უგემრიელესი დესერტი – იტალიური ნამცხვრის, ,,მიმოზას,” რეცეპტი
იტალიის ჩრდილოეთი განთქმულია კულინარიით. ერთ-ერთი იტალიური დესერტი, რომელსაც ყველა საკონდიტროს მენიუში ნახავთ, არის ნამცხვარი ,,მიმოზა.”
ეს ნამცხვარი ნამდვილად წააგავს მიმაზას ყვავილს. ფუმფულა და ხასხასა ყვითელი, ის ნებისმიერ სადღესასწაულო მაგიდას დაამშვენებს.
იტალიური ნამცხვარი, რომლის რეცეპტსაც დღეს შემოგთავაზებთ, შეგიძლიათ ნებისმიერ სადღესასწაულო მაგიდაზე მოათავსოთ.
მასალები ბისკვიტისთვის:
8 კვერცხის გული
4 ქათმის კვერცხი
220 გ შაქარი
200 გ ფქვილი
40 გ სახამებელი
მასალები კრემისთვის:
300 მლ რძე
500 მლ კრემი
200 გ შაქარი
8 კვერცხის გული
60 გ ფქვილი
2 ს.კ. შაქრის ფხვნილი
ვანილი
მასალები გემოს გასაუმჯობესებლად:
100 მლ წყალი
5 გ შაქარი
50 მლ ფორთოხლის ლიქიორი
მომზადება:
1. ჩაყარეთ 4 კვერცხი და შაქარი. დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში მიქსერით ათქვიფეთ, საშუალო სიჩქარეზე.
2. მიღებულ ნარევს დაუმატეთ 8 კვერცხის ცილა და გააგრძელეთ თქვეფა.
3. დაამატეთ ფქვილი, სახამებელი და ნაზად შეურიეთ მიღებულ მასას. განაგრძეთ ათქვეფა მანამ, სანამ გლუვ ტექსტურას არ მიიღებთ.
4. დაასხით ცომი ორ ფორმაში. წინასწარ წაუსვით კარაქი და ცოტა ფქვილი. ღუმელი გაახურეთ 180 გრადუსზე ნახევარი საათის განმავლობაში. ბისკვიტის მოსამზადებლად საჭიროა დაახლოებით 5 საათი.
5. კრემის მოსამზადებლად, ჩაასხით რძე, 300 მლ კრემი და ვანილი. ეს მასა უნდა მოათავსოთ დაბალ ცეცხლზე.
6. კვერცხის ცილას დაუმატეთ შაქარი და ფქვილი. როდესაც მასა დაიწყევს ადუღებას, უნდა დაამატოთ კვერცხის გული. შეგიძლიათ აურიოთ მხოლოდ მაშინ, როდესაც რძე იწყებს ადუღებას.
7. როდესაც ნაღები გაცივდება შეურიეთ კრემის მეორე ნაწილს. მათ, პირველ რიგში, შაქრის ფხვნილი დაუმატოთ.
8. ნამცხვრის ერთი ნაწილი სამ ნაჭრათ დაჭერით. მეორე, პატარა კუბიკებათ.
9. იმისათვის, რომ ბისკვიტი მშრალი არ გამოვიდეს, ცალკე აურიეთ წყალი, შაქარი და ფორთოხლის ლიქიორი. ურიეთ მანამ, სანამ შაქარი სრულად არ დაიშლება. მოასხით ბისკვიტზე.
10. ნამცვრის აწყობას დიდი დრო აღარ ჭირდება. ბისკვიტს კრემი ფრთხილად წაუსვით და თავზე პატარა კუბიკები მოაყარეთ. გემრიელად მიირთვით!
მოამზადეთ და თავად დარწმუნდებით, რომ ეს ნამცხვარი მართლაც არაჩვეულებრივი დესერტია. გაუზიარეთ რეცეპტი თქვენს მეგობრებსაც.
წყარო: unique.ge