თეგებით ძიება

ხაჭაპური ზარმაცებისთვის

რაც არ უნდა გეზარებოდეთ ან დრო არ გქონდეთ, ყოველთვის გახსოვდეთ, რომ საუზმე სავალდებულოა. ამ ბლიც-ხაჭაპურისთვის 5-7 წუთი დაგეხარჯებათ, სამაგიეროდ დილიდანვე შეიარაღდებით ორგანიზმის იმუნიტეტისთვის საჭირო „მასალით“!

ბლიც-ხაჭაპურისთვის საჭირო პროდუქტი:
არაჟანი - 200 გრ.
კვერცხი - 2-3 ცალი
ყველი - 150 გრ.
მწვანილი - ნებისმიერი (სასურველია კამა და მწვანე ხახვი), ნახევარი კონა
ფქვილი - 3 სუფრის კოვზი
მარილი - გემოვნებით
ზეთი - შესაწვავად.

მომზადება:

ღრმა ჯამში ჩაასხით არაჟანი;

შიგვე ჩაახალეთ კვერცხი, დააყარეთ მარილი და კარგად ათქვიფეთ ჩანგლით;

ყველი გახეხეთ და არაჟნიან და კვერცხიან ჯამში ჩაყარეთ;

მწვანილი წვრილად დაჭერით და ამავე ჯამში ჩაყარეთ; ისევ კარგად აურიეთ;

ბოლოს კი ამ მასაში ფქვილი ჩაყარეთ და ისევ აურიეთ. ცომი, დაახლოებით, არაჟნის კონსისტენციის უნდა გამოვიდეს;

კარგად გაცხელებულ ტაფის ძირზე ზეთი მოუსვით;

მომზადებული ცომის ნახევარი დაასხით და თანაბრად გადაანაწილეთ ტაფაზე;

ტაფას სახურავი დააფარეთ და საშუალო ცეცხლზე, დაახლოებით, 3 წუთი აცხვეთ - ჯერ ერთ გვერდზე, შემდეგ ფრთხილად გადააბრუნეთ მეორე მხარეს და გააგრძელეთ ცხობა კიდევ, დააახლოებით 2 წუთი;

სულ ეს არის - გემრიელი და ნოყიერი ბლიც-ხაჭაპური მზადაა!



იგივე პროცედურა გაინმეორეთ დარჩენილ ცომზეც.

გემრიელად მიირთვით!


წყარო:funtime.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა