2 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
მძიმე და სახიფათო დღეა. თქვენი შინაგანი ბუნება გარე სამყაროზე აისახება. თვალი ადევნეთ პლანეტების მინიშნებებს და სწორად შეაფასეთ. შესაძლოა, უახლოესი მომავლისთვის რაღაც დაგეგმოთ, მაგრამ ამის შესახებ ხმამაღლა საუბარი არ ღირს – შესაძლოა, არაკეთილმოსურნეთა ყურადღება მიიქციოთ.
კურო
სასიამოვნო დღეა. ვენერა თქვენ მიმართ კეთილგანწყობილია. მისი მფარველობა გარკვეულ სარგებელს მოგიტანთ, მაგრამ ვნებებს ნუ აჰყვებით და საკუთარი მოქმედებები აკონტროლეთ. ეცადეთ, საკუთარი მოქმედების შედეგები წინასწარ გათვალოთ.
ტყუპები
კრიტიკული დღეა, რომელიც ტყუილს, ავადმყოფობასა და წყენას უკავშირდება. საქმის კეთებისთვის არახელსაყრელი დღეა. ცდილობთ, ოჯახური და სამსახურის საქმეები ერთდროულად აკეთოთ, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ დღევანდელი გადაღლა თქვენს ჯანმრთელობაზე არასახარბიელოდ აისახება.
კირჩხიბი
სასიამოვნო დღეა, თუმცა საღამოს საკუთარი თავის მიმართ უკმაყოფილებას იგრძნობთ. შესაძლოა, სევდიანმა განწყობამ ერთგვარი სარგებელი მოგიტანოთ და მარადიულ პრობლემებზე დაგაფიქროთ. ეცადეთ, ეგოიზმი არ გამოავლინოთ. თუ საკუთარ თავში ჩაიკეტებით, ახლობელ ადამიანებს შეიძლება გული ატკინოთ. ამ დღეს საყვარელ ადამიანთან განშორება არასასურველია.
ლომი
ამ დღეს მოსალოდნელია წარუმატებლობა პროფესიულ საქმიანობაში, ფინანსური დანაკარგი ან პარტნიორთან ურთიერთობის გაწყვეტა. ეცადეთ, მეტი პასუხისმგებლობის გრძნობა გამოიჩინოთ და ცდუნებას არ აჰყვეთ. ამ დღეს თქვენი შინაგანი ბუნება გარე სამყაროზე აირეკლება. ყურადღება მიაქციეთ მინიშნებებს, რომლებსაც პლანეტები გიგზავნიან და სწორად გააანალიზეთ.
ქალწული
მძიმე და სახიფათო დღეა. ეცადეთ, ცხოვრებისეული პრობლემები გულთან ახლოს არ მიიტანოთ, რადგან ნერვული სისტემა გადატვირთვას ვერ გაუძლებს და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები გელით.
სასწორი
თქვენი ინტელექტუალური მონაცემები, შემოქმედებითი ნიჭი და პირადი მომხიბვლელობა საქმეში და საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში წარმატებას მოგიტანთ. შეგიძლიათ, ყველაზე უჩვეულო და სანუკვარი ოცნება რეალობად აქციოთ. კარგი დღეა მსხვილი შენაძენისთვის.
მორიელი
მძიმე დღეა, რომელიც თქვენს გამძლეობას, სიბრძნესა და თავის ფლობის უნარს გამოცდას მოუწყობს. თქვენი მონდომება და შრომისმოყვარეობა, სავარაუდოდ, შედეგს ვერ მოიტანს. ეცადეთ, გარშემომყოფი ადამიანების მიმართ მეტი სიბრძნე და მზრუნველობა გამოავლინოთ.
მშვილდოსანი
კრიტიკული დღეა, რომელიც ტყუილს, ავადმყოფობასა და წყენას უკავშირდება. ამ დღეს ახალი საქმის დაწყებას არ გირჩევთ, მშვილდოსან ქალებს შესაძლოა, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები შეექმნათ ან ახლობლებთან ურთიერთობა დაეძაბოთ. მამაკაცი მშვილდოსანი მთელ დღეს სამსახურებრივი და ოჯახური პრობლემების ერთდროულად მოგვარებას დაუთმობს. გაითვალისწინეთ, რომ დღევანდელი გადაღლა შეიძლება თქვენს ჯანმრთელობაზე ცუდად აისახოს.
თხის რქა
მძიმე და სახიფათო დღეა. მოსალოდნელია არაკეთილმოსურნეთა ინტრიგები, კონფლიქტები და უსიამოვნო შეხვედრები, რომლებსაც არასახარბიელო შედეგები მოჰყვება. მოულოდნელი და გაუთვალისწინებელი ხარჯი ოჯახურ ბიუჯეტზე ცუდად აისახება
მერწყული
ცხოვრებისეული ღირებულებების გადაფასების დღეა, რომელიც ფიქრისა და ანალიზისთვის უნდა გამოიყენოთ. ეცადეთ, ეს დღე საკუთარი წარმატებებისა და წარუმატებლობის შეფასებას მიუძღვნათ. შესაძლოა, თქვენმა ნებისმიერმა აქტიურობამ გარშემომყოფებთან დაპირისპირება გამოიწვიოს, ამიტომ ეცადეთ, ურთიერთობა შეზღუდოთ. გაითვალისწინეთ, რომ თქვენმა ცნობისმოყვარეობამ და მომატებულმა მგრძნობიარობამ სახიფათო შედეგები გამოიწვიოს. დროთა განმავლობაში ყველა სირთულე და წინააღმდეგობა, რომელიც გზაზე შემოგხვდებათ, დაიძლევა.
თევზები
ამ დღეს ექსპერიმენტებს უნდა ერიდოთ და ძველი, კარგად გამოცდილი მეთოდებით იმოქმედოთ. ეცადეთ, შექმნილ სიტუაციაში კარგად გაერკვეთ და სწორად იმოქმედოთ. გამოიჩინეთ სიბრძნე და მოთმინება. ერიდეთ ეგოისტი და არაკეთილმოსურნე ადამიანების ტყუილს. დღის მეორე ნახევარში თქვენი მომხიბვლელობა გაიზრდება და გარშემომყოფთა აღფრთოვანებას დაიმსახურებთ.