თეგებით ძიება
14. 02. 2020 News-ები

თალაკვაძემ ივანიშვილის კრიტიკა ვერ აიტანა:"Bloomberg-ის სტატია დიდი ალბათობით დასპონსორებულია"

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძეს გავლენიანი გამოჩემის "ბლუმბერგიის" ობიქეტირობაშიც ეპარება ეჭვი.
მისი თქმით, გამოცემაში გამოქვეყნებული სტატია რომელშიც ივანიშვილი საქართველოს “ჩრდილოვან ბოსად” არის მოხსენიებული, დიდი ალბათობით დასპონსორებულია.

თალაკვაძემ დღეს მინიშნებები ოპოზიციაზე გააკეთა.

„ისინი ცდილობენ საერთაშორისო პრესით გააჟღერონ თავიანთი პოზიციები და სცადონ ამით მაინც გაუკეთონ კომპენსირება იმ დაბალ მხარდაჭერას, რომელიც მათ ქვეყანაში აქვთ. ბლუმბერგის სტატია, რომელზეც მეკითხებით, დიდი ალბათობით არის დასპონსორებული სტატია.

დასპონსორებული სტატია რომ არის, ეს იქიდანაც ჩანს, რომ ბლუმბერგს არც ერთხელ არ გაუშუქებია, რომ ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა 3 მლრდ-ზე მეტი დახარჯა საქართველოში სხვადასხვა პროექტებზე, მათ შორის განათლებაში, კულტურის განვითარებისთვის… ,“ - განაცხადა "ქართული ოცნების" წარმომადგენელმა.

ბლუმბერგზე გამოქვეყნებული მოსაზრების ავტორი გავლენიანი ამერიკელი ჟურნალისტი ელი ლეიკია.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა