თეგებით ძიება

ნაცადი რეცეპტები, რომლებიც თაობიდან თაობას გადაეცემა.

სულ მალე მთელ მართლმადიდებლურ სამყაროში აღინიშნება ქრისტეს აღდგომის დიდებული დღესასწაული. ამ დღის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლოა პასკა. ყველა დიასახლისი ცდილობს თავისი ხელით გამოაცხოს ტრადიციული ნამცხვარი. პრიორიტეტი ყოველთვის არის გამოცდილი რეცეპტები, რომლებიც გადაეცემა თაობიდან თაობას.



სააღდგომო კექსის გამოცხობის დროს უნდა გავითვალისწინოთ ზოგიერთი რჩევა: ცომს არ უყვარს ორპირი ქარი, ხმაური, ტემპერატურის ცვალებადობა.

ცომი უნდა იყოს საფუვრიანი, ბევრი კვერცხით, შაქრით და კარაქით მომზადებული.

ტრადიციული პასკის რეცეპტი


შემადგენლობა

1-1.5 კგ ხორბლის ფქვილი
500 მლ რძე
220 გ კარაქი
2.5 ჭიქა შაქარი
6 კვერცხი
11 გ მშრალი საფუარი
350 გ ქიშმიში
10 გ ვანილის შაქარი

მომზადება

გახსენით საფუარი თბილ რძეში, დაამატეთ 2 ჭიქა ფქვილი, მოურიეთ და შეფუთეთ 30 წუთი.

გააცალკევეთ კვერცხის ცილა და გული ერთმანეთისგან. გულები ათქვიფეთ შაქართან და ვანილთან ერთად.

ცილები ათქვიფეთ ბეზეს მიღებამდე. საფუვრიან მასას დაუმატეთ ჯერ ათქვეფილი გული, შემდეგ 200 გრამი შერბილებული კარაქი და ბოლოს ათქვეფილი ცილა.

დაამატეთ დარჩენილი ფქვილი და მოზილეთ ცომი დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში.

დააფარეთ სამზარეულოს ტილო და დადგით თბილ ადგილას 1 საათით.

ცომში აურიეთ წყალში დამბალი ქიშმიში, აურიეთ და ცხიმწასმულ ფორმებში გაანაწილეთ ისე, რომ ნახევრამდე იყოს ფორმაში ცომი. დადგით ფორმები ნახევარი საათით თბილ ადგილას გასაფუვებლად.

გამოაცხეთ 180 გრადუსზე 30-50 წუთი, გამოცხობა დამოკიდებულია ფორმების ზომაზე.


სამეფო პასკა


შემადგენლობა
1.5 კგ ხორბლის ფქვილი
8 კვერცხი
300 მლ წყალი
110 გ საფუარი
500 გ შაქარი
500 მლ რძე
500 გ კარაქი
100 გ ცუკატები
200 გ ნუში
ვანილის შაქარი
მუსკატის კაკალი გემოვნებით
მარილი გემოვნებით
100 გრ მანანის ბურღული

მომზადება

თბილ წყალში გახსენით საფუარი, დაამატეთ 1 ჭიქა ფქვილი, მოზილეთ და დადგით თბილ ადგილას გასაფუებლად. აადუღეთ რძე, შეაგრილეთ და დაამატეთ დარჩენილი ფქვილი. ეს ორივე ცომი გააერთიანეთ და მოზილეთ. გააჩერეთ 15 წუთი.

კარაქი ცოტა შაქართან და მარილთან ერთად ათქვიფეთ, დაამატეთ საფუვრიან ცომს.

შერბილებული კარაქი შეაზილეთ ცომს, როცა ხელს აღარ მიეკვრება ცომი, დააფარეთ და 1 საათი დადგით თბილ ადგილას.

დაამატეთ ცომს სანელებლები და კიდევ მოზილეთ.

კარაქწასმულ ფორმებს მოაყარეთ მანანის ბურღული. ნახევარზე მოათავსეთ ცომი. 30 წუთის შემდეგ შედგით ფორმები ღუმელში 180 გრადუსზე და გამოაცხეთ.

პასკა რომელიც ყოველთვის გამოდის



შემადგენლობა

1-1.3 კგ ხორბლის ფქვილი
11 გ მშრალი საფუარი (ან 50-60 გ ნედლი საფუარი)
500 მლ რძე
6 კვერცხი
200 გრ კარაქი ან მარგარინი
250-300 გრ შაქარი
300 გ ქიშმიში
1 ჩ/კ. ვანილის შაქარი
მარილი გემოვნებით

მომზადება

თბილ რძეში გახსნილ საფუარს დაამატეთ 2 ჭიქა ფქვილი, დადგით თბილ ადგილას ნახევარი საათი, მასა ორჯერ გაიზრდება.

გააცალკევეთ კვერცხის ცილა და გული ერთმანეთისგან. გულები ათქვიფეთ შაქართან და ვანილთან ერთად.

ცილები ათქვიფეთ ბეზეს მიღებამდე. საფუვრიან მასას დაუმატეთ ჯერ ათქვეფილი გული, შემდეგ 200 გრამი შერბილებული კარაქი და ბოლოს ათქვეფილი ცილა.

დაამატეთ დარჩენილი ფქვილი და მოზილეთ ცომი დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში.

დააფარეთ სამზარეულოს ტილო და დადგით თბილ ადგილას 1 საათით.

ცომში აურიეთ წყალში დამბალი ქიშმიში, აურიეთ და ცხიმწასმულ ფორმებში გაანაწილეთ ისე, რომ ნახევრამდე იყოს ფორმაში ცომი. დადგით ფორმები ნახევარი საათით თბილ ადგილას გასაფუვებლად.

100 გრადუსზე გახურებულ ღუმელში შედგით ფორმები, 10 წუთის შემდეგ მოუმატეთ ტემპერატურას 180 გრადუსამდე და გამოაცხეთ 25-30 წუთი.

გამომცხვარ პასკას შეგიძლიათ მოასხათ თეთრი ან ყავისფერი მინანქარი, მოაყაროთ შაქრის პუდრი, ცუკატები, საკონდიტრო ფხვნილი.

წყარო


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა