თეგებით ძიება

17 იანვრის ასტროლოგური პროგნოზი

ვერძი. თუ ექიმთან ვიზიტი გქონდათ დაგეგმილი, მისი გადადება მოგიწევთ ხვალისთვის, რადგან დღეს საამისოდ არახელსაყრელი დღეა. არ გაწყენდათ ქველმოქმედებით დაკავება. დაფიქრდით ახლობელ ადამიანებზე. დიდი ხანია ისინი არ მოგინახულებიათ.

კურო. ეს დღე კუროებს საკუთარი გეგმების წარმატებულად განხორციელების საშუალებას მოგცემთ. მოსალოდნელია ახალი, სასარგებლო ნაცნობობა, რაც მომავალში შესაძლოა რომანში გადაიზარდოს. შეეცადეთ არ მოცდეთ მეორეხარისხოვან დეტალებზე და არ დახარჯოთ დრო არაფრის მომტან საუბრებზე. უმჯობესია კონცენტრირება მოახდინოთ საკუთარ შინაგან სამყაროზე და უკეთ გაერკვეთ თქვენს თავში.

ტყუპები. შემოსავალში სტაბილურობა გაჩნდება. თქვენი ინტუიცია არ დაგაღალატებთ. გაიღიმეთ მაშინაც კი, თუ საქმეები არც ისე კარგად მიდის. ასე შეძლებთ მტრების შეცდომაში შეყვანას და მოკეთეების დაიმედებას.

კირჩხიბი. კირჩხიბებისთვის გენერალური დალაგების დროა. არაა გამორიცხული მოულოდნელი ზარები და ვიზიტები. დაუთმეთ ყურადღება პარტნიორებს, ნათესავებს მეგობრებს. კარგი იქნება თუ ამ დღეს მეგობრულ წრეში გაატარებთ და მხიარული განწყობით დაიმუხტებით.

ლომი. დღეს საქმეებში წარმატება გდევთ თან მხოლოდ თამამ და კეთილგონიერ ლომებს, რომლებსაც ნებისმიერი სიტუაციიდან შეგიძლიათ გამოსავლის პოვნა. ყურადღებით უნდა ადევნოთ თვალ-ყური წარმოქმნილ სიტუაციებს. ასე შეძლებთ სხვადასხვა სახის კონფლიქტების თავიდან აცილებას. არ ღირს სერიოზული შენაძენის გაკეთება, განსაკუთრებით საყოფაცხოვრებო ტექნიკის.

ქალწული. ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან გერყევათ. კარგი იქნება თუ ყველა გეგმას ხვალისთვის გადაიტანთ, რადგანაც დღეს მოსალოდნელია კონფლიქტები სახლშიც და სამსახურშიც. დასვენება არ გაწყენდათ.

სასწორი. ამ დღეს ჩვეულზე უფრო მეტი დაკვირვებულობა გმართებთ. უნდა აკონტროლოთ ყველა და ყველაფერი, რაც თქვენს გარშემო ხდება, როგორც პროფესიულ, ასევე პირად ცხოვრებაში. საერთო დაძაბული ფონი ნეგატიურ მოვლენებს შეუწყობს ხელს.

მორიელი. ამ დღეს თქვენ აღსავსე იქნებით ენერგიით, ინიციატივის სურვილითა და შეუპოვრობით. სამსახურში უფრო შესამჩნევი გახდებით. თანამშრომლებთან დამოკიდებულება კი ღია და გულწრფელი გექნებათ. ეს დღე მოგიტანთ ბევრ სასიამოვნო სიურპრიზს. მოსალოდნელია ახალი ნაცნობობა, პაემანი ან ფინანსური შემოსავალი.

მშვილდოსანი. ვარსკვლავები გირჩევენ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოთ საკუთარ სხეულს. შეიარეთ სალონში - მასაჟზე, გამაახალგაზრდავებელ პროცედურებზე ან ვარცხნილობის შესაცვლელად. საღამო აქტიურ დასვენებას მიუძღვენით. სექსი გამაჯანსაღებლად იმოქმედებს თქვენს ჯანმრთელობაზე.

თხის რქა. თხის რქებისთვის ამ დღეს სასურველია საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა. დაკავდით სპოსტით, განწმენდითი პროცედურებით. დღის დასასრული ოჯახურ დასვენებას მიუძღვენით.

მერწყული. თქვენ დათმობას არ ხართ მიჩვეული და ზოგჯერ ეს ხელს გიშლით, მაგრამ არა ამჯერად - მორიგი ჯიუტი მოქმედება წარმატებამდე მიგიყვანთ. საკუთარი მერე ნახევრის მომლოდინე მარტოხელა მერწულებისთვის კი რომანის გაჩაღების შანსი არსებობს, რაც ქორწინებით დაგვირგვინდება.

თევზები. ყველაფერი, რასაც გააკეთებთ, მიმართული იქნება საკუთარი მნიშვნელობისა და ავტორიტეტის ასამაღლებლად. ცხოვრებაში შესაძლოა ნამდვილი სიყვარული გეწვიოთ და ვერც კი მიხვდებით ეს როგორ მოხდება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა