თეგებით ძიება
27. 03. 2020 News-ები

ღვინო იმუნიტეტს აძლიერებს – დღეში 1 ჭიქა ღვინო სასარგებლოა

წითელი ღვინის დადებით თვისებებთან დაკავშირებით, ალბათ, ბევრი გსმენიათ - ის დაბერების პროცესს უშლის ხელს, აყუჩებს ტკივილს, ახდენს სიმსივნის პრევენციას... თუმცა მას კიდევ ერთი დადებითი თვისება აქვს: აძლიერებს იმუნურ სისტემას და ადამიანი უფრო გამძლე ხდება.
ცხადია, ეს ალკოჰოლის დიდი რაოდენობით მოხმარების შემთხვევაში, პირიქით ხდება. საუბარია დღეში ერთ ჭიქა ღვინოზე, რომლის მოქმედებაც როგორც სასიამოვნო, ისე სასარგებლოა.

კვლევებით დადასტურდა, რომ წითელ ღვინოს ანტიოქსიდანტის და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება შეიძლება ჰქონდეს. მისი გონივრული რაოდენობით მიღება დადებითად მოქმედებს მეტაბოლიზმზე.
ფლორიდის უნივერსიტეტის
კვლევის თანახმად, წითელი ღვინო შეიძლება გულის დაავადებების პრევენციისთვისაც სასარგებლო იყოს.

ღვინის 3 მთავარი უპირატესობის ჩამონათვალი ასე გამოიყურება:

მდიდარია ანტიოქსიდანტებით
ანტიოქსიდანტები არის ნაერთები, რომლებიც უჯრედს დაზიანებისგან იცავენ. ყურძენი დიდი რაოდენობით პოლიფენოლებს შეიცავს, რომლებიც ანთებას ებრძვიან. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ წითელი ღვინო უფრო მეტ ანტიოქსიდანტს შეიცავს, ვიდრე თეთრი.

გვეხმარება ანთებასთან ბრძოლაში
ქრონიკული ანთება ჯანმრთელობისთვის ზიანის მომტანია. ის ზრდის გულის, ავტოიმუნური და ზოგიერთი სიმსივნური დაავადების რისკს. შესაბამისად, ანთებითი პროცესი რაც შეიძლება სწრაფად უნდა შევაჩეროთ ორგანიზმში.
რა თქმა უნდა, ამაში მხოლოდ ღვინის მოხმარება ვერ დაგვეხმარება, თუმცა კვლევებით დადასტურდა, რომ ნაერთი რეზვერატროლი ანთების საწინააღმდეგო თვისებებით ხასიათდება და ის დიდი რაოდენობით არის წითელ ღვინოში წარმოდგენილი.

გულისთვის დადებითი თვისებები აქვს
ზოგიერთი კვლევა უჩვენებს, რომ მათ, ვინც ერთ ჭიქა წითელ ღვინოს პერიოდულად მოიხმარდა, გულის დაავადებების რისკები შეუმცირდათ.
მკვლევარებს სჯერათ, რომ ღვინოში წარმოდგენილი პოლიფენოლის ანტიოქსიდანტები სისხლის მაღალ წნევასა და ქოლესტერინის მაღალ დონეს ამცირებენ და ებრძვიან მეტაბოლიზმთან დაკავშირებულ პრობლემებს. ეს, თავის მხრივ, გულის უკეთ ფუნქციონირებას უწყობს ხელს.

სად შეგვიძლია ღვინის შეძენა დღეს, როცა სავაჭრო ობიექტების დიდი ნაწილი დაიხურა?

სანამ ღვინოს შევიძენდეთ, უნდა გვახსოვდეს, რომ მხოლოდ მისი გონივრული რაოდენობით მოხმარებაა სასარგებლო და ალკოჰოლის გადაჭარბებული რაოდენობით მიღებამ შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები შეგვიქმნას.

წყარო:mkurnali.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა