თეგებით ძიება

როგორია მამაკაცისთვის ის ერთადერთი და განუმეორებელი ქალი, მისი ზოდიაქოს ნიშნიდან გამომდინარე

ცნო­ბი­ლი ფაქ­ტია, მა­მა­კა­ცე­ბი ბუ­ნე­ბით მო­ნა­დი­რე­ე­ბი არი­ან. თუმ­ცა, ნე­ბის­მი­ერ მათ­განს ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ჰყავს გო­ნე­ბა­ში იმ ერ­თა­დერ­თი, იდე­ა­ლუ­რი ქა­ლის მო­დე­ლი, რო­მელ­საც სი­ა­მოვ­ნე­ბით და­უ­კავ­ში­რებ­და ცხოვ­რე­ბას. დღეს უნდა ვი­სა­უბ­როთ ზუს­ტად იმ ერ­თა­დერთ და გა­ნუ­მე­ო­რე­ბელ ქალ­ზე, რო­მე­ლიც ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნის მი­ხედ­ვით მა­მა­კა­ცის­თვის იდე­ა­ლუ­რი, იდე­ა­ლურ­თან მი­ახ­ლო­ე­ბუ­ლი, კომ­ფორ­ტუ­ლი და სა­ოც­ნე­ბოა.

ვერ­ძი აქ­ტი­ურ, გამ­ჭრი­ახ, დიპ­ლო­მა­ტი­ურ ქალ­ზე გახ­დე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. მისი რჩე­უ­ლი ზო­მი­ე­რად ლა­მა­ზი, თუმ­ცა ძა­ლი­ან ჭკვი­ა­ნი და მხი­ა­რუ­ლი უნდა იყოს.

კუ­როს იდე­ა­ლი გახ­დე­ბა ქალი, რო­მელ­მაც იცის ეკო­ნო­მია და ფუ­ლის ყად­რი. მას აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ეხერ­ხე­ბო­დეს სულ მცი­რე ერთი სა­ფირ­მო კერ­ძის მომ­ზა­დე­ბა. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში კუ­როს გულს ვერ მო­ი­ნა­დი­რებთ.

ტყუ­პის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია მე­წყვი­ლე, რო­მელ­თა­ნაც იგი ვერ შეძ­ლებს მო­წყე­ნას. არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი ქალი სექსსიმ­ბო­ლო­თა კა­ტე­გო­რი­ას გა­ნე­კუთ­ვნე­ბო­დეს. უმ­ჯო­ბე­სია, მას ერთი ორი წიგ­ნი ჰქონ­დეს წა­კი­თხუ­ლი და სა­კუ­თა­რი აზრი გა­აჩ­ნდეს ცხოვ­რე­ბი­სე­ულ მოვ­ლე­ნებ­ზე.

კირჩხი­ბის­თვის იდე­ა­ლუ­რი ქალი აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ჰგავ­დეს მის დე­დას. ეს იმას ნიშ­ნავს, რომ მას ასა­კით უფ­რო­სი პარტნი­ო­რიც მო­ე­წო­ნე­ბა. ქალი უნდა იყოს მზრუნ­ვე­ლი, თბი­ლი, ტაქ­ტი­ა­ნი და მო­სიყ­ვა­რუ­ლე.

ლომს აქ­ტი­უ­რი, გულ­კე­თი­ლი, უშუ­ა­ლო და ბავ­შვუ­რი სუ­ლის მან­დი­ლო­სა­ნი და­ა­ტყვე­ვებს. ასე­თი ქალი უნდა იყოს ხელ­გაშ­ლი­ლი, არა­მეწვრილ­მა­ნე და ძა­ლი­ან მო­სიყ­ვა­რუ­ლე სა­კუ­თა­რი მე­უღ­ლის მი­მართ.

ქალ­წულს გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლი, ჭკვი­ა­ნი, ერუ­დი­რე­ბუ­ლი და მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი ქალი მო­ე­წო­ნე­ბა. მისი მე­წყვი­ლე არა­სო­დეს უნდა ქმნი­დეს ქა­ოსს არც სახ­ლში, არც ქალ­წუ­ლის ცხოვ­რე­ბა­ში.

სას­წო­რის­თვის იდე­ა­ლუ­რი მე­წყვი­ლე უნდა იყოს გა­რეგ­ნუ­ლად ეფექ­ტუ­რი, დახ­ვე­წი­ლი ჩაც­მა-და­ხურ­ვის მოყ­ვა­რუ­ლი, სუ­ლით პო­ე­ტუ­რი და ეს­თე­ტი. აუ­ცი­ლე­ბე­ლია ქალ­მა თა­ვად მი­ი­ღოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ისეთ სი­ტუ­ა­ცი­ებ­ში, როცა მე­უღ­ლე სას­წო­რი ყოყ­მანს იწყებს - მაგ. ქორ­წი­ნე­ბი­სას.

მო­რი­ე­ლი აღ­ფრთო­ვან­დე­ბა ქა­ლით, რო­მე­ლიც სუ­ლით მებ­რძო­ლი, და­უ­მორ­ჩი­ლე­ბე­ლი, ცო­ტა­თი აგ­რე­სი­უ­ლი, მაგ­რამ ში­ნა­გა­ნად ემო­ცი­უ­რი და თბი­ლია. ამ კა­ცის­თვის თავ­ბრუს დახ­ვე­ვა მგრძნო­ბი­ა­რე, ჭკვი­ან და წინ­და­ხე­დულ პარტნი­ორს შე­უძ­ლია. რო­მელ­საც ჭკუა ეყო­ფა და ყვე­ლა­ფერ­ში არ და­ე­მორ­ჩი­ლე­ბა მას.

მშვილ­დო­სა­ნი აღ­ტა­ცე­ბა­ში მოჰ­ყავს მხი­ა­რულ, აქ­ტი­ურ, კო­მუ­ნი­კა­ბე­ლურ და სპონ­ტა­ნუ­რო­ბის მოყ­ვა­რულ გო­გო­ნებს. იგი სი­ა­მოვ­ნე­ბით გა­ა­ბამს ნაც­ნო­ბო­ბას ქალ­თან, რო­მე­ლიც მის გი­ჟურ ცხოვ­რებს რიტმსა და მოგ­ზა­უ­რო­ბის სიყ­ვა­რულს გა­ი­ზი­ა­რებს. ეს ნაც­ნო­ბო­ბა კი შე­საძ­ლოა სულ რამ­დე­ნი­მე დღე­ში ქორ­წი­ნე­ბით დაგ­ვირ­გვინ­დეს.

თხის რქა ბედ­ნი­ე­რი იქ­ნე­ბა თუ ცხოვ­რე­ბის გზა­ზე შეხ­ვდა ქალს, რო­მე­ლიც პრო­ფე­სი­უ­ლად შემ­დგა­რი, აქ­ტი­უ­რი, წინ­და­ხე­დუ­ლი და ტრა­დი­ცი­ე­ბის მოყ­ვა­რუ­ლი ინ­დი­ვი­დია. იგი გა­რეგ­ნო­ბა­ზე მე­ტად ყუ­რა­დღე­ბას მე­წყვი­ლის ერუ­დი­ცი­ის დო­ნე­სა და წარ­მო­შო­ბას მი­აქ­ცევს.

მერ­წყუ­ლი ბედ­ნი­ე­რი იქ­ნე­ბა ქალ­თან, რო­მე­ლიც მრა­ვალ­მხრი­ვად ერუ­დი­რე­ბუ­ლი, არაპ­როგ­ნო­ზი­რებ­დი და მხი­ა­რუ­ლია. პარტნი­ო­რი აუ­ცი­ლებ­ლად უნდა იზი­ა­რებ­დეს მერ­წყუ­ლის სიყ­ვა­რულს თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სად­მი. შე­სა­ბა­მი­სად, არც ოფი­ცი­ა­ლუ­რი ქორ­წი­ნე­ბის მო­თხოვ­ნით უნდა გა­უ­მარ­თოს მან მერ­წყულ მა­მა­კაცს დე­ბო­ში.

თევ­ზე­ბი ბედ­ნი­ე­რე­ბას იპო­ვის ქალ­თან, რო­მელ­საც ერ­თდრო­უ­ლად შე­უძ­ლია შე­ი­თავ­სოს დი­ა­სახ­ლი­სის, ცო­ლის, დე­დი­სა და ფსი­ქო­ლო­გის როლი. ასე­თი მან­დი­ლო­სა­ნი მის­თვის უმ­თავ­რე­სი და­საყ­რდე­ნი გახ­დე­ბა ცხოვ­რე­ბა­ში და მის­ცემს მო­ტი­ვა­ცი­ას სა­მო­მავ­ლო წინსვლის­კენ.


წყარო:astrologi.ambebi.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა