თეგებით ძიება

დღეს 2020 წლის პირველი სავსე მთვარე და მთვარის დაბნელებაა - რა უნდა გაითვალისწინონ ზოდიაქოს ნიშნებმა

დღეს 2020 წლის პირველი სავსე მთვარის დავალებაა, სოციალურ ქსელში გვერდი Astrolabe ამ დღის მთავარ გამოწვევბზე პოსტს ავრცელებს.



ინფორმაცია აღნიშნულია, რომ ეს ასტროლოგიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა, რომელიც ძირითად ცვლილებებზე მიუთითებს. ესაა სიმწიფისა და ყველაფერი იმის დასრულების პერიოდი, რაც სასარგებლოს არაფერს გვაძლევს.

"10 იანვარს წლის პირველი სავსე მთვარე და მთვარის დაბნელებაა. სავსე მთვარის პიკი - 23:21 სთ.დაბნელების მაქსიმალური მაჩვენებელი კი საქართველოდან 23:10 სთ-ზე დაფიქსირდება.

ის ინფორმაციაც უნდა გაგიზიაროთ, რომ თურმე ძველი ამერიკელები და ანგლო-საქსები წლის პირველ სავსე მთვარეს მგლის მთვარეს ეძახდნენ. მიზეზი კი ისაა, რომ იანვარში მგლების ყმუილი ყველაზე ძლიერი და ხანგრძლივია. ალბათ ყველას გახსოვთ, მგლების ყმუილის მესიჯი რა არის: "მე აქ ვარ" ან "ჩემგან თავი შორს დაიჭირე"...

რაც შეეხება დაბნელებას, ის ასტროლოგიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა, რომელიც ძირითად ცვლილებებზე მიუთითებს. ესაა სიმწიფისა და ყველაფერი იმის დასრულების პერიოდი, რაც სასარგებლოს არაფერს გვაძლევს. დაბნელება საკმაოდ ძლიერი კოსმიური ენერგიის მატარებელია, რაც გვიბიძგებს ისეთ საკითხებზე წერტილის საბოლოოდ დასმისკენ, რომელსაც უკან აღარასდროს დავუბრუნდებით. დაე, დარჩეს წარსულში ის, რაც აღარაა საჭირო. ზრდა და განვითარება სამყაროს კანონია. გააკეთეთ არჩევანი მომავალი კეთილდღეობისთვის. ნუ დაბრუნდებით უკან. ნუ დაუშვებთ ერთსა და იმავე შეცდომას. ნუ შეუშინდებით ცვლილებებს. მოიშორეთ აგრესიული და ეგოცენტრული ადამიანები, ვისთანაც ვერ მიაღწიეთ ჯანსაღ, დაბალანსებულ ურთიერთობას, დაუსვით წერტილი არაფრისმომცემ პროექტებს, იდეებს, აკვიატებებს, გათავისუფლდით მავნე ჩვევებისგან და ყველა იმ ემოციისგან, რომელიც თქვენს შინაგან დისკომფორტს იწვევს.

დაბნელების ენერგია ბევრი ადამიანისთვის მტკივნეულ ცვლილებებთან ასოცირიდება, ბევრისთვის კი ცვლილებების იდეალურ დროსთან. აქ მთავარი სწორედ ჩვენი მიდგომა და მზაობაა იმისთვის, რომ მივიღოთ და გავაცნობიეროთ საკუთარი რეალობა ზუსტად ისეთად, როგორიც არის.

"იქამდე, სანამ ცნობიერში არ ამოიტანთ, სწორედ ქვეცნობიერი მართავს თქვენს ცხოვრებას, თქვენ კი მას ბედს უწოდებთ" - კარლ გუსტავ იუნგი.

გაცნობიერება ნიშნავს ჩვენს ფიქრებსა და ქცევებში ჩაღრმავებას, მათ გაგებასა და ანალიზს. სწორედ ჩვენი ცრუ წარმოდგენები და ნეგატიური ემოციებია მიზეზი იმისა, რატომაც არაა ყველაფერი ისე, როგორც გვინდა, რომ იყოს. იმისთვის, რომ ცხოვრებაში ცვლილებები შევიტანოთ, ამისთვის ჯერ უნდა შევიცვალოთ შიგნიდან, ჩვენი ფიქრებით, დამოკიდებულებებით, რწმენით, მიდგომებით და ა.შ. ამას კი საკმარისი გამბედაობა სჭირდება. სინათლის წარმოსახვით სინათლეს ვერ მივაღწევთ თუ არ გავაცნობიერეთ და ვაღიარეთ სიბნელე. დაბნელებები სწორედაც რომ იდეალური პერიოდია საკუთარ თავში ჩაღრმავებისა და საჭირო ცვლილებების დაგეგმვისთვის. თემატიკას, სიძლიერეს, სავარაუდო გაგრძელებასა და სხვა მნიშვნელოვან დეტალებს კონკრეტული ადამიანის პირადი რუკა გვაჩვენებს, პოტენციალის, სახლებისა და პლანეტებთან ასპექტების შესაბამისად.

ამჯერად მთვარე კირჩხიბში, მზე კი თხის რქაშია.

კირჩხიბი უკავშირდება ჰოროსკოპის მე-4 სახლს ანუ ჩვენს შინაგან სამყაროს, ემოციურ საჭიროებებს, ოჯახსა და საყვარელი ადამიანების მიმართ მზრუნველობას. თხის რქა ასოცირდება ჰოროსკოპის მე-10 სახლთან და პლანეტა სატურნთან, რომლისთვისაც მთავარი სოციალური სტატუსი, კარიერა, მიზნები და ამბიციებია. მაშინ, როდესაც კირჩხიბისთვის სულაც არ წარმოადგენს ვინმეზე დამოკიდებულება პრობლემას, თხის რქა მუდმივად გრძნობს პასუხისმგებლობას და ცდილობს, სხვებისაგან დამოუკიდებლად მიაღწიოს წარმატებას მიწიერ სამყაროში. კირჩხიბი, რომელსაც თავად მთვარე მართავს, ემოციურობითა და ცვალებადი ხასიათით გამოირჩევა. თხის რქა კი, როგორც სატურნის მიერ მართული ნიშანი, ზედმიწევნით პრაქტიკულია და ცივი გონებით უდგება ყველა საკითხს, გვაიძულებს გავიზარდოთ და სრულად ავიღოთ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე.

სავსე მთვარის დროს იდეალური გამოსავალი ამ ორ განსხვავებულ ენერგიას შორის ბალანსია. რა გჭირდებათ იმისათვის, რომ უკეთ იგრძნოთ თავი ემოციურ დონეზე? რა დაგეხმარებათ კარიერულ წინსვლაში? დაფიქრდით, ახერხებთ თუ არა, დააბალანსოთ დახარჯული დრო და ენერგია პირად ცხოვრებასა და კარიერას შორის. დაგეგმეთ საჭირო ცვლილებები და დაიწყეთ ახალ წელი განახლებული მიზნებითა და გეგმებით.

თხის რქის სიმბოლო კლდის წვერზე ამაყად მდგარი თხაა, რომელიც ზუსტად ასახავს ამ ნიშნის ხასიათს: მონდომებით, საკუთარი თავის რწმენითა და შრომით დაპყრობილი მწვერვალებით სიამაყე. ეს ყველაფერი შეგვახსენებს, რომ მაშინაც კი თუ წინ გვეღობებიან, ჩვენ მაინც შეგვიძლია წინ, მიზნებისკენ სვლა იქამდე, სანამ ჩვენს მწვერვალებს არ მივაღწევთ. აიღეთ პასუხისმგებლობა, ენდეთ საკუთარ თავსა და უნარებს და არ შეჩერდეთ! ისე, როგორც კლდეებზე მცხოვრები თხა ენდობა საკუთარ ფეხებს, ისე უნდა გვჯეროდეს, რომ სწორედ იქ ვართ, სადაც უნდა ვიყოთ. რა პრობლემის წინაშეც არ უნდა აღმოჩნდეთ, გახსოვდეთ, გამოსავალი ყოველთვის არსებობს. ეს მიდგომა წელს ორმაგად მომგებიანი იქნება, ვინაიდან წარმატებისა და ზრდის პლანეტა იუპიტერი წლის ბოლომდე თხის რქაშია.

კირჩხიბი კი, იგივე კიბორჩხალა, იმ უნიკალური თვისებით გამოირჩევა, რომ მას შეუძლია ცხოვრება ხმელეთზეც და წყალშიც. სიმბოლურად ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ნიშნისთვის თანაბრად მნიშვნელოვანია როგორც მატერიალური კეთილდღეობა (მიწა), ისე ემოციური კომფორტი (წყალი). კირჩხიბი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, უკავშირდება IV სახლს, რომელიც კარიერული საქმინაობითა და სასურველი სტატუსის მიღწევისთვის დაღლილებს ისევ საკუთარი თავისკენ გვაბრუნებს, შეგვახსენებს, რომ ჩვენ რაღაცის ნაწილი ვართ, საიდანღაც მოვდივართ, გვყავს ოჯახი, მშობლები (ან სხვა მზრუნველი ადამიანები), ახლობლები, გვაქვს გარკვეული გამოცდილება და ადგილი, სადაც თავს ყოველთვის დაცულად და მშვიდად ვიგრძნობთ. IV სახლიც და მთვარეც ჩვენს შინაგან ემოციურ სამყაროსა და საჭიროებებს უკავშირდება. კირჩხიბის სავსე მთვარისა და დაბნელების დროს აუცილებელია საკუთარ თავში შიგნით ჩახედვა და ყველა იმ გაწყვეტილი ჯაჭვის გადაბმა, რომელიც საკუთარ თავთან სიმშვიდისა და კომფორტის შეგრძნებას დაგვიბრუნებს. აქ ისევ იუნგის სიტყვებს გავიხსენებ - "ის, ვინც გარეთ ეძებს, ოცნებობს, ხოლო ის, ვინც შიგნით იხედება, იღვიძებს".

სავსე მთვარე და დაბნელება საკმაოდ მოჭიმული ოპოზიციური ასპექტებით გამოირჩევა თხის რქაში მოძრავ მზე-მერკურისა და სატურნი-პლუტონის შეერთებებთან. მთვარის ასეთმა ასპექტებმა შესაძლოა, ხასიათის ხშირი და რადიკალური ცვლილებები, დეპრესია, აგრესია, ეჭვიანობა, მესაკუთრეობა, უნდობლობა, ემოციური აფეთქებები, კონფლიქტები და გაურკვევლობები გამოიწვიოს. ამიტომ მაქსიმალური თვითკონტროლი და თავშეკავება დაგვჭირდება. დიდი სიფრთხილეა საჭირო რისკის შემცველი საქმიანობის შესრულებისას, საგზაო გადასასვლელებთან, საჭესთან, ალკოჰოლთან და ნარკოტიკულ საშუალებებთან. დაბნელების და კიდევ 2 დღის განმავლობაში მორიედეთ ყვევალაფერს, რამაც შესაძლოა ზიანი მოგაყენოთ. არ ღირს არც ახალი საქმის დაწყება და არც მნიშვნელოვანი გარიგებების დადება.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ 2020 წელს ჯამში 6 დაბნელება გველოდება. ამასაც რომ თავი დავანებოთ, თავისი პლანეტარული ასპექტებით, ეს წელი ისედაც საკმაოდ დიდი ცვლილებების მომტანი იქნება. დაბნელების დროს მნიშვნელოვანია სატურნისა და პლუტონის შეერთება, რომელიც თავის პიკს 12 იანვარს მიაღწევს. პლუტონი გვიბიძგებს მეტი კონტროლისა და ძალაუფლების საკუთარ თავზე აღებისკენ, სატურნი კი სრულყოფისკენ. თუ პლუტონი ანგრევს, სატურნი აშენებს, ამიტომ ეს კომბინაცია თავისი ბუნებით საკმაოდ ძლიერია და თითოეულ ჩვენგანს მოგვცემს შანსს ახლებურად, განსხვავებული ხედვითა და ენერგიით დავიწყოთ წელი. განსაკუთრებით აქტუალური სოციალური სტატუსი და კარიერა იქნება, ვინაიდან მზე, სატურნი, პლუტონი და მერკური 12 იანვარს სწორედ თხის რქაში შეუერთდება ერთმანეთს.

მთელი წლის განმავლობაში ჯამში საკმაოდ ძლიერი იქნება თხის რქას ენერგია. სწორედ ამიტომ ეს წელი ნაყოფიერი იქნება იმ ადამიანებისთვის, ვინც მოახერხებს პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებას ყველაფერზე, რაც მათ ცხოვრებაში ხდება. ეს წელი არ არის მათთვის, ვინც მსხვერპლის როლში აქცევენ საკუთარ თავს და წარუმატებლობის მიზეზებზე საუბრისას ყოველთვის სხვებისკენ იშვერენ ხელს. 2020 წლის მთავარი მესიჯი ის არის, რომ როგორც ზრდასრული, ჩამოყალიბებული, ბრძენი ადამიანები, ისე მივუდგეთ ნებისმიერ საკითხს.

ეს არ არის წელი, როდესაც ბრმად შეგვიძლია გავრისკოთ. პირიქით, ნებისმიერი წამოწყებისას მკაფიოდ უნდა ვხედავდეთ შედეგებს და ყოველთვის უნდა გაგვაჩნდეს კონკრეტული, დეტალურად გაწერილი სამოქმედო გეგმა. ამ წელს ყველაზე მეტად დაფასდება დრო, ამიტომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავკარგოთ 1 წუთიც კი და ვეცადოთ, მაქსიმალურად გამოვიყენოთ ჩვენს ხელთ არსებული რესურსები მოთმინებით, სიმტკიცით, თვითკონტროლითა და პრაქტიკულობით.

წელს მოგვიწევს შეზღუდვების ფარგლებში მაქსიმალური მოქნილობის გამოვლენა. ყველას გვაქვს გარკვეული ვალდებულებები, შეზღუდულია ჩვენი რესურსებიც, თუმცა ეს არ უნდა გახდეს ჩვენი მხრიდან უმოქმედობისა და ყურების ჩამოყრის მიზეზი. უნდა დავინახოთ, ვაღიაროთ რეალობა და ვეცადოთ, პრაქტიკულად მოვერგოთ იმ გარემოებებს, რომელშიც გვიწევს ცხოვრება.

იმისათვის, რომ ზუსტად და სწორად გავიგოთ 2020-ის ასტროლოგიური გამოწვევები, მოდით, ის ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტი ვახსენოთ, რომელიც წლის ბოლოს გველოდება - 2020 წლის 21 დეკემბერს სატურნისა და იუპიტერის შეერთება კვადრატით ურანთან. ეს არის სტარტი ამ ორი პლანეტის შეერთების ჰაერის ნიშნებში (2159 წლამდე). ამ პლანეტების შეერთება 19-20 წელიწადში ერთხელ გვაქვს, თუმცა აქ ეს არაა მთავარი. მნიშვნელოვანია ის, რომ გასული ათწლეულების განმავლობაში ეს პლანეტები მიწის ნიშნებში უერთდებოდა ერთმანეთს (თუ არ ჩავთვლით 1980 წელს - სასწორში). ვასრულებთ ამ ციკლს და გადავდივართ ახალზე, სადაც უკვე არა მიწა, არამედ ჰაერი იქნება აქტუალური. სატურნისა და იუპიტერის შეერთება მერწყულში შემოიტანს სრულიად ახალ ვიბრაციას.

დროა, მოვემზადოთ ძველის, დრომოჭმულისა და უსარგებლოს წარსულში დატოვებისთვის და მთლიანად ვკონცენტრირდეთ ახალ მიზნებზე. ეს იქნება გარკვეული წესებისა და წესრიგის, ჩარჩოების ნგრევის, თავისუფლების, გაგების, მშვიდობის, მეგობრულობისა და ტოლერანტობის ახალებურად აღქმის ერა. ინდივიდუალურ დონეზე კი სწორედ აქ გახდება უფრო მნიშვნელოვანი ჩვენი როლი საზოგადოებაში. მოგვიწევს, დავფიქრდეთ, რისი შეთავაზება შეგვიძლია მსოფლიოსთვის, რისი ნიჭითა და უნარებით გამოვირჩევით, რა ღირებულებების მატარებელი ვართ და ა.შ. მოგვიწევს შინაგანი ძალის გააქტიურება იმ მიზნით, რომ არ აღმოვჩნდეთ თამაშგარე მდგომარეობაში. რაც უფრო კრეატიულად და ორიგინალურად მივუდგებით ცხოვრებას, წარმატების მით მეტი შანსიც გვექნება. თუმცა ეს ყველაფერი 2020 წლის ბოლოდან. იქამდე კი აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ დაბნელებების ენერგია ჩვენს ცხოვრებაში სასიკეთო ცვლილებების შესატანად და იმ პერიოდისთვის მოსამზადებლად, რომელიც 2020 წლის ბოლოს დაიწყება.

ზემოთხსენებული ტენდენციები ყველა ნიშანს ეხება, თუმცა ამ სავსე მთვარისა და დაბნელების ენერგიას სხვებთან შედარებით უფრო მეტად ის ადამიანები იგრძნობენ, ვის რუკაშიც პლანეტები და კუთხოვანი სახლები კარდინალური ნიშნების (ვერძი, კირჩხიბი, სასწორი, თხის რქა) 15-25 გრადუსებს შორის მდებარეობს. მნიშვნელოვანია ასევე ისიც, თქვენს რუკაში რომელ სახლებში მოხვდება კირჩხიბისა და თხის რქას მე-20 გრადუსი და როგორ ასპექტებს ქმნის დაბნელება თქვენს პლანეტებთან".


წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა