მობრაწული მაკარონი ფარშით
იტალიელების ამ რეცეპტში მთელი მარილი სოუსშია, რომელიც ამ კერძს უგემრიელესად აქცევს.
ინგრედიენტები:
ფარში - 450 გრ
მაკარონი - 130 გრ
წყალი 240 მლ
რძე - 480 მლ
სიმინდის სახამებელი - 1 ს/კ
პაპრიკა - 1 ს/კ
ხახვის ფხვნილი - 2 ჩ/კ
ნივრის ფხვნილი - 2 ჩ/კ
მდოგვის ფხვნილი - 1 ჩ/კ
მარილი 1 ჩ/კ
შავი პილპილი - გემოვნებით
ყველი ჩედერი - 100 გრ
მომზადების წესი:
1. ფარში მოვბრაწოთ ტაფაზე საშუალო ცეცხლზე.
2. დავამატოთ ცხელი წყალი და ყველა ინგრედიენტი, ყველის გარდა. კარგად ამოვურიოთ.
3. მივიყვანოთ ადუღებამდე და დავახუროთ თავსახური, ვთუშოთ დაბალ ცეცხლზე 12 წუთის განმავლობაში.
4. გადმოვდგათ ცეცხლიდან, მოვაყაროთ გახეხილი ყველი და გავაჩეროთ თავდახურული 2 წუთი, შემდეგ ამოვურიოთ.
სოუსისა და ყველის წყალობით საბჭოთადროინდელი „მაკარონი პა ფლოტსკი“ დახვეწილ იტალიურ კერძად გადაიქცევა, თანაც ისეთად სტუმრისთვის მირთმევაც რომ არ შეგრცხვებათ.
გემრიელად მიირთვით!
წყარო:funtime.ge