თეგებით ძიება

"თუ თქვენი სიყვარული ისევ ცოცხალია, აუცილებლად მიეცით მეორე შანსი" - რა ელით ზოდიაქოს ნიშნებს 43 დღე, როცა ფულისა და სიყვარულის პლანეტა "უკანმავალია"

13 მა­ი­სი­დან 25 ივ­ნი­სამ­დე სიყ­ვა­რუ­ლის პლა­ნე­ტა ვე­ნე­რა რეტ­როგ­რა­დუ­ლი , უკან­მა­ვა­ლი ხდე­ბა. მარ­თა­ლია, ვე­ნე­რა დიდი ხნით, 43 დღით იქ­ნე­ბა რეტ­რო, მაგ­რამ ნუ შე­გე­შინ­დე­ბათ. ვე­ნე­რა არის ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი, სიყ­ვა­რუ­ლი და ფული ანუ ყვე­ლა­ფე­რი ის, რაც ადა­მი­ა­ნის­თვის მნიშ­ვნე­ლოვ­ნია.

რეტ­როგ­რა­დუ­ლი ვე­ნე­რას დროს არ გირ­ჩევთ პლას­ტი­კუ­რი ოპე­რა­ცი­ე­ბის გა­კე­თე­ბას (თუმ­ცა გა­და­კე­თე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია), ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბის გა­ფორ­მე­ბას, ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი და ფუ­ფუ­ნე­ბის ნივ­თე­ბის შე­ძე­ნას. აგ­რეთ­ვე, ნუ აი­ღებთ კრე­დიტს, არ და­ქორ­წინ­დეთ და მო­ე­რი­დეთ ახა­ლი სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბის და­წყე­ბას, მაგ­რამ ხელ­მე­ო­რე ქორ­წი­ნე­ბა არ გეკ­რძა­ლე­ბათ. ნუ შე­იც­ვლით იმიჯს, მაგ­რამ გა­და­კე­თე­ბა შე­გიძ­ლი­ათ. აგ­რეთ­ვე, ამ პე­რი­ოდ­ში და­წყე­ბუ­ლი ფლირ­ტი შე­იძ­ლე­ბა უსი­ა­მოვ­ნოდ დას­რულ­დეს.

რისი გა­კე­თე­ბა შეგ­ვიძ­ლია რეტ­როგ­რა­დუ­ლი ვე­ნე­რას დროს?

რე­ორ­გა­ნი­ზე­ბა, რე­კონ­სტრუ­ი­რე­ბა. საკ­მა­რი­სი დრო გაქვთ, რომ და­ას­რუ­ლოთ ადრე და­წყე­ბუ­ლი საქ­მე­ე­ბი და შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად გა­ის­ტუმ­როთ ვა­ლე­ბი. აგ­რეთ­ვე შე­გიძ­ლი­ათ იყი­დოთ მე­ო­რა­დი ნივ­თე­ბი, სახ­ლი­დან გა­მო­ტა­ნი­ლი ან­ტიკ­ვა­რი­ა­ტი, ავე­ჯი ან თა­ვად გა­ყი­დოთ ის, რაც სი­ხა­რულს აღარ გა­ნი­ჭებთ.

ამ 43 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში გექ­ნე­ბათ სი­ტუ­ა­ცი­ე­ბი, როცა მოხ­დე­ბა ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­და­ფა­სე­ბა და სხვა­ნა­ი­რად შე­ხე­დავთ სამ­ყა­როს. შე­იძ­ლე­ბა შე­გეც­ვა­ლოთ გე­მოვ­ნე­ბა, შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი და გული აიც­რუ­ოთ იმა­ზე, რაც ადრე მოგ­წონ­დათ.

რეტ­როგ­რა­დუ­ლი ვე­ნე­რა სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ცემთ აღად­გი­ნოთ ურ­თი­ერ­თო­ბა ყო­ფილ სა­სიყ­ვა­რუ­ლო პარტნი­ორ­თან, ადა­მი­ან­თან, ვის­თა­ნაც გა­ბუ­ტუ­ლი იყა­ვით. და თუ თქვე­ნი სიყ­ვა­რუ­ლი ისევ ცო­ცხა­ლია, აუ­ცი­ლებ­ლად მი­ე­ცით ერ­თმა­ნეთს მე­ო­რე შან­სი და ურ­თი­ერ­თო­ბის გა­ნახ­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა. ნუ და­გა­ვი­წყდე­ბათ, რომ ჯერ ვე­რა­ვინ შეძ­ლო ცხოვ­რე­ბის უშეც­დო­მოდ გავ­ლა. ყვე­ლა სირ­თუ­ლე მი­ი­ღეთ, რო­გორც სიყ­ვა­რუ­ლის გაკ­ვე­თი­ლი. ეცა­დეთ, მო­უს­მი­ნოთ და გა­ი­გოთ პარტნი­ო­რის მო­თხოვ­ნე­ბი.

ვე­ნე­რას რეტ­როგ­რა­დულ სვლას ყვე­ლა­ზე მძაფ­რად იგ­რძნო­ბენ ტყუ­პის ზო­დი­ა­ქის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. გან­სა­კუთ­რე­ბით 26 მა­ი­სი­დან 12 ივ­ნი­სის შუ­ა­ლედ­ში და­ბა­დე­ბუ­ლე­ბი . საქ­მე ისაა, რომ ვე­ნე­რა სამ­ჯერ იქ­ნე­ბა თქვენს ნი­შან­ში სწო­რად მა­ვა­ლი, რეტ­როგ­რა­დუ­ლი და ისევ სწო­რად მა­ვა­ლი. გარ­და ამი­სა, ვე­ნე­რას რთულ გაკ­ვე­თი­ლებს სა­კუ­თარ თავ­ზე გა­მოც­დი­ან ქალ­წუ­ლე­ბი (28 აგ­ვის­ტო­დან 14 სექ­ტემ­ბრის შუ­ა­ლედ­ში და­ბა­დე­ბუ­ლე­ბი), მშვილ­დოს­ნე­ბი (და­ბა­დე­ბუ­ლე­ბი 27 ნო­ემ­ბრი­სა და 13 დე­კემ­ბრის შუ­ა­ლედ­ში) და თევ­ზე­ბი (26 თე­ბერ­ვლი­დან 12 მარ­ტის შუ­ა­ლედ­ში და­ბა­დე­ბუ­ლე­ბი).

თუ პი­რა­დი ნა­ტა­ლუ­რი რუკა შედ­გე­ნე­ლი გაქვთ, და­აკ­ვირ­დით, პლა­ნე­ტებს, რომ­ლე­ბიც 6-22 გრა­დუს­ში მდე­ბა­რე­ო­ბენ ტყუ­პის, ქალ­წუ­ლის, მშვილ­დოს­ნი­სა და თევ­ზე­ბის ზო­დი­აქ­ში. რეტ­როგ­რა­დუ­ლი ვე­ნე­რა თქვენც ბევრ რა­მე­ზე და­გა­ფიქ­რებთ და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლე­ბი ვართ, ცხოვ­რე­ბი­სე­ულ გაკ­ვე­თი­ლებ­საც მი­ი­ღებთ. ზო­გი­ერ­თის­თვის ჭკუ­ის სწავ­ლე­ბა 10 აპ­რი­ლი­დან და­ი­წყო და 30 ივ­ლი­სამ­დე გაგ­რძელ­დე­ბა.

ისი­ნი, ვინც რეტ­როგ­რა­დუ­ლი ვე­ნე­რით და­ი­ბად­ნენ, მათ სხვებ­ზე მე­ტად უჭირთ სხვა ადა­მი­ა­ნის ნდო­ბა და გრძნო­ბე­ბი­სა და სიყ­ვა­რუ­ლის ღიად გა­მო­ხატ­ვა. შე­იძ­ლე­ბა არ უყ­ვარ­დეთ, როცა ეხე­ბი­ან და არც თა­ვად ეხუ­ტე­ბი­ან გარ­შე­მო მყო­ფებს. ის­წავ­ლეთ სიყ­ვა­რუ­ლის ღიად გა­მო­ხატ­ვა ადა­მი­ა­ნე­ბი­სა და სამ­ყა­როს მი­მართ. თუმ­ცა, ამ პე­რი­ოდ­ში რეტ­როგ­რა­დუ­ლი ვე­ნე­რას მფლო­ბე­ლე­ბი თავს უკეთ გრძნო­ბენ, ვიდ­რე და­ნარ­ჩე­ნე­ბი.

გა­იხ­სე­ნეთ პე­რი­ო­დე­ბი 2015 წლის 25 ივ­ლი­სი­დან 6 სექ­ტემ­ბრამ­დე და 2018 წლის 6 ოქ­ტომ­ბრი­დან 16 ნო­ემ­ბრამ­დე, რა ხდე­ბო­და თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში?.. ვე­ნე­რა ამ დრო­საც რეტ­როგ­რა­დუ­ლი იყო.

რა გაკ­ვე­თი­ლი შე­იძ­ლე­ბა მოგ­ვი­ტა­ნოს რეტ­როგ­რა­დულ­მა ვე­ნე­რამ? ნუ იქ­ნე­ბით ეგო­ის­ტუ­რად გან­წყო­ბი­ლი, ნუ ითხოვთ გა­და­მე­ტე­ბულ ყუ­რა­დღე­ბას, პი­რი­ქით. თა­ვად გა­ე­ცით მეტი სიყ­ვა­რუ­ლი, მზრუნ­ვე­ლო­ბა, სით­ბო. გახ­სოვ­დეთ, რომ არა­ვინ არაა თქვენ წი­ნა­შე ვალ­დე­ბუ­ლი, თა­ვად უნდა იყოთ მად­ლი­ე­რი ყვე­ლაფ­რი­სა და ყვე­ლას მი­მართ. სა­ნამ თქვე­ნი გული არ ის­წავ­ლის სიყ­ვა­რულს და პა­ტი­ე­ბას (ამის სწავ­ლა კი მარ­ტი­ვად შე­იძ­ლე­ბა), გუ­ლის­ტკი­ვილ­სა და იმედ­გაც­რუ­ე­ბას ვერ მო­ი­ცი­ლებთ.


წყარო:astrologi.ambebi.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა