თეგებით ძიება

15 იანვრის ასტროლოგური პროგნოზი

ვერძი. ძალიან წარმატებული დღეა გარდერობის გასაახლებლად და საკუთარი გარეგნობის შესაცვლელად. დღეს შეძლებთ დაიწყოთ აქტიური მუშაობა დიდი ხნის ოცნების განსახორციელებლად. ხელსაყრელი პერიოდია შემოქმედებითი საქმიანობისათვის, ასევე ახლო ნათესავებთან ურთიერთობების მოსაგვარებლად. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა რომანტიკით იქნება აღსავსე.

კურო. ბევრი ფულის გამომუშავება გსურთ?! - მაშინ ნუ იზარმაცებთ! ისე გავს, რომ ფილოსოფიური ქვა, რომელსაც მრავალი საუკუნის მანძილზე დაეძებდნენ ალქიმიკოსები, დღეს თქვენს ხელში აღმოჩნდება. სხვაგვარად ვერ ავხსნით იმას, რომ რასაც შეეხებით, ყველაფერი მოგებას მოგიტანთ.

ტყუპები. ამ დღეს ბევრი სიხარული გელით. ყველაფერი მარტივად და უპრობლემოდ მოგვარდება. თქვენს სულში კარგი განწყობა დაისადგურებს, სახლში კი - სიმყუდროვე და სითბო.

კირჩხიბი. შეცდომა, რომელიც ამ ცოტა ხნის წინ დაუშვით, მარტო თქვენზე კი არა, საყვარელ ადამიანზეც აისახება. დღეს მოგიწევთ ყველაფერი აწონ-დაწონოთ და გაიგოთ - ღირს თუ არა გაგრძელება.

ლომი. ლომებს დღეს სხვებისთვის მოგიწევთ პრობლემების მოგვარება. თქვენი კარგი რჩევები და ჩარევები დაეხმარებათ მათ საკუთარი შეცდომების გამოსწორებაში. ამისათვის მეგობრები აუცილებლად მადლობას გეტყვიან.

ქალწული. დღევანდელი დღე ყველაზე ნეგატიურ შედეგებს მოგიტანთ. საკუთარი სისუტეების აყოლით შეიძლება პრობლემები შეგექმნათ. კარიერული ან ფინანსური თვალსაზრისით სასიკეთო შედეგების იმედი არ გქონდეთ. დღეს არავის ენდოთ. უმჯობესია საკუთარ ინტუიციას დაუჯეროთ. ერიდეთ სპირტიან სასმელებს და ხორცეულს. ეს ნეგატიურად აისახება თქვენს ჯანმრთელობაზე.

სასწორი. თანამშრომლებს მეგობრებად აღიქვამთ და სულ ტყუილად. ისინი არიან ადამიანები, რომლებიც თქვენთან მხოლოდ სამუშაო საათებს ატარებენ. არ ღირს გარისკვა და მათთვის საკუთარი საიდუმლოებების ან სამომავლო გეგმების გამხელა. მოშურნეებს ყველაფრის გაფუჭება შეუძლიათ.

მორიელი. მიმდინარე საქმეები ადვილი და მომგებიანი აღმოჩნდება. ამისათვის მოთმინების მაქსიმუმი გამოავლინეთ. ფრთხილად იყავით საჭესთან.

მშვილდოსანი. ერთ-ერთი ყველაზე საშიში დღეა. ძალიან დიდია ალბათობა ტრავმების მიღების, ავარიების და კატასტროფებისა. თუ განსაკუთრებულ სიფრთხილეს გამოიჩენთ, ეს დაგიცავთ უბედურებისგან. არ ღირს საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებულად შეფასება, უმჯობესია მომზადებული შეხვდეთ ყველაფერს. ყველაზე უარეს შეთხვევაში ნუ დაეცემით სულით. მხარდაჭერა აღმოუჩინეთ ახლობელ ადამიანებს. ამ დღის სიზმრები ასრულებადია.

თხის რქა. თავდაუზოგავი შრომა ძალიან კარგია, მაგრამ დღის გამავლობაში უნდა დაისვენოთ ხოლმე. დაუთმეთ დრო საყვარელ ადამიანს.

მერწყული. დღეს კმაყოფილებას და ჰარმონიას იგრძნობთ. თქვენი საქმეები და ასევე სხვადასხვაგვარი კომენციული ოპერაციები წარმატებით განხორციელებას გპირდებათ. პირად ცხოვრებაშიც გაგიმართლებთ და გარკვეული პრობლემების მოგვარებას შეძლებთ. შესაძლებელია დიდი ხნის წინ დავიწყებულ ძველ მეგობარს შეხვდეთ. ამ დღის სიზმრები აგისრულდებათ. თუ სასაფლაო დაგესმიზმრათ, ეს -ბედნეირებისაა.

თევზები. დღეს თევზებს ფიზიკური და ნერვული გადატვირთვა გელით და ამასთან გამკლავებას ყველა ვერ შეძლებთ. არ ღირს ამ დღეს სამოგზაუროდ წასვლა ან მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების გაფორმება. ასევე არ არის სასურველი საქმიანი გარიგებების წამოწყება. დღეს დაწყებული ღონისძიებები თქვენს იმედებს ვერ გაამართლებენ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა