18 იანვრის ასტროლოგური პროგნოზი
ვერძი. შეძლებისდაგვარად დაუთმეთ დრო ოჯახს, განსაკუთრებით კი ბავშვებს. აღზრდის საკითხები საუკეთესო შედეგებს მოგიტანთ. სიფრთხილე გამოიჩინეთ საკვები პროდუქტების არჩევისას. მოსალოდნელია ძლიერი მოწამვლა. საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობების განხილვა უმჯობესია სხვა დღისთვის გადადოთ.
კურო. კონტაქტურობა და ატიურობა ამ დღეს თქვენთვის საუკეთესო თვისებები ვერ იქნება. მთლიანად კონცეტრირებული იქნებით მნიშვნელოვან პროექტებზე, რაც თქვენგან გაზრდილ ყურადღებას და მიმდინარე პროცესებზე გამუდმებულ კონტროლს საჭიროებს. პირადი ურთიერთობა ნერვიულობას გაიძულებთ.
ტყუპები. ეს დღე სიმშვიდესა და წონასწორობას მოგიტანთ. თუ დაქორწინება გადაწყვიტეთ, ეს ერთ-ერთი ყველაზე ხელსაყრელი დღეა საამისოდ. ღირებული შენაძენიც ასევე წარმატებული აღმოჩნდება. დღეს სიტუაციის ბატონ-პატრონად იგრძნობთ თავს და ის მდგომარეობა, როცა გრძნობდით, რომ ყველა თქვენს წინააღმდეგ იყო, წარსულს ჩაბარდება. ამ დღეს ყველასთან ურთიერთგაგება გექნებათ.
კირჩხიბი. ძალიან არახელსაყრელი დღეა, განსაკუთრებით კი მამაკაცი კირჩხიბებისთვის. დღეს თქვენი ფინანსური მდგომარეობა შესაძლოა ნიშვნელოვნად გაუარესდეს. არ ღირს სერიოზული შენაძენის გაკეთება, ეს წარუმატებელი აღმოჩნდება. სასურველია ერიდოთ ხმაურიან შეკრებებსა და წვეულებებს. ეს ცუდად აისახება თქვენს ჯანმრთელობაზე. მანდილოსანი კირჩხიბებისთვის მოსალოდნელია ახალი ნაცნობობა და დაუგეგმავი რომანტიკული თავგადასავალი.
ლომი. სავარაუდოა კონფლიქტური სიტუაციები საზღავრგარეთულ კომპანიებთან, გავლენიან პირებთან და ახლობელ ადამიანებთან. შესაძლებელია ჯანმრთელობის მგომარეობის გაუარესება. გაუფრთხილდით რეპუტაციას!
ქალწული. ეს ძალიან ნეგატიური დღე იქნება ქალწულებისთვის. პროფესიულ საქმიანობაში მოსალოდნელია გარკვეული ცვლილებები. ნერვოზულობა და უკმაყოფლების შეგრძნება გდევთ თან მთელი დღის განმავლობაში. შეეცადეთ ყურადღებით იყოთ გზაზე. არსებობს ავარიებისა და ტრავმების მიღების საშიშროება. უმჯობესია ეს დღე სახლში, ოჯახურ წრეში გაატაროთ.
სასწორი. ამ ნიშნის წარმომადგენლებს შეგიძლიათ დღეს საყიდლებით გაანებივროთ საკუთარი თავიცა და ახლობელი ადამიანებიც, ასევე დაგეგმოთ მოგზაურობა. რადგან შემოსავლის მნიშვნელოვნად ზრდა გელით. შესაძლებელია სასიამოვნო სიახლე გაიგოთ, რაც თქვენს მომავალ ცხოვრებას შეცვლის. წარმატებული პერიოდია შინაური ცხოველის შესაძენად.
მორიელი. მორიელებისთვის სიტუაცია სულაც არ აეწყობა ისე, როგორც მოსალოდნელი იყო. არსებობს საშიშროება შემთხვევითი ტრავმის ან ავადმყოფობისა, რაც დასახული გეგმის შესრულებაში შეგიშლით ხელს. განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ პარტნიორებთან ურთიერთობებში. ნუ მოაწერთ ხელს მნიშვნელოვან საბუთებს და ნუ შეადგენთ კონტრაქტებს. ასევე ერიდეთ სამოგზაუროდ წასვლას. თუ ამ დღეს თავშეკავებას და ტაქტს გამოიჩენთ, ეს ღირსეულად დაგიფასდებათ. საღამოს სასიამოვნო მოვლენები და ამბები გელით.
მშვილდოსანი. კარგი დღეა ცხოვრებისეული გზის გასააზრებლად და აზრის გამოსატანად. გაისტუმრეთ ვალები, აპატიეთ წყენები, თავიდან მოიშორეთ ძველი, არასაჭირო ნივთები და გათავისუფლდით კავშირებისგან, რომლებიც წინსვლის საშუალებას არ გაძლევენ. იყავით მომთმენნი, გამოიჩინეთ ყურადღება და თანაგრძნობა. დაიცავით ვეგეტარიანული კვების რეჟიმი.
თხის რქა. ნუ დასვამთ სხვებისთვის კითხვებს. დღეს ყველა მოქმედება რაღაც უაზრო და მარტივი მოგეჩვენებათ. შეეცადეთ არაფერი შეცვალოთ. ყველაფერი ისე დატოვეთ, როგორც არის.
მერწყული. ხელსაყრელი დღეა ლოცვისა და მარადიულობაზე დასაფიქრებლად. ეწვიეთ ეკლესიას. გაეცით მოწყალება. დღის მეორე ნახევარი გაატარეთ ოჯახთან, გაისეირეთ პარკში ან მოაწყვეთ პიკნიკი ბუნებაში. დაპატიჟეთ მშობლები. თქვენ ხომ ძალიან იშვიათად ატარებთ მათთან ერთად დროს. მიაქციეთ ყურადღება ჯანმრთლელობას: შეიძლება გულმა მოგცეთ ნიშანი ან წნევა გითამაშებდეთ.
თევზები. კონცენტრირება მოახდინეთ რაიმე ერთზე და ძალისხმევის მაქსიმუმი არჩეულ მიმართუებას მოახმარეთ. გეგმა, რომლის მხარდაჭერასაც სამსახურში გეგმავდით, თქვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო გაუქმდება.