3 ყველაზე დაბალკალორიული და გემრიელი ნამცხვრის რეცეპტი
ბევრი ადამიანისთვის ჭარბი წონის მიზეზი სწორედ ტკბილეულის დიდი რაოდენობით მიღებაა. სამწუხაროდ დიეტის დაცვის დროს ყველაზე მეტად სწორედ ხორცსა და ტკბილეულზე უჭირთ უარის თქმა.
თუ თქვენ გსურთ სასიამოვნო გარეგნობის შენარჩუნება და ამასთან ერთად თქვენს საყვარელ ნამცხვრებსაც ვერ ელევით, ეს რეცეპტები სპეციალურად თქვენთვისაა:
1. დიეტური ბრაუნი
ინგრედიენტები: 200 გრამი შავი შოკოლადი, 150 გრამი კარაქი, 1 ჩაის კოვზი ვანილის ექსტრაქტი, 4 კვერცხი, 100 გრამი ხორბლის ფქვილი, 1.5 სუფრის კოვზი კაკაოს ფხვნილი, 100 გრამი ბერძნული თხილი, შაქარი.
გაათბეთ ღუმელი 180 გრადუსამდე, შოკოლადი და კარაქი გაადნეთ ერთად და დაელოდეთ სანამ გამაგრდება. შოკოლადს დაუმატეთ შაქარი, ვანილი და კვერცხი, შემდეგ დაუმატეთ კაკაო, ფქვილი და თხილი. ჩაასხით ფორმაში, შედგით ღუმელში და დაელოდეთ 20-25 წუთი.
2. დაბალკალორიული ბლინები
ინგრედიენტები: 300 მილილიტრი რძე, 7 სუფრის კოვზი ფქვილი, 3 სუფრის კოვზი ვაშლის სიროფი, 2 კვერცხი, ერთი ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი, ცოტა ვანილი, 1 სუფრის კოვზი თხილის კარაქი
გატეხეთ კვერცხი და დაუმატეთ რძე. მშრალი ინგრედიენტები ერთად აურიეთ და დაუმატეთ ამ მასას რძე, კარაქი, ვაშლის სიროფი და კარგად აურიეთ. ჟარონაზე წაუსვით ცოტა კარაქი, დაასხით მიღებული მასა და შედგით ღუმელში.
3. გრანოლის ორცხობილა
ინგრედიენტები: 2 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი, 3 სუფრის კოვზი თაფლი, 1 სუფრის კოვზი ქოქოსის შაქარი, 1 ჩაის კოვზი ნეკერჩხლის სიროფი, 170 გრამი შვრიის ფანტელები, 2 სუფრის კოვზი გარჩეული ფისტა, 1 სუფრის კოვზი ნუშის მარცვლები, 1 სუფრის კოვზი გარჩეული მზესუმზირა, ცოტა დარიჩინი, 1 სუფრის კოვზი გამხმარი მოცვი, მარილი.
წყალში ჩაამატეთ ზეთი, თაფლი, ქოქოსის შაქარი და ნეკერჩხლის სიროფი ისე, რომ ინგერდიენტები საერთო მასად იქცეს. შემდეგ დაუმატეთ დანარჩენი ინგრედიენტებისგან მიღებული მასა. დაჭერით ცომი და დაათხელეთ დაახლოებით 0.5 სანტიმეტრამდე. შედგით ღუმელში, რომელიც 145 გრადუსზე იქნება გაცხელებული და 35 წუთის განმავლობაში დაელოდეთ.
წყარო:genius.ge