თეგებით ძიება

19 იანვრის ასტროლოგური პროგნოზი

ვერძი. ამ ნიშნის წარმომდგენლებს ხელსაყრელი დღე გელით. სავარაუდოდ დღეს შეძლებთ იმის გაკეთებას, რასაც ადრე ვერ ბედავდით. შეეცადეთ მშვიდად და დაგეგმილად შეუდგეთ თქვენს საქმეს და არ დაკარგოთ დრო წარსულ მარცხზე სინანულში. ზოგიერთი ვერძი დღეს შეხვდება ადამიანს, რომელთანაც მომავალში რომანს გააჩაღებს.

კურო. დღეს ყველა პრობლემა მხოლოდ ღიმილის დახმარებით გადაწყდება. ასევე გელით სასიამოვნო მოულოდნელობები, საინტერესო შეხვედრები და ნაცნობობა. კარგი იქნება თუ საღამოს საყვარელ ადამიანთან ერთად განმარტოვდებით.

ტყუპები. ტყუპებისათვის ეს დღე წარუმატებელი იქნება. ნუ გადაწყვეტთ მნიშვნელოვან საკითხებს და გადადეთ საქმიანი შეხვედრები, ისინი წარუმატებლობისთვის არიან განწირულნი. ამ დღეს არსებობს ალბათობა უსიამოვნო სიტუაციისა, რაზეც ვერც კი იფიქრებდით. ნუ გასცემთ სესხს, სავარაუდოდ მას უკან ვეღარ დაიბრუნებთ.

კირჩხიბი. ვარსკვლავები გირჩევენ ერიდოთ ფიზიკურ დატვირთვას, ეს ნეგატიურად აისახება თქვენს ჯანმრთელობაზე. სამსახურში თანამშრომლებთან და პარტნიორებთან ურთიერთობებში გართულებებია მოსალოდნელი. ნუ მოაწერთ ხელს მნიშვნელოვან საბუთებს და ნუ დააპროექტებთ ახალ საქმეებს, მათ წარუმატებლად დასრულება ელით. ამ დღეს მოსალოდნელია კამათი შეყვარებულთა შორის, ან გაუგებრობები ოჯახურ ურთირთობებში.

ლომი. თავს ენერგიულად იგრძნობთ. მაგრამ ერიდეთ დაუფიქრებელ გადაწყვეტილებებსა და იმპულსურ მოქმედებებს. ეს გაუთვალისწინებელ შედეგებამდე მიგიყვანთ. მამაკაცი ლომებისათვის არ ღირს სასიყვარულო თავგადასავლების ძიება ან ახალი ნაცნობობის გაჩაღება. ეს ხანმოკლე აღმოჩნდება. მანდილოსანი ლომებისთვის კი არ ღირს უკიდურესობაში გადავარდნა ან სასურველის რეალობად აღქმა. ვარსკვლავები გირჩევენ უკეთ გაერკვეთ საკუთარ თავში.

ქალწული. ეს დღე იდეალურია კარგი გამოძინებისა და საშინაო ვალდებულებების აუჩქარებლად შესრულებისათვის.

სასწორი. სასწორებისთვის არ არის სასურველი ნებისმიერ ადამიანთან კონტაქტში შესვლა. უმჯობესია საკუთარი სამოქმედო გეგმა შეადგინოთ მიმდინარე კვირისთვის.

მორიელი. დღეს ზოგიერთმა მორიელმა შეიძლება მოულოდნელი ამბავი გაიგოს შორეული ნათესავისაგან. არ ღირს ახალი პროექტებისა და საქმეების წამოწყება, რადგან მათი დასრულება ძალიან გართულდება. იმ მორიელებს, რომლებსაც უნარი არ შესწევთ რეალურად შეაფასონ ადამიანური ღირსებები, სხვადასხვა სახის კამათი და უსიამოვნებები ელით. კარგი იქნება თუ დღის მეორე ნახევარს მთლიანად მიუძღვნით საშინაო პრობლემებს.

მშვილდოსანი. წარმატებული დღე იქნება იმ მშვილდოსნებისთვის, რომლებსაც საქმიანობის სფეროს შეცვლა განუზრახავთ. შესაძლებელია ამ დღეს აიხდინოთ მთელი ოჯახის ოცნება და მომგებიანი შენაძენი გააკეთოთ. თუ ბედი გამოცდას მოგიწყობთ, შეეცადეთ სიმშვიდე შეინარჩუნოთ. ეს დაგეხმარებათ მოგებული დარჩეთ მნიშვნელოვან ყოველდღიურ ბრძოლაში. ამ დღეს ნუ დატოვებთ უყურადღებოდ თქვენს რჩეულებს.

თხის რქა. კეთილი, ბედნიერი დღე გელით. დაკავდით საკუთარი თავის შეცნობითა და სრულყოფით, დაიტვირთეთ სასიამოვნო მოგონებებით. თქვენ შეძლებთ წარსული შეცდომების გამოსწორებას და შერიგებას მათთან, ვინც გაანაწყენეთ. დღეს წამოწყებული რომანტიკული ურთიერთობა ჰარმონიული და მყარი იქნება.

მერწყული. სავარაუდოდ თქვენ გელით სტაბილური და მყარი ურთიერთობები პარტნიორებთან და ოჯახის წევრებთან. ბევრი საქმე და პროექტი პრიორიტეტული იქნება ამ ნიშნის წარომადგენლებისათვის. დროთა განმავლობაში უფრო წარმატებული ფინანსური პერიოდი დაიწყება. ნუ მოახდენთ ინვესტირებას ახალ საქმეებში. სიყვარულში შეეცადეთ შეინარჩუნოთ ადამიანი, რომელიც უკვე გყავთ, რადგან ახალი დამაინტრიგებელი გატაცება მას დაგაკარგვინებთ.

თევზები. დღე აღსავსე იქნება იმედგაცრუებებითა და კონფლიქტებით. ახლობელ ადამიანებთან ნებისმიერი, სულ წვრილმანი კამათიც კი ყველაზე გაუთვალისწინებელ შედეგებს მოგიტანთ და შესაძლოა ურთიერთობის საბოლოოდ დასრულებამდეც კი მიგიყვანოთ. ამის თავიდან ასაცილებლად სიამაყის მოთოკვა მოგიწევთ. თუ მაინც შესცედავთ, მოიბოდიშეთ. თქვენი კეთიშობილება და მოთმინების უნარი დაგეხმარებათ შეინარჩუნოთ სიმშვიდე და სიმყუდროვე ოჯახში. მანდილოსანი თავზებისათვის არ ღირს ახალი ნაცნობობის წამოწყება, ეს იმედგაცრუებას მოგიტანთ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა