თეგებით ძიება
24. 03. 2020 News-ები

\'\'როგორც თბილისის მერი და როგორც ერთი მილანელი ბიჭი, თქვენ გვერდით ვდგავარ ქართველ ხალხთან ერთად\'\'- კალაძე იტალიელებს

თბილისის მერი, კახა კალაძე, საკუთარი სოციალური ქსელით მიმართავს იტალიელებს და მათ მიმართ თანადგომას გამოხატავს.

\'\'როგორც თბილისის მერი და როგორც ერთი მილანელი ბიჭი, თქვენ გვერდით ვდგავარ ქართველ ხალხთან ერთად\'\'- კალაძე

კალაძე ასევე მწუხარებს გამოთქვამს იტალიის მიმართ, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ქვეყანა იტალია მისთვის მეორე სამშობლოა, მეორე სახლია.

სოლიდარობის ნიშნად, მერის დავალებით თბილისის ანძა და საკრებულოს შენობა იტალიის დროშის ფერებში გაანათდა.

„სამწუხაროდ, დღეს მსოფლიო მძიმე რეალობის წინაშე დგას. მთელი გულით ვგულშემატკივრობ კორონავირუსით დაავადებულ ადამიანებს. ასევე, მინდა გულწრფელი მადლობა გადავუხადო ყველა ექიმს, თავდაუზოგავი და გმირული საქმიანობისთვის.

ღრმა მწუხარებას და პატივისცემას გამოვხატავ მსოფლიოს ერთ-ერთი უსაყვარლესი ქვეყნის, იტალიისადმი, რომელიც ჩემი მეორე სახლია. ეს არის ქვეყანა, რომელმაც უდიდესი სიყვარულით, თანადგომით მიმიღო და მაჩუქა ჩემი ცხოვრების ყველაზე განსაკუთრებული წლები. შესაბამისად, ჩემთვის კიდევ უფრო გულსატკენია იმის ნახვა, თუ როგორ იტანჯება დღეს იტალია.

როგორც თბილისის მერი და როგორც ერთი მილანელი ბიჭი, თქვენ გვერდით ვდგავარ, ქართველ ხალხთან ერთად. ასეთ დროს აუცილებელია, რომ ერთად და ძლიერად ვიდგეთ. სწორედ ამ პატივისცემისა და სიყვარულის ნიშნად, თბილისის სიმბოლო-ანძა, გავანათეთ იტალიის დროშის ფერებში. იტალია, თქვენთან ვართ და ამ გასაჭირს ერთად გადავიტანთ!თავს გაუფრთხილდით!“, - წერს კახაკალძე საკუთარ \'\'ინსტაგრამ\'\' გვერდზე.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა