31 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
არ მისცეთ თავს მოდუნების საშუალება. სიტუაცია თქვენს სრულ ყურადღებას მოითხოვს.
ჯანმრთელობა: ვარსკვლავები გირჩევენ, რაც შეიძლება მეტი სითხე მიიღოთ. დალიეთ ნატურალური წვენები და სვით მინერალური წყლები – თუმცა არავითარ შემთხვევაში არ მიიღოთ ლიმონათი.
ბიზნესი: სამსახურში თანდათან ყველაფერი უკეთესობისკენ მიდის. თუ საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოჩნდებით, ხელმძღვანელობის თვალში საჭირო ქულებსაც დაიწერთ და ვინ იცის, იქნებ მალე დაგაწინაურონ კიდეც?!
სიყვარული: დამღლელი დღის შემდეგ საყვარელ ადამიანთან გატარებული საღამო რელაქსაციის საუკეთესო საშუალება იქნება. სთხოვეთ მას, გაგიკეთოთ მასაჟი ზურგზე, მოგიდუღოთ ყავა და სასიამოვნო მუსიკის ფონზე რომანტიკით დატკბით.
კურო
ხვალ დაძაბული დღე გელით. მოგიწევთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების სასწრაფოდ და მოულოდნელად მიღება და ახლობლისთვის დახმარება.
ჯანმრთელობა: თუ დიდი ხანია, უარი არ გითქვამთ ალკოჰოლურ სასმელზე და არც კვების რაციონს აქცევდით აქამდე დიდ ყურადღებას, ხვალიდან აუცილებლად უნდა გამოსწორდეთ! თქვენს ღვიძლს მეტი ყურადღება უნდა დაუთმოთ.
ბიზნესი: ეცადეთ, არ გადაუხვიოთ იმ რიტმიდან, რომელიც თავად შეარჩიეთ. სამუშაოს ასეთი რეჟიმი დაგეხმარებათ ძალების ეფექტურად გადანაწილებაში.
სიყვარული: საკუთარი პირადი ბედნიერების მისაღწევად ხვალ მოგიწევთ, სითამამე და ძლიერი ნების მქონე ხასიათი თქვენს მეორე ნახევარს უჩვენოთ. ნუ შეგეშინდებათ, სასწორზე თქვენი ბედნიერება დევს.
ტყუპები
ნუ დაგავიწყდებათ, თქვენ ზოოპარკის ბინადარი არ ხართ და არც ერთი გალია არ გაკავებთ იმ ადგილის დასატოვებლად, რომელიც რახანია, უკვე ყელში ამოგივიდათ.
ჯანმრთელობა: ვარსკვლავები გირჩევენ, დღეს ძალიან თბილ სამოსს ნუ ჩაიცვამთ. გადახურება თქვენთვის სასურველ შედეგს ნამდვილად არ მოგიტანთ.
ბიზნესი: ხვალ წამოწყებული ნებისმიერი მოლაპარაკება ძალიან მალე თქვენი წარმატებით დასრულდება და შეძლებთ, შვებით ამოისუნთქოთ.
სიყვარული: სულ ცოტა დარჩა თქვენი და თქვენი საყვარელი ადამიანის ოცნებების ასრულებამდე. მთავარია, ამ მოლოდინის პროცესში უთანხმოება არ მოგივიდეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასწაული შესაძლოა, არც კი მოხდეს.
კირჩხიბი
დღეს რეალური შანსი გაქვთ მათთან მოლაპარაკების, ვინც აქამდე უარს ამბობდა თქვენს პირობებზე.
ჯანმრთელობა: ეცადეთ, გონივრულად ხარჯოთ თქვენი ძალა და ენერგია. თქვენს ცხოვრებაში ეს ის პერიოდია, როცა ნებისმიერი ემოციური ზეგავლენა თქვენს ჯანმრთელობაზე უარყოფითად იმოქმედებს.
ბიზნესი: საკუთარ თავში შეუცვლელ ადამიანს ამოიცნობთ, რაც არა მარტო საქმის ორმაგი ენერგიით გაგრძელებაში დაგეხმარებათ, არამედ საკუთარი თავის რწმენას შეგმატებთ და შეძლებთ, იამაყოთ თქვენი შესაძლებლობებით.
სიყვარული: თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი დღე ახლოვდება. ჩაჰკიდეთ საყვარელ ადამიანს ხელი ძლიერად, ნუ ეტყვით უარს დახმარებაზე.
ლომი
ხვალ ცხოვრების უმიზეზოდ გართულებისკენ იქნებით მიდრეკილი. გაითვალისწინეთ და ეცადეთ, სამყაროს მარტივად შეხედოთ. იმაზე ბევრად ნაკლები გაქვთ სანერვიულო, ვიდრე ერთი შეხედვით გეჩვენებათ.
ჯანმრთელობა: ხვალ რამდენიმე პროდუქტზე უარის თქმა მოგიწევთ. აკონტროლეთ თქვენი კვების რაციონი. მოსალოდნელია, საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები სწორედ ხვალ შეგექმნათ.
ბიზნესი: დიდი შანსია, საინტერესო და კრეატიული ადამიანები გაიცნოთ, რომლებიც ენთუზიაზმით აგავსებენ და თქვენი შრომის მიმართულებას სულ სხვა გზით წაგამართვინებენ. მიაქციეთ ყურადღება ჯანმრთელობას, რადგან მან შესაძლოა, სრულიად შეუფერებელ მომენტში გიმტყუნოთ.
სიყვარული: თქვენი საყვარელი ადამიანი თქვენს სამუშაოზე იეჭვიანებს. შეეცადეთ, აუხსნათ, რამდენად მნიშვნელოვანია ის თქვენთვის და ისიც უთხარით, რომ საქმეებს გვერდით ვერაფრით გადადებთ.
ქალწული
ენერგიული განწყობა ხვალ კარგს არაფერს მოგიტანთ. თქვენთვის ვერაფრის გაკეთებას ვერ შეძლებთ, თუმცა ახლობლისთვის ხელის გამართვა მოგიწევთ. ის ავტომატურად მოგიაზრებთ მის დამხმარედ მომავალშიც, ეს კი უკვე ნამდვილად ზედმეტი იქნება.
ჯანმრთელობა: ყურადღება მიაქციეთ საშვილოსნოს ყელის კუნთებს. ამჟამად ის ყველაზე დაუცველი ადგილია თქვენს ორგანიზმში.
ბიზნესი: თქვენი სამუშაო გარემოს რაციონალიზაციის თითოეული მცდელობა ხვალ კრახით დასრულდება. გადადეთ ეს საქმე მომავლისთვის.
სიყვარული: თუ ხვალ თქვენი და თქვენი საყვარელი ადამიანის ურთიერთობაში არსებულ ყველაზე მცირე პრობლემებსაც მოაგვარებთ, ახალი დაბრკოლებების გადალახვა დიდხანს აღარ მოგიწევთ.
სასწორი
მოუსმინეთ სიჩუმეს სიტყვებს შორის, ის მეტ ინფორმაციას შეიცავს, ვიდრე წარმოგიდგენიათ.
ჯანმრთელობა: თუ პრაქტიკაში ჯერ კიდევ არ გასცნობიხართ „სწორი კვების“ გაგებას, ხვალ თქვენი დაუფიქრებელი ნაბიჯების შედეგებზე პასუხის გება მოგიწევთ.
ბიზნესი: ვარსკვლავები გირჩევენ, ხვალ თქვენი თვითშეფასების ამაღლებაზე იზრუნოთ. როგორც ჩანს, მან უკვე ვარდნა იწყო.
სიყვარული: ხვალ თქვენი საყვარელი ადამიანი რაღაც ძალიან მნიშვნელოვანში გამოგიტყდებათ. ეცადეთ, თქვენი რეაქციით არ შეაშინოთ და წაახალისოთ მისი ასეთი გამბედაობა.
მორიელი
ხვალინდელი დღე იღბლიანი იქნება თქვენთვის. მთავარია, თავად არ გააფუჭოთ საქმე და ყველაფერი წარმატებით ჩაივლის.
ჯანმრთელობა: იზრუნეთ თქვენი კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობის გაუმჯობესებაზე. ნუ მიიღებთ მძიმე საკვებს.
ბიზნესი: ეცადეთ, თქვენს საქმეს ახალი, განახლებული თვალით შეხედოთ. ასეთი ქმედება დაგეხმარებათ საჭირო კორექტივები შეიტანოთ საქმეში.
სიყვარული: თქვენს საყვარელ ადამიანს თქვენი მორალური მხარდაჭერა ხვალ გამძაფრებულად დასჭირდება. იყავით მის გვერდით და კიდევ ერთხელ დაუმტკიცეთ, რომ პრობლემებთან მარტო არასდროს დატოვებთ.
მშვილდოსანი
ხვალინდელი დღე მოგცემთ უდარდელობისა და ბედნიერების საშუალებას. თუმცა, რა თქმა უნდა, თქვენს ვალდებულებებს ვერსად გაექცევით.
ჯანმრთელობა: ამიერიდან მორიელებისთვის რეკომენდებულია საკვებში ახალი სანელებლების ჩამატება. მაგალითად, როზმარინი და კურკუმა. ეს არა მარტო ღვთიურ გემოს შესძენს თქვენს კერძს, არამედ მოგიწესრიგებთ საჭმლის მომნელებელ სისტემას.
ბიზნესი: ნუ მიაქცევთ ყურადღებას ხვალ თქვენი კოლეგების სიტყვებს, მით უმეტეს მაშინ, თუ ისინი არაკორექტულად გითითებენ შეცდომებზე.
სიყვარული: თქვენი საყვარელი ადამიანი ხვალ რთულად გაიგებს, რის თქმას ცდილობთ მისთვის. მოთმინება გმართებთ! არავითარ შემთხვევაში არ დაუშვათ ეს უხერხულობა – დეტალურად აუხსენით სათქმელი.
თხის რქა
იყავით მოკრძალებული თქვენი თავის რეკლამირებისას. შესაძლოა, გადააჭარბოთ და სასურველის საპირისპირო რეაქცია დაიმსახუროთ.
ჯანმრთელობა: სიმშვიდე და მხოლოდ სიმშვიდე! სხვა ყველაფერი ცხოვრებისეული ამბავია. ეცადეთ, მოდუნდეთ. თუ პირველ ცდაზე არ გამოგივიდათ, კიდევ სცადეთ. ეს ნებისმიერ წამალზე უკეთ დაგეხმარებათ.
ბიზნესი: ნუ იჩქარებთ! უსაფუძვლო სიჩქარე მხოლოდ და მხოლოდ ავნებს თქვენს საქმეს და თქვენს გენიალურ მიზნებს უბრალოდ წყალში ჩაყრის.
სიყვარული: ვარსკვლავები გირჩევენ, სწრაფად მოაგვაროთ თქვენი გადაუდებელი საქმეები და საღამო თქვენს საყვარელ ადამიანს მიუძღვნათ.
მერწყული
დღე თქვენთვის მსუბუქი და ბედნიერი იქნება. სიამოვნებას მიიღებთ არა მხოლოდ სამუშაოთი, არამედ კოლეგებთან და მეგობრებთან ურთიერთობით.
ჯანმრთელობა: იმოქმედეთ სწრაფად და ნუ იფიქრებთ უაზროდ ბევრს მცირე საქმეების გადაწყვეტისას. თქვენს ნერვებს მოფრთხილება სჭირდება.
ბიზნესი: ნურავის გაუზიარებთ გეგმებს თქვენი მომავალი საქმიანობის შესახებ. ენას კბილი დააჭირეთ და შემოიფარგლეთ მხოლოდ ზოგადი შეფასებებით.
სიყვარული: რაც არ უნდა დიდ ქალაქში ცხოვრობდეთ, არასასურველ შეხვედრებს ვერსად გაექცევით. თუ თქვენს ცხოვრებაში ამჟამად ორი საყვარელი ადამიანი არსებობს, მოერიდეთ სეირნობას რომელიმე მათგანთან, შესაძლოა, სადმე მეორესაც გადაეყაროთ.
თევზები
ადამიანთა გარკვეული კატეგორია საერთოდ ვერ იგებს ხუმრობებს. გაითვალისწინეთ, ხვალ სარკაზმს ყველასთან ურთიერთობაში მოერიდეთ.
ჯანმრთელობა: თქვენთვის ყველაზე სუსტი ადგილი ორგანიზმში ახლა თქვენი ყურებია. გახსოვდეთ სითბო და სიმშრალე ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ქარში უქუდოდ სიარულს აუცილებლად მოერიდეთ!
ბიზნესი: ყველანაირად ეცადეთ, გაარკვიოთ, რა გეგმები აქვს ხვალისთვის თქვენს საყვარელ ადამიანს და იზრუნეთ, ამ გეგმის ნაწილად იქცეთ. მხოლოდ მისი გარემოცვა დაგეხმარებათ სამსახურის პრობლემების დავიწყებასა და მოდუნებაში.
სიყვარული: ნუ იჩქარებთ თქვენი პრობლემების შესახებ თქვენი საყვარელი ადამიანისთვის ამბის გაზიარებას. შესაძლოა, მან იმდენად ინერვიულოს, რომ დახმარების ნაცვლად, პრობლემები დაგიმატოთ. არ არის გამორიცხული, ექიმის გამოძახებაც დაგჭირდეთ.