რა კავშირშია ადამიანის სექსუალური ცხოვრება ასტროლოგიასთან - რჩევები ინტიმური ცხოვრების გასაუმჯობესებლად
ყველას სურს, გაიგოს, თუ რა ელის მას სამომავლოდ, მით უმეტეს, თუ ეს მის პირად, სასიყვარულო ცხოვრებასა და ურთიერთობებს ეხება.
ინტიმური ცხოვრება, სხვა ფაქტორებთან ერთად, იმაზეცაა დამოკიდებული, თუ რომელი ზოდიაქოს ნიშნის ქვეშაა ესა თუ ის ადამიანი დაბადებული. ეს განსაკუთრებით მამაკაცებისთვისაა საინტერესო, რათა სწორად შეაფასონ სასურველი ქალის სექსუალურობის დონე. თუ გსურთ, სამომავლოდ სწორად აირჩიოთ სასიყვარულო პარტნიორი, ამის საშუალებას მოგცემთ ის ასტროლოგიური ჰოროსკოპი, რომელიც კონკრეტული ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ქალბატონებს შეესაბამება.
ვერძი ქალბატონები გამოირჩევიან სიჯიუტითა და მამაკაცებთან ურთიერთობისას უყვართ ინიციატივის საკუთარ თავზე აღება. მათ ადვილად შეუძლიათ საპირისპირო სქესთან საერთო ენის გამონახვა, რის გამოც ისინი მუდამ ყურადღების ცენტრში არიან და არც თაყვანისმცემელთა ნაკლებობას განიცდიან, ეს კი მათ ცხოვრებაში სტიმულს აძლევთ. ამ ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ქალებს სექსუალური თანაცხოვრების დროსაც კი არ უყვართ მამაკაცზე დამოკიდებულება და, არ არის გამორიცხული, ეგოიზმი გამოიჩინონ. ასე რომ, ვერძის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ქალებთან მამაკაცებს ამ ყოველივეს ზედმიწევნით გათვალისწინება გმართებთ.
კუროს ნიშნის ქვეშ დაბადებული ქალბატონები მგრძნობიარეები, თუმცა, ცოტა პრეტენზიულები და მომთხოვნებიც არიან. ისინი ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი თანხა დაახარჯვინონ თავის სასიყვარულო პარტნიორს. სქესობრივ ცხოვრებაში კი სწორედ ისეთები არიან, როგორი ქალებიც მამაკაცებს მოსწონთ. უყვართ გულღია ურთიერთობები, თუმცა, არ არიან ერთგული საყვარლები და გამუდმებით ეძებენ ახალ რომანებსა და თავგადასავლებს.
ტყუპების ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ქალები სასიყვარულო-რომანტიკულ ურთიერთობებში მეტი გამჭრიახობითა და საღი აზროვნებით გამოირჩევიან. ასევე, შეუძლიათ, ერთი მზერით გაშიფრონ მამაკაცი. არ ამბობენ უარს ხანმოკლე რომანებზე და ცდილობენ, იყვნენ დამოკიდებული თავის სექსუალურ პარტნიორზე მანამ, სანამ ისინი მის გვერდით არიან.
მართალია, კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ქალბატონები თავშეკავებული იმიჯით გამოირჩევიან, მაგრამ, ყოველთვის იგრძნობა ის ვნება, რაც მათ შინაგანად აქვთ. უყვართ, როცა დამოკიდებული არიან სექსუალურ პარტნიორზე და მთლიანად ენდობიან მათ. თუ მამაკაცისგან ვერ იგრძნეს ის, რისი იმედიც ჰქონდათ, შეუძლიათ, მაშინვე შეწყვიტონ მასთან ურთიერთობა. თუმცა, საერთო ჯამში, ისინი თბილი და მოსიყვარულე პარტნიორები არიან.
ლომის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ქალები ვიზუალურად მაცდურები და მიმზიდველები არიან, მაგრამ, ნაკლებად გამოირჩევიან ტემპერამენტით. საკუთარ გრძნობებს ბოჭავენ და არ აძლევენ თავს საშუალებას, ბოლომდე გაიხსნან პარტნიორის წინაშე. ზოგადად კი, ნეიტრალური დამოკიდებულება აქვთ სქესობრივ კავშირზე და ყოველ თაყვანისმცემელს ისე აღიქვამენ, როგორც მომავალ საქმროს.
ქალწულის ნიშნის ქვეშ დაბადებული მანდილოსნები რბილი ხასიათით ნამდვილად არ გამოირჩევიან, მაგრამ, სასიყვარულო-რომანტიკულ ურთიერთობებში ნაზები, თბილები და მოსიყვარულეები არიან. ამ თვისებების გამო, ისინი მამაკაცებს ადვილად ხიბლავენ და აბამენ მახეში. ასევე, ისინი ენდობიან რჩეულ მამაკაცს როგორც სექსში, ასევე, ცხოვრების ნებისმიერ სფეროში და თვალდახუჭული სჯერათ მათი. თუმცა, არასდროს მისცემენ უფლებას მამაკაცს, მათი კეთილგანწყობა ბოროტად გამოიყენონ.
სასწორის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ქალები ძლიერი სექსუალური პარტნიორები არიან. გამოირჩევიან ტემპერამენტითა და ვნებით. თუმცა ისინი სექსუალურ ცხოვრებას ნაკლებ ყურადღებას აქცევენ და არ ცდილობენ, იმ მამაკაცს დაუკავშირონ ბედი, ვინც მათ სექსუალურ ფანტაზიებს მაქსიმალურად დააკმაყოფილებს.
მორიელის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ქალბატონები მიმზიდველები არიან. ისინი ჭკვიანურად ირჩევენ პარტნიორს და ინტიმური ცხოვრების დროს სრულიად კარგავენ დროისა და სივრცის შეგრძნებას. ამ დროს ისინი ლაღები და თავისუფლები ხდებიან. ასევე, არიან ერთგული პარტნიორები და მამაკაცებს ყოველთვის შეუძლიათ მათი ნდობა.
მშვილდოსნის ნიშნის ქვეშ დაბადებული ქალები სასიყვარულო პარტნიორის არჩევისას გამოირჩევიან ცნობისმოყვარეობითა და გამჭრიახი გონებით. ინტიმის დროს უყვართ ფანტაზიორობა და შეუძლიათ მაქსიმალურად ტკბობა იმით, რაც იმ წუთას ხდება მათ თავს. თუმცა, მათი ნდობა სარისკოა.
თხის რქის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ქალები ცდილობენ, მიენდონ თავიან სასიყვარულო პარტნიორს. არიან მოსიყვარულეები და სექსუალურები. არ გაგიკვირდეთ თუ ინიციატივას გამოიჩენენ და სიყვარულს პირველები დაგიმტკიცებენ, ამაში ისინი გულწრფელები არიან. თუ მამაკაცი მათ ნდობას მოიპოვებს, ესე იგი, თხის რქის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ქალი ცხოვრების ბოლომდე მისი ერთგული დარჩება.
მერწყულის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული მანდილოსნები გამოირჩევიან ხალასი ბუნებით. მათთვის სასიყვარულო-რომანტიკული ურთიერთობა ცხოვრებაში დიდი სტიმულის მომცემია, სექსი კი – მეორეხარისხოვანი. უყვართ რომანტიკულ გარემოში სასურველი მამაკაცის გვერდით ყოფნა და დროსტარება. ამასვე აფასებენ საპირისპირო სქესის წარმომადგენლებშიც.
თევზების ნიშნის ქვეშ დაბადებული ქალები მეოცნებეები არიან, უჭირთ გადაწყვეტილების მიღება სასიყვარულო სფეროში და ასევე, სექსუალური პარტნიორის არჩევა. თუ მამაკაცმა შეძლო მისი მოხიბვლა, მაშინ ის მას მიენდობა, ყველა სურვილს აუსრულებს და გააღმერთებს, რაც მას ხელს უშლის, მაქსიმალური სიამოვნება მიიღოს ინტიმური ურთიერთობებიდან. ალბათ, ამის გამო, ისინი ხშირად ღალატის მსხვერპლნი ხდებიან და მარტონი რჩებიან.
წყარო:newposts.ge