თეგებით ძიება

მზარეულთა საიდუმლოებანი

ყველა მზარეულს აქვს თავისი ეშმაკობანი, რომლებიც მათ საქმიანობას უმარტივებთ. რა თქმა უნდა, გამოცდილება მოდის დროსთან და დაშვებულ შეცდომებთან ერთად, მაგრამ უმჯობესია ზოგიერთი ნიუანსის წინასწარ ცოდნა.

კულინარია: რჩევები და რეცეპტები ნამდვილ დიასახლისებს

ჩვენ გაგიზიარებთ ცნობილი მზარეულების სასარგებლო რჩევებს.

შეფ-პოვართა საიდუმლოებები

1. ლიმონისგან ან ლაიმასგან წვენის გამოწურვა რომ გაგიადვილდეთ, ციტრუსი მსუბუქად შეათბეთ.

2. ბეკონი ქათმის ხორცს შებოლილის არომატს მიანიჭებს.

3. მწვანილი უფრო არომატული რომ გახდეს, გასრისეთ სანაყში წვეთ ზეითუნის ზეთთან ერთად.

4. პროდუქტებისთვის ამარეტოს გემოს მისაცემად გამოიყენეთ გარგარის კურკის გული.

5. ანანასი კერძებიდან ნთქავს ზედმეტ ცხიმს.

6. ფორთოხალი ძალიან უხდება შოკოლადის სოუსს.

7. ხორცს შეწვის დროს დაუმატეთ ცოტა ფქვილი, ხრაშუნა ქერქი რომ ჰქონდეს.

კულინარია: რჩევები და რეცეპტები ნამდვილ დიასახლისებს

8. ნივრის პიურეს მისაღებად ნიორი დაჭერით, მოაყარეთ მარილი და გაჭყლიტეთ დანით.

9. პროდუქტის შეწვისას დასაწყისში მას დაუმატეთ პიტნა.

კულინარია: რჩევები და რეცეპტები ნამდვილ დიასახლისებს

10. თუ სუფი ან ბულიონი ძალიან ცხიმიანი გამოვა, მასში ჩააგდეთ ყინულის ნატეხი. ცხიმი მოგროვდება ყინულის გარშემო და მისი ამოღება იოლი იქნება.

11. წყალი, რომელშიც კარტოფილი ან მაკარონი იხარშებოდა, გამოიყენეთ ოთახის მცენარეების მოსარწყავად. ის ბევრ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს.

12. თუ ბრინჯი ცოტათი მიგეწვათ, ჩააგდეთ მასში თეთრი პურის ნაჭერი 5-10 წუთით უსიამოვნო სუნის მოსაშორებლად.

ვიმედოვნებთ, ეს კულინარული რჩევები დაგეხმარებათ სამზარეულოში და მომზადების პროცესიც უფრო სასიამოვნო გახდება. არ დაგავიწყდეთ მათი გაზიარება მეგობრებისთვის.

წყარო:genius.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა