თეგებით ძიება
27. 03. 2020 News-ები

"ასეთ ხალხს უნდა იცნობდეთ, თვითონ იქით დგას, რცხვენია, არ გადამიღოო" - ვინ არის კაცი, რომელიც პურს უფასოდ არიგებდა

თბილისში, სარაჯიშვილის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი თონის მეპატრონე მოსახლეობას პურს მთელი კვირის განმავლობაში უსასყიდლოდ ურიგებს. მან ეს გადაწყვეტილება კორონავირუსის გამო შექმნილი კრიზისის გამო მიიღო.

ეს ვიდეო ერთ-ერთმა მომხმარებელმა თონესთან გადაიღო, რასაც ინტერნეტ სივრცეში დიდი გამოეხმაურება მოჰყვა.

„ჩემი უბნის დღის გმირი, კაი, გემრიელი რაჭველი კაცი გელა სხირტლაძეა. თონის პურს ყიდის უფასოდ. თვითონ იქით დგას, სრცხვენია, არ გადამიღოო. არადა ასეთ ხალხს უნდა იცნობდეს საქართველოს მოსახლეობა. ამრავლოს ასეთი ხალხი“ - წერს მოქალაქე და ვიდეოს აქვეყნებს.



წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა