თეგებით ძიება

ხვალ მთვარის დაბნელებაა - მიხეილ ცაგარელი საზოგადოებას აფრთხილებს

ხვალ მთვარის დაბნელებაა - ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი საზოგადოებას აფრთხილებს.
ცაგარელის განცხადებით, არ ღირს საკუთარი სიმართლის მტკიცება, რადგან საპასუხოდ ამას მხოლოდ ნეგატიური რეაქცია და კონფლიქტი მოჰყვება.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთოდ წარიმართება სხდომები, შეხვედრები და სასამართლო პროცესები. პოზიტიური დღეა ცოდნის შესაძენად, კონტაქტების გასაფართოვებლად, ახლობლებთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად და ძველი ტრადიციების აღსადგენად, ვაჭრობისა და მსხვილი საყიდლების გასაკეთებლად. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, ბინის შეცვლა და უძრავი ქონების გაყიდვა.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. გაუფრთხილდით დასუტებულ კუჭს და ღვიძლს.

დღის ფერები და მინერალები – მწვანე, თეთრი, ცისფერი, იისფერი და ნაცრისფერი, ასევე ზურმუხტი, ოპალი, აგატი, ამეთვისტო და ყვითელი იასპი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.



წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა