თეგებით ძიება
24. 01. 2020 News-ები

როცა გსურთ, უკეთ გამოიყურებოდეთ

თამამად შეიძლება ითქვას, რომ უახლესი ტექნოლოგიების, უნიკალური მეთოდებისა და მაღალი პროფესიონალიზმის წყალობით თანამედროვე ესთეტიკური და პლასტიკური მედიცინა სასწაულებს ახდენს. მიუხედავად იმისა, რომ პლასტიკური ოპერაცია საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა, პლასტიკური ქირურგები არც საქართველოში განიცდიან პაციენტთა სიმცირეს. სილამაზე კი, მოგეხსენებათ, მსხვერპლს მოითხოვს და ადამიანები, უმეტესად - ქალები, გარეგნობის ამა თუ იმ ნაკლის საკორექციოდ საკმაოდ რთულ ოპერაციებზე თანხმდებიან, ტკივილსა და რთულ სარეაბილიტაციო პერიოდსაც უძლებენ და საწადელს მაინც აღწევენ.

მკერდის გადიდებასა თუ დაპატარავებას, დაკიდებული ღიპისა თუ ღაბაბის კორექციას და ვინ მოთვლის, კიდევ რამდენ რამეს სთავაზობს

დღეს მათ ესთეტიკური მედიცინა. სწორედ ამ საკითხებზე სასაუბროდ ვესტუმრეთ "გია გვარამიას კლინიკას" და თავად კლინიკის ხელმძღვანელს, წამყვან ქირურგს, პროფესორს, ესთეტიკური პლასტიკური ქირურგიის საერთაშორისო საზოგადოების (ISAPS) წევრს, ბატონ გია გვარამიას გავესაუბრეთ. ბატონი გია მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, საქართველოს პლასტიკურ და ესთეტიკურ ქირურგთა ასოციაციის წევრი და ერთ-ერთიდამფუძნებელი გახლავთ. მანვე დანერგა საქართველოში არაერთი პლასტიკურ-ესთეტიკური ოპერაცია და მეთოდი: ულტრაბგერითი ლიპოსაქცია, შუბლისა და სახის ენდოსკოპიური აწევა, თმის გადანერგვა, სახის კანის გაახალგაზრდავება და ნაოჭების გასწორება ოქროს ძაფებით, ბოტოქსით, რადიოტალღური, ქიმიური და პლაზმური დერმაბრაზიით და სხვა.

- არიან ქალები, რომელთაც საკუთარი მკერდის ზომა არ აკმაყოფილებთ. უმთავრესად სწორედ ისინი მიმართავენ პლასტიკური და ესთეტიკური ქირურგიის ცენტრებს. სტატისტიკაც მოწმობს, რომ მთელ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პლასტიკური ოპერაცია მკერდის გადიდებაა...
- მკერდის გადიდება იმპლანტირებით ხდება. ამ ოპერაციას აუგმენტაციური მამოპლასტიკა ეწოდება. იმპლანტირებისთვის გამოიყენება სპეციალური სილიკონის იმპლანტები. არსებობს როგორც სილიკონის ჟელეს, ასევე ფიზიოლოგიური ხსნარის შემცველი იმპლანტები. სილიკონის ჟელეს ახასიათებს ბუნებრივი დრეკადობა, ფორმის მახსოვრობის განსაკუთრებული ფენომენი, რის გამოც მკერდის გასადიდებლად მოწოდებული იმპლანტები ოპტიმალურად უახლოვდება, ესადაგება მკერდის ანატომიურ ფორმას ანუ მაქსიმალურად თავსებადია. რაც მთავარია, ორგანიზმისთვის სრულიად უსაფრთხოა. დღეს მსოფლიოს მოწინავე კომპანიები აწარმოებენ მკერდის სხვადასხვა ტიპის იმპლანტებს, რომლებიც ერთმანეთისგან ფორმით განსხვავდება. მაგალითად, არსებობს როგორც მრგვალი, ასევე წვეთისმაგვარი ფორმის ანუ ანატომიური იმპლანტები. წინათ მკერდს სარძევე ჯირკვალში სხვადასხვა ნივთიერების, მაგალითად, გელის, შეყვანით ადიდებდნენ, რაც გართულებებს აძლევს დასაბამს და დაუშვებელია. სილიკონის იმპლანტები კი, როგორც უკვე მოგახსენეთ, მაქსიმალურად თავსებადი და, რაც მთავარია, ორგანიზმისთვის სრულიად უსაფრთხოა. მათი წყალობით ოპერაციული მეთოდით გადიდებული მკერდი ბუნებრივისგან ძნელი გასარჩევია, მეტადრე - არასპეციალისტისთვის. ჩანერგილი იმპლანტი ქალს არანაირი თვალსაზრისით არ უქმნის პრობლემას, ძუძუთი კვების საშუალებასაც კი აძლევს.


- ესე იგი იმპლანტის ჩანერგვისას სარძევე ჯირკვალი არ ტრავმირდება... მაშ, საიდან ხდება ოპერაციული მიდგომა? საერთოდ, რა თავისებურებები ახასიათებს ამ ტიპის მამოპლასტიკას?
- განაკვეთი, ჩვეულებრივ, სარძევე ჯირკვლის ქვედა ნაკეცთან ან იღლიაში კეთდება. იმპლანტატი ჩაინერგება მკერდის კუნთის უკან ან მკერდის ფასციაში. სარძევე ჯირკვალთან მას არავითარი შეხება არ აქვს. იმპლანტის ტიპსა და მდებარეობას ყოველ ცალკეულ შემთხვევაში ინდივიდუალურად, პაციენტის ანატომიური თავისებურებებიდან გამომდინარე, განსაზღვრავს ქირურგი. ოპერაციის შემდგომ ერთი თვის განმავლობაში შეხორცების პროცესის ხელშესაწყობად პაციენტი ატარებს სპეციალურ კომპრესიულ ბანდაჟს. ოპერაციიდან რამდენიმე დღეში ქალი ცხოვრების ჩვეულ რიტმს უბრუნდება, რაც მთავარია, საკუთარი გარეგნობის გამო გაჩენილი კომპლექსისგან თავისუფლდება, უფრო თავდაჯერებული და ბედნიერი ხდება.


- მკერდის დასაპატარავებლად თუ მოგმართავენ?
- რა თქმა უნდა. დიდი მკერდი არანაკლებ პრობლემურია ქალისთვის, და არამხოლოდ ფსიქოლოგიური თვალსაზრისით - მისი ტარება ძნელია, იწვევს დისკომფორტს, ზოგჯერ ხერხემლისა და ზურგის ტკივილსაც კი. ამის გამო, ბუნებრივია, ზოგს მკერდის დაპატარავება სურს. ამისთვის მოწოდებულია რედუქციული მამოპლასტიკა. ეს არის მკერდის დაპატარავების ოპერაცია, რომელიც გულისხმობს სარძევე ჯირკვლის ჭარბი ქსოვილის მოცილებას და მის დაპატარავებას სასურველ ზომამდე. პარალელურად ხდება ჭარბი კანის მოცილება და დიდი არეოლის დაპატარავებაც. ოპერაცია ნარკოზით ტარდება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა