თეგებით ძიება

ფრანგული ღვეზელი მარწყვით

ახლა მარწყვის სეზონია, თუმცა დესერტ ,,კლაფუტიში” მარწყვის გარდა შეგიძლიათ ნებისმიერი ხილი გამოიყენოთ: ალუბალი, ქლიავი, ატამი, გარგარი…

ფრანგული ღვეზელი
ეს არის შუალედი ღვეზელს, ნამცხვარსა და ტორტს შორის. აქვს შესანიშნავი გემო და საინტერესო ტექსტურა, არის მკვრივი, არაფოროვანი, ძალიან არომატული.

ფრანგული ღვეზელი მარწყვით

ინგრედიენტები

0,5 კგ მარწყვი
100 გ ფქვილი
60 გ შაქარი
10 გ მარილი
200 მლ რძე
4 კვერცხი
50 გ კარაქი
მომზადება

1. შეურიეთ ფქვილი, შაქარი და მწიკვი მარილი.

2. ჩაასხით ნარევში რძე

3. დაამატეთ 4 კვერცხი, ათქვიფეთ მიქსერით.

4. გაადნეთ კარაქი, ჩაამატეთ თასში.

5. მოაცალეთ მარწყვს ყუნწები, გარეცხეთ.

6. საცხობ ფორმას კარაქი წაუსვით. ფსკერზე მარწყვი ჩაალაგეთ.

7. ფრთხილად ჩაასხით ცომი.

8. გამოაცხეთ დესერტი 200 გრადუსზე 15-20 წუთით. შემდეგ 180 გრადუსამდე ჩაუწიეთ და აცხვეთ კიდევ 30-40 წუთი.

როგორი დესერტები გიყვართ თქვენ? აუცილებლად გაგვიზიარეთ კომენტარებში!


წყარო:genius.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა