარებული არაკეთილმოსურნეები მოგიგზავნოთ. უნდა იყოთ ძალზე ფრთხილი და არ ენდოთ ნაკლებად ნაცნობ ადამიანებს. ლითონის სტიქია ადამიანებს უფრო გულცივსა და ნაკლებად კომუნიკაბელურს გახდის, ამიტომ ურთიერთობები ასეთ პერიოდებში ძალზე ნელა ეწყობა.
განწყობა და ჯანმრთელობა 2020 წელს
განწყობა ენერგეტიკული დისონანსის გამო მუდმივად შეიცვლება. ვირთხა ოპტიმისტია, მაგრამ ნაკიან წელიწადს და თან ლითონის სტიქიის გავლენით, სიმშვიდის ლოდინი არ ღირს. თეთრი და შავი პერიოდები მუდმივად შეცვლის ერთმანეთს, ოპტიმიზმი ხან გამოჩნდება და ხან გაქრება.
რაც შეეხება ჯანმრთელობას, ამ თვალსაზრისით 2020 წელმა ყველას სიხარული უნდა მოუტანოს. ექსპერტების რჩევაა, იყოთ აქტიური, დაკავდეთ სპორტით, გამოხვიდეთ კომფორტის ზონიდან. ეს გააუმჯობესებს განწყობასა და ზოგად მდგომარეობას.
წყარო:newposts.ge