თეგებით ძიება

რითია სასარგებლო თაფლიანი ხაჭო

სწორ კვებაში პირველ ადგილზე ის პროდუქტები დგას, რომლებიც მინიმალურ სითბურ დამუშავებას ექვემდებარება. ასეთი სახით ისინი თავიანთ კვებით ღირებულებებს და ვიტამინურ შემადგენლობას ინარჩუნებენ. ხაჭოსა და თაფლის ერთობლიობა ძალიან წარმატებულად ითვლება. პროდუქტების ასეთი კომბინაცია რეკომენდებულია დასუსტებული ორგანიზმისა და დიეტური კვების დროს. გაზაფხულზე კი ეს ტკბილეული ყველა მაგიდაზე უნდა იდოს.

ხაჭო თაფლით

დიეტოლოგები რეკომენდაციას გვაძლევენ გამოვიყენოთ ხაჭოსა და თაფლის მასა საჭმლის მონელების გასაუმჯობესებლად და ორგანიზმის სასარგებლო ნივთიერებებით – ცილებით, შეუცვლელი ამინომჟავებით, ვიტამინებით, მიკროელემენტებით – მოსამარაგებლად. ეს დესერტი შეიცავს ყველა აუცილებელ ნივთიერებას იმუნიტეტის გასაძლიერებლად.

რითია სასარგებლო თაფლიანი ხაჭო

თაფლიანი ხაჭოს სარგებლიანობა

1. თაფლიანი ხაჭოს სარგებელი შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს. ხაჭო მდიდარია ცილებით, კალციუმით და ლაქტობაქტერიებით, რომლებიც აუმჯობესებს ნაწლავების მოქმედებას. თაფლი კი კოლოსალური მულტივიტამინუტი კომპლექტია.

2. ცილა, რომელსაც შეიცავს ხაჭო, კვებითი ღირებულებით არ ჩამოუვარდება კვერცხის, ხორცის, ფრინველისა და თევზის ცილას.

რითია სასარგებლო თაფლიანი ხაჭო

3. ეს პროდუქტები აუცილებელია, ერთად მიირთვათ. დიეტაზე ყოფნის დროსაც არ უნდა შეგეშინდეთ თაფლის მაღალი კალორიის. მთავარია, ძალიან არ გადააჭარბოთ დოზას. არასდროს თქვათ უარი ამ ჯანსაღ პეროდუქტზე, თუ ალერგია არ გაქვთ თაფლზე.

რითია სასარგებლო თაფლიანი ხაჭო

4. თაფლი შეიცავს განსაკუთრებულ ფერმენტებს, რომლებიც სწორად შლიან ცხიმებს. გახდომის დროს შეგიძლიათ უცხიმო ხაჭოს გამოყენება. დაბალი კალორიულობის გარდა, ის ასევე მდიდარია კალციუმით, ფოსფორით, მაგნიუმით, A, B, E ჯგუფის ვიტამინებითა და ადვილად შეთვისებადი ცილებით.

რითია სასარგებლო თაფლიანი ხაჭო

5. თაფლიანი ხაჭოს რეცეპტი მარტივია: ერთი პორციისთვის საკმარისია 250 გრამი ახალი ხაჭო და ერთი სუფრის კოვზი თაფლი. დღეში ერთხელ (და არა ერთ ჯერზე) შეგიძლიათ მიირთვათ 400 გრამი ხაჭო და 3 სუფრის კოვზი თაფლი.

6. არ აქვს მნიშვნელობა, დღის რომელ მონაკვეთში მიირთმევთ ამ კერძს. თუ არ მოგბეზრდათ, სხვა არანაირ საფრთხეს არ შეიცავს ის.

რითია სასარგებლო თაფლიანი ხაჭო

7. კერძი კუჭში შეითვისება 20 წუთში. არც ღვიძლი და არც კუჭქვეშა ჯირკვალი დიდ დატვირთვას აი იღებს.

8. თაფლიანი ხაჭო შეგიძლიათ საუზმეზეც და ვახშამზეც მთირთვათ. სასურველია, ძილამდე მინიმუმ 2 საათით ადრე.

9. სხვა ყველა სიკეთესთან ერთად, თაფლს აქვს ანტისტრესული თვისებები. ღამით მირთმევისას ის აწყნარებს ნერვულ სისტემას და აუმჯობესებს ძილს.

რითია სასარგებლო თაფლიანი ხაჭო

10. თაფლისა და ხაჭოს დუეტი აღადგენს ნაწლავის მიკროფლორას და ნორმაში მოჰყავს ნივთიერებათა ცვლა. მაქსიმალური სარგებლობისთვის, ეს კერძი მიირთვით ჩაის, ყავისა და წვენის გარეშე.

11. თუ მიზნად არ გაქვთ გახდომა, შეგიძლიათ კერძს დაამატოთ კენკრა ან ნიგოზი.

რითია სასარგებლო თაფლიანი ხაჭო

ერთ-ერთი უნივერსალური საუზმე ჯანმრთელობის მსურველი ადამიანებისთვის – ეს არის ხაჭო არაჟნით. ეს არის ძალიან გემრიელი და ნოყიერი კერძი, რომელიც არ ვნებს ფიგურას.

თუ გეშინიათ ხაჭოს შეძენა მარკეტში ან ბაზარში, სცადეთ მისი მომზადება სახლის პირობებში.

მოგეწონათ სტატია? მოუყევით მეგობრებს თაფლიანი ხაჭოს სარგებლიანობის შესახებ!


წყარო:genius.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა