თეგებით ძიება
27. 03. 2020 News-ები

რა ვითარებაა მარნეულის საკარანტინო ზონაში - მუნიციპალიტეტში სხვადახვა სახეობის პროდუქტზე ფასები გაიზარდა

კორონავირუსის გავრცელების გამო, საკარანტინო ზონებში მოქცეულ მოსახლეობას რთული სიტუაცია ელის. მუნიციპალიტეტში სხვადახვა სახეობის პროდუქტზე ფასები გაიზარდა. ფასები მოიმატა ასევე პურზე, ზეთზე, წიწიბურაზე , შაქარზე და სხვადსხვა სახეობის სასურსათო პროდუქტზე.
სასურსათო დახლებიდან გამქარალია გარკვეული სახეობის ხილი, რადგან შეტანილი სასურსათო მარაგი იწურება.
ადგილობრივი მოსახელობის განცხადებით კერძო მოვაჭრები შექნილი ვითარებით სარგებლობენ და თავად აწესებენ ფასებს პროდუქტზე.
\'\'დღეს მარნეულში ფასები ძალიან გაძვირდა მაგალითად როდესაც წიწიბურა 2 ლარამდე ღირდა ახლა 3 ლარამდე ღირს. ამ სიტუაციას უნდა მიეხედოს ასე არ უნდა დარჩეს.
ამ ვითარებაში გვეუბნებიან რომ სახლში უნდა დავრჩეთ, თუ სახლში დავრჩებით ჩემს შვილებს ვინ მიხედავს? ფულის არ გვაქვს. ამბობენ ადგილობრივმა მთავრობამ პროდუქტები დაარიგა, სად არის ჩემამდე არ მოსულა, ალბათ თავიანთ ხალხს დაურიგეს\'\'
\'\'რაც გავქვს ძველია ბაირმობის დროს მიღებულია, ამოიწურება მარაგი და სურსათის გარეშე დავრჩებით\'\' - აცხადებენ ადგილობრივები. გავრცელებული ინფორმაციით, მოვაჭრეები და მაღაზიის მფლობელები ამბობენ რომ დიდი კომპანიები მარნეულში აღარ შემოდის და ვინც შემოდის შეკვეთით შემოდის. მოსახლეობამ გარკვეული მარაგი შეიძინა საკარანტინო დროის გამოცხადებიდან, თუმცა გაურკვეველია რა იქნება როდესაც მარაგი ამოიწურება.


წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა