თეგებით ძიება

7 თებერვლამდე სასიყვარულო ურთიერთობისთვის საუკეთესო პერიოდია - რას გვირჩევენ ასტროლოგები

სიყვარულის დღემდე ჯერ კიდევ ერთი თვეა დარჩენილი, თუმცა ასტროლოგების ინფორმაციით სიყვარულის პერიოდი უკვე დამდგარია იანვრის თვეში. 13 იანვარს პლანეტა ვენერა, რომელიც სიყვარულის პლანეტადაა ცნობილი, შევიდა თევზების კოსმოსურ ეტლში, სადაც დარჩება 7 თებერვლამდე.

ასტროლოგიური თვალსაზრისით, "თევზებში“ ამაღლებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ აღნიშნული პლანეტა ძალზე კარგად არის თავსებად ამ ასტროლოგიურ ნიშანში- თევზების ნაზი, მხატვრული, ემოციური ხედვა არის სრულყოფილი და დადებითი გავლენის მომხდენი რომანტიკისთვის.

ასტროლოგები გვეუბნებიან, რომ ამ ხნის განმავლობაში, ყველაფერს რომანტიკა მოიცავს. ისინი საზოგადოებას ურჩევენ, რომ 1 თვის პერიოდი გაატარონ საყვარელ ადამიანებთან. მეცნიერების თქმით, ადამიანები უნდა ეცადონ ამ პერიოდში იყვნენ გულუხვები მეგობრების მიმართ და შექმნან სივრცე თავიანთი ხელოვნებისთვის.



წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა