ვაშლი ვენურად: სასარგებლო და გემრიელი დესერტი 5 წუთში
მალე გაზაფხული მოვა და ორგანიზმს ზამთრის შემდეგ ვიტამინებით „შევსება“ სჭირდება. გამომცხვარი ვაშლი კი, გულში - დარიჩინით და ვანილით, ფიგურას არ ემუქრება და ყველას მოსწონს.
საჭირო პროდუქტი:
ვაშლი - იმდენი, რამდენი პერსონისთვისაც აცხობთ;
დაფქვილი დარიჩინი;
ვანილი.
მომზადება:
ბასრი დანით ვაშლებს ზედა ნაწილი წააჭერით და ფრთხილად ამოფხიკეთ გული;
შემდეგ ვაშლის ღრუში ჩაყარეთ ერთმანეთში არეული დაფქვილი დარიჩინი და ვანილი;
ზემოდან დაახურეთ მოჭრილი ნაწილი და შედგით მიკოტალღურ ღუმელში 5 წუთით; გამოსაცხობად, რეკომენდებულია, მაქსიმალური ტემპერატურა შეარჩიოთ.
დესერტის მომზადებაზე, თავიდან ბოლომდე, მაქსიმუმ 10 წუთი დაგეხარჯებათ.
სურვილის მიხედვით, შეგიძლიათ, სუფრაზე მიტანის წინ გამომცხვარ ვაშლს თავზე ნაღები მოასხათ.
გემრიელად მიირთვით!
ასევე საინტერესოა:
კეფირის და ვაშლის დიეტა, რომლითაც 3 დღეში საგრძნობლად დაიკლებთ.
იმისთვის, რომ თქვენი ყოველდღიური მენიუ ჯანსაღი იყოს, ეს 8 პროდუქტი მუდამ გქონდეთ მაცივარში.
წყარო:funtime.ge