თეგებით ძიება

რა გელოდებათ 4 მაისიდან 22 მაისის ჩათვლით - ასტროლოგიური პროგნოზი და რეკომენდაციები

მა­ის­ში ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნებს 7 მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ას­ტრო­ლო­გი­უ­რი მოვ­ლე­ნა ელო­დე­ბათ. მომ­დევ­ნო თვე იმი­თაა გა­მორ­ჩე­უ­ლი, რომ 4 რეტ­როგ­რა­დუ­ლი (უკან­მა­ვა­ლი) პლა­ნე­ტა (ვე­ნე­რა, სა­ტურ­ნი, პლუ­ტო­ნი (25 აპ­რი­ლი­დან და­ი­წყო და 4 ოქ­ტომ­ბრამ­დე გაგ­რძელ­დე­ბა) და იუ­პი­ტე­რი) გვყავს. ამი­ტომ, ნუ გა­გიკ­ვირ­დე­ბათ, თუ ზო­გი­ერთ სფე­რო­ში შე­ფერ­ხე­ბე­ბი, გა­ჭი­ა­ნუ­რე­ბა, დაბ­რკო­ლე­ბა, გა­ურ­კვევ­ლო­ბა იქ­ნე­ბა ან გან­მე­ორ­დე­ბა სი­ტუ­ა­ცი­ე­ბი, და­უბ­რუნ­დე­ბით ძველ სი­ტუ­ა­ცი­ებს, ურ­თი­ერ­თო­ბებს, შე­მო­გეხ­მი­ა­ნე­ბი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, ვის­თა­ნაც საქ­მი­ა­ნი ან სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბა გა­კავ­ში­რებ­დათ წარ­სულ­ში. რაც შე­ე­ხე­ბა შვიდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მოვ­ლე­ნას, ესე­ნია:

4 მა­ი­სი - ვე­ნე­რა-ნეპ­ტუ­ნის კვად­რა­ტი
5 მა­ი­სი - მთვა­რის კვან­ძე­ბი - ტყუ­პი-მშვილ­დო­სა­ნი მდე­ბა­რე­ო­ბას იც­ვლი­ან
7 მა­ი­სი - სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა მო­რი­ე­ლის 18 გრა­დუს­ში
11 მა­ი­სი­დან პლა­ნე­ტა სა­ტურ­ნი გა­და­დის რეტ­როგ­რა­დულ სვლა­ში (29 სექ­ტემ­ბრამ­დე) მერ­წყუ­ლის ზო­დი­ა­ქო­ში
13 მა­ი­სი - პლა­ნე­ტა ვე­ნე­რა ხდე­ბა რეტ­როგ­რა­დუ­ლი (25 ივ­ნი­სამ­დე) ტყუ­პის ზო­დი­აქ­ში. აქ ის გად­მობ­რძან­და 3 აპ­რილს და დარ­ჩე­ბა 7 აგ­ვის­ტომ­დე
14 მა­ისს პლა­ნე­ტა იუ­პი­ტე­რი რეტ­როგ­რა­დუ­ლი ხდე­ბა (13 სექ­ტემ­ბრამ­დე) თხის რქის ზო­დი­აქ­ში
22 მა­ისს ვე­ლო­დე­ბით ახალმთვა­რე­ო­ბას ტყუ­პის 3 გრა­დუს­ში
და­მა­ტე­ბით გე­ტყვით, რომ 12 მა­ისს პლა­ნე­ტა მერ­კუ­რი ტყუ­პის ზო­დი­ა­ქო­ში გა­და­დის, ხოლო მარ­სი 13-ში - თევ­ზებ­ში. მზე 20 მა­ისს და­ტო­ვებს კუ­როს ზო­დი­ა­ქოს და გა­და­ვა ტყუპ­ში, ხოლო 28 მა­ისს მერ­კუ­რი კირჩხი­ბის ზო­დი­ა­ქოს სტუ­მა­რი გახ­დე­ბა.

მზე ახლა კუ­როს ზო­დი­ა­ქო­ში იმ­ყო­ფე­ბა. აქ­ტუ­ა­ლუ­რი თე­მე­ბია: სიყ­ვა­რუ­ლი, ფი­ნან­სე­ბი, შე­მო­სავ­ლე­ბი, მა­ტე­რი­ა­ლუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი, უძ­რა­ვი და მოძ­რა­ვი ქო­ნე­ბა. მი­აქ­ცი­ეთ ამ სფე­რო­ებს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა.

მა­ი­სი მცი­რე უსი­ა­მოვ­ნო ას­პექ­ტით იწყე­ბა ესაა ვე­ნე­რა-ნეპ­ტუ­ნის კვად­რა­ტი. ეს ნიშ­ნავს, რომ ჩვენ ვართ მო­წყე­ნი­ლე­ბი, გვეჩ­ვე­ნე­ბა, რომ შორს ვართ იმ იდე­ა­ლის­გან, რის­კე­ნაც მი­ვის­წრა­ფო­დით. შე­იძ­ლე­ბა იმე­დი გაგ­ვიც­რუვ­დეს სიყ­ვა­რულ­ში, საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­ში. ამ პე­რი­ოდ­ში არ გირ­ჩევთ სა­ყიდ­ლებს. გან­სა­კუთ­რე­ბით, სა­მოს­სა და სი­ლა­მა­ზის ნივ­თებს. აგ­რეთ­ვე, არც კოს­მე­ტი­კუ­რი პრო­ცე­დუ­რე­ბის ჩა­ტა­რე­ბას, იმი­ჯის, გა­რეგ­ნო­ბის შეც­ვლას. პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში მო­წყე­ნი­ლო­ბა და იმედ­გაც­რუ­ე­ბა და­ი­წყო 23 აპ­რილს და დას­რულ­დე­ბა 31 მა­ისს. გირ­ჩევთ, მე­ტად და­კავ­დეთ შე­მოქ­მე­დე­ბი­თი საქ­მი­ა­ნო­ბით: ხატ­ვა, ფო­ტოგ­რა­ფია. ამ პე­რი­ოდ­ში არ გირ­ჩევთ ახა­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის გაც­ნო­ბას, რად­გან ილუ­ზი­ებს აყო­ლილს შე­იძ­ლე­ბა იმე­დი გა­გიც­რუვ­დეთ, ტყუ­ი­ლე­ბის მსხვერ­პლი გახ­დეთ.

რაც შე­ე­ხე­ბა ტყუ­პი-მშვილ­დო­სა­ნი კვან­ძე­ბის ცვლას (ტყუ­პი არის აღ­მა­ვა­ლი და მშვილ­დო­სა­ნი დაღ­მა­ვა­ლი), ამის შე­სა­ხებ რამ­დე­ნი­მე დღე­ში ვრცელ სტა­ტი­ას შე­მოგ­თა­ვა­ზებთ და გა­ი­გებთ, რას მო­უ­ტანს ეს ცვლი­ლე­ბა თქვე­ნი ზო­დი­ა­ქოს ნი­შანს. ახლა მოკ­ლედ გე­ტყვით, რომ აღ­მა­ვა­ლი ტყუ­პი, არის ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბის, ახა­ლი ნაც­ნო­ბო­ბის, ახა­ლი ცოდ­ნი­სა და ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბი­სა და გა­ცე­მის ნი­შა­ნი. ეს არის პი­ა­რიც და რეკ­ლა­მაც, აგ­რეთ­ვე, ყიდ­ვა-გა­ყიდ­ვა . ასე, რომ მომ­დევ­ნო წე­ლი­წად-ნა­ხევ­რის გან­მავ­ლო­ბა­ში (შე­გახ­სე­ნებთ, რომ ტყუ­პი-მშვილ­დო­სა­ნი კვან­ძე­ბი 5 მა­ისს შე­იც­ვლის ად­გილ­დე­ბა­რე­ო­ბას და 2022 წლის 18 იან­ვრამ­დე შე­ი­ნარ­ჩუ­ნებს პო­ზი­ცი­ას) ეს თე­მე­ბი იქ­ნე­ბა აქ­ტუ­ა­ლუ­რი.

7 მა­ისს სავ­სემ­თვა­რე­ო­ბას ვე­ლო­დე­ბით მო­რი­ე­ლის 18 გრა­დუს­ში. უნდა შე­გახ­სე­ნოთ, რომ სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა­ზე ემო­ცი­უ­რო­ბა პიკს აღ­წევს. მო­რი­ე­ლი კი ისე­დაც ღრმა ემო­ცი­უ­რი, ში­ნა­გა­ნად გან­ცდი­ა­ნი ნი­შა­ნია. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი რთუ­ლი ას­პექ­ტე­ბი ამ დღეს არ გვე­ლის, მაგ­რამ ვე­ნე­რა-ნეპ­ტუ­ნის კვად­რა­ტის გამო პე­სი­მის­ტურ-იმედ­გაც­რუ­ე­ბულ-მე­ლან­ქო­ლი­ურ-მო­წყე­ნი­ლი გან­წყო­ბა გაძ­ლი­ერ­დე­ბა. გირ­ჩევთ, არ მი­ი­ღოთ ქი­მი­უ­რი პრე­პა­რა­ტე­ბი, სიფრ­თხი­ლე გმარ­თებთ მე­დი­კა­მენ­ტებ­თა­ნაც, ეცა­დეთ, გა­მო­ი­ძი­ნოთ და ისევ და ისევ მი­მარ­თოთ შე­მოქ­მე­დე­ბი­თი საქ­მი­ა­ნო­ბას, რაც შე­ამ­სუ­ბუ­ქებს სავ­სემ­თვა­რე­ო­ბის და­ძა­ბუ­ლო­ბას.

12 მა­ისს პლა­ნე­ტა მერ­კუ­რი ტყუ­პის ზო­დი­ა­ქო­ში გა­და­დის და იქ დარ­ჩე­ბა 28 მა­ი­სამ­დე. ეს არის მის­თვის სა­უ­კე­თე­სო ად­გი­ლი. მო­ი­მა­ტებს გა­და­ად­გი­ლე­ბის, კონ­ტაქ­ტე­ბის, ცოდ­ნის მი­ღე­ბი­სა და გა­ცე­მის სურ­ვი­ლი, ად­ვი­ლად შეძ­ლებთ ადა­მი­ა­ნებ­თან სა­უ­ბარს, გა­ი­ჩენთ ახალ მე­გობ­რებს. არ გა­გი­ჭირ­დე­ბათ ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბის მი­ღე­ბა; სურ­ვი­ლი გა­გიჩ­ნდე­ბათ, ხში­რად შეხ­ვდეთ თქვენს და-ძმებს (თა­ნაკ­ლა­სე­ლებს). კარგ შე­დეგს მო­გი­ტანთ გა­ყიდ­ვე­ბიც.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­ტურ­ნის რეტ­როგ­რა­დულ ფა­ზა­ში გა­დას­ვლას , რო­გორც უკვე იცით, სა­ტურ­ნი მერ­წყუ­ლი­სა და თხის რქის მმარ­თვე­ლია და მას ბე­დის ან დიდი უბე­დუ­რე­ბის პლა­ნე­ტა­საც უწო­დე­ბენ, ეს მოხ­დე­ბა 11 მა­ისს. შე­ნელ­დე­ბა საქ­მი­ა­ნო­ბა, საქ­მე­ე­ბის მოგ­ვა­რე­ბა, კა­რი­ე­რუ­ლი წინსვლა, ბიზ­ნე­სის გან­ვი­თა­რე­ბა, გა­გი­ჭირ­დე­ბათ უფ­როს­თან სა­ერ­თო ენის გა­მო­ნახ­ვა, და­წი­ნა­უ­რე­ბა, იერ­არ­ქი­ულ სტუ­რუქ­ტუ­რებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი საქ­მე­ე­ბის მოგ­ვა­რე­ბაც შე­ფერ­ხდე­ბა. ყვე­ლა­ფე­რი შე­ნე­ლე­ბუ­ლად გან­ვი­თარ­დე­ბა სირ­თუ­ლე­ე­ბი­თა და გარ­თუ­ლე­ბე­ბით. უმ­ჯო­ბე­სია, ეს დრო წარ­სულ­ში დაშ­ვე­ბუ­ლი შეც­დო­მე­ბის გა­მოს­წო­რე­ბას და­უთ­მოთ. არ აჩ­ქარ­დეთ და არც ცხვირ­წინ აღ­მარ­თუ­ლი კედ­ლის ნგრე­ვა და­ი­წყოთ, ეს კარ­გს არა­ფერს მო­გი­ტანთ. სა­ტურ­ნი, შარ­შა­ნაც იყო რეტ­როგ­რა­დულ ფა­ზა­ში და რომ იცო­დეთ, რას­თან შე­იძ­ლე­ბა შე­გექ­მნათ საფრ­თხე, გა­იხ­სე­ნეთ აპ­რი­ლის ბოლო და სექ­ტემ­ბრის და­სა­წყი­სი პე­რი­ო­დი. რო­გორც წესი, ვი­საც ნა­თა­ლურ რუ­კა­ში რეტ­როგ­რა­დუ­ლი სა­ტურ­ნი ჰყავს, ის პლა­ნე­ტის უკუს­ვლას ნაკ­ლებმ­ტკივ­ნე­უ­ლად გა­ნიც­დის და ეძ­ლე­ვა შან­სი და­ას­რუ­ლოს და­წყე­ბუ­ლი საქ­მე­ე­ბი.

მარ­სის გა­დას­ვლა თევ­ზებ­ში (13 მა­ი­სი­დან 28 ივ­ნი­სამ­დე) შე­ა­ნე­ლებს ჩვენს საქ­მი­ა­ნო­ბას, ადა­მი­ა­ნი ხდე­ბა გულ­მა­ვი­წყი, დაბ­ნე­უ­ლი, ენერ­გი­ის ნაკ­ლე­ბო­ბას გა­ნიც­დის. არ სურს აქ­ტი­უ­რად საქ­მე­ებ­ში ჩარ­თვა, ურ­ჩევ­ნია, ყვე­ლა­ფე­რი დი­ნე­ბა­ზე მი­უშ­ვას და თვი­თო­ნაც დი­ნე­ბას მიჰ­ყვეს. ამ პე­რი­ოდ­ში არ და­გეგ­მოთ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი შეხ­ვედ­რე­ბი, გა­გი­ჭირ­დე­ბათ მიზ­ნე­ბის გან­ხორ­ცი­ლე­ბის­თვის ბრძო­ლა. ამი­ტომ ეცა­დეთ, ამ პე­რი­ოდ­ში არ და­გეგ­მოთ ის საქ­მე­ე­ბი, რაც თქვენ­გან ფი­ზი­კურ აქ­ტი­უ­რო­ბა­სა და მი­ზან­სწრა­ფუ­ლო­ბას მო­ი­თხოვს.

13 მა­ი­სი­დან 25 ივ­ნისს ჩათ­ვლით მარ­სის კვალ­დაკ­ვალ პლა­ნე­ტა ვე­ნე­რაც რეტ­როგ­რა­დუ­ლი ხდე­ბა . და­ახ­ლო­ე­ბით 40 დღეა ხოლ­მე მისი რეტ­როგ­რა­დუ­ლო­ბის პე­რი­ო­დი, სა­ინ­ტე­რე­სო ისაა, რომ შარ­შან არც ვე­ნე­რა და არც მარ­სი არ ყო­ფი­ლან რეტ­რო სვლა­ში. ვე­ნე­რას მთა­ვა­რი თე­მაა სიყ­ვა­რუ­ლი და ფული. ამ პე­რი­ოდ­ში გა­და­ხე­დეთ ურ­თი­ერ­თო­ბის სცე­ნარს, შე­მო­სავ­ლე­ბის სა­კითხს. არ გირ­ჩევთ ახა­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის გაც­ნო­ბას რო­მა­ნი­სა და ოჯა­ხის­თვის. თუმ­ცა, შე­იძ­ლე­ბა შე­მო­გეხ­მი­ა­ნონ ძვე­ლი სა­სიყ­ვა­რუ­ლო პარტნი­ო­რე­ბი. მათ, ვი­საც რეტ­რო ვე­ნე­რა გყავთ ნა­თა­ლურ რუ­კა­ში, გირ­ჩევთ, და­აკ­ვირ­დეთ მოვ­ლე­ნებს, რაც თქვენს პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში მოხ­დე­ბა. ვე­ნე­რა ჩვენ ყვე­ლას გვაძ­ლევს შე­საძ­ლებ­ლო­ბას, რომ გა­მო­ვას­წო­როთ, გა­დავ­ხე­დოთ, კო­რექ­ტი­ვე­ბი შე­ვი­ტა­ნოთ ან და­ვას­რუ­ლოთ პი­რად ცხოვ­რე­ბა­სა და ფი­ნან­სურ სფე­როს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი საქ­მე­ე­ბი.

მა­ის­ში იუ­პი­ტე­რიც რეტ­როგ­რა­დუ­ლი ხდე­ბა. რეტ­რო სვლას 14 მა­ისს და­ი­წყებს და 13 სექ­ტემ­ბერს და­ას­რუ­ლებს. შე­იძ­ლე­ბა გარ­თულ­დეს ან შე­ნელ­დეს იუ­რი­დი­უ­ლი სა­კი­თხე­ბის მოგ­ვა­რე­ბა, გლო­ბა­ლუ­რი სა­კი­თხე­ბი. გარ­თულ­დე­ბა სა­ზღვარ­გა­რეთ გამ­გზავ­რე­ბის თემა, უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა. თხის რქის გავ­ლე­ნით კი უფრო მე­ტად გამ­კაცრ­დეს ეს სა­კი­თხი. გა­და­ხე­დეთ სა­კუ­თარ ამ­ბი­ცი­ებს, რა არის თქვენ­თვის შე­საძ­ლე­ბე­ლი, რა უნდა გა­მო­ას­წო­როთ, რათა მეტი პა­ტი­ვის­ცე­მა მო­ი­პო­ვოთ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში, და­ფას­დეთ. ხოლო, თუ ნა­თა­ლურ რუ­კა­ში რეტ­როგ­რა­დუ­ლი იუ­პი­ტე­რი გყავთ, მოვ­ლე­ნე­ბი შე­იძ­ლე­ბა ასე­თი მკაც­რი არ მო­გეჩ­ვე­ნოთ.

22 მა­ისს ტყუ­პის მე­სა­მე გრა­დუს­ში ახალმთვა­რე­ო­ბას ვი­ზე­ი­მებთ და ამით გა­იხ­სე­ნე­ბა ზა­ფხუ­ლის დაბ­ნე­ლე­ბე­ბის დე­რე­ფა­ნი . ნუ და­გა­ვი­ვი­წყდე­ბა, რომ 2020 წელი არის მთვა­რის წელი და 6 დაბ­ნე­ლე­ბი­დან 4 იქ­ნე­ბა მთვა­რის და მხო­ლოდ 2 - მზის. დაბ­ნე­ლე­ბებს უფრო კონ­კრე­ტუ­ლად ივ­ნი­სის ას­ტროპ­როგ­ნოზ­ში ვი­სა­უბ­რებ. ტყუპ­ში ახალმთვა­რე­ო­ბა და­კავ­ში­რე­ბუ­ლია კონ­ტაქ­ტებ­თან, სწავ­ლას­თან, გა­ყიდ­ვებ­თან, ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­პო­ვე­ბა­სა და გავ­რცე­ლე­ბას­თან, კონ­ტაქ­ტებ­თან (მი­მო­წე­რა, ზა­რე­ბი, მი­მოს­ვლა). ამი­ტომ, თი­თო­უ­ლი ზო­დი­ა­ქოს ნი­შანს მო­ე­თხო­ვე­ბა, რომ ტყუ­პის ფუნ­ქცი­ე­ბი გა­ი­თა­ვი­სოს. ახალმთავ­რე­ო­ბას უსი­ა­მოვ­ნო ას­პექ­ტი აქვს და ამი­ტომ ყუ­რა­დღე­ბით იყა­ვით დო­კუ­მენ­ტებ­თან, ინ­ფორ­მა­ცი­ებ­თან მუ­შა­ო­ბი­სას, ადა­მი­ა­ნებ­თან. არც შეც­დო­მე­ბი და­უშ­ვათ და არც მო­ტყუვ­დეთ. და­ი­ცა­ვით წესი და კა­ნო­ნი. იყა­ვით სა­მარ­თლი­ა­ნი.

წყარო:astrologi.ambebi.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა