როგორ მოვამზადოთ ლობიო სწორად
ლობიო ერთ-ერთი საბაზისო პროდუქტია, ის თითქმის ყველა ადამიანს უყვარს. თუმცა ლობიო შეიძლება თვეობით ინახებოდეს მოხარშვის მოლოდინში, რადგან პარკოსნები და, განსაკუთრებით, ბარდა და ლობიო იწვევს მუცლის შებერილობას მომატებული გაზების წარმოქმნის გამო. თუმცა შეიძლება ისე მოვამზადოთ პარკოსნების კერძები, რომ თავიდან ავირიდოთ ეს თანმდევი პროცესი.
როგორ მოვამზადოთ ლობიო სწორად
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კვლევებმა დაამტკიცა, რომ ხორცის მოხმარების ნორმა კვირაში 2-3 ჯერია. თუმცა ცილის მოთხოვნილება ორგანიზმს ყოველდღე აქვს. ლობიოს სარგებლობა იმაში მდგომარეობს, რომ ის საკმაოდ მდიდარია ცილით და ასევე შეიცავს ხსნად და არახსნად უჯრედისს, პექტინს, ანტიოქსიდანტებსა და მინერალებს (ფოსფორი, თუთია, კალიუმი).
ლობიო ხელს უშლის ორგანიზმის დაბერებას, ძალიან უხდებათ მათ, ვისაც დიაბეტი აქვს და ამაღლებს შრომისუნარიანობას. ამიტომ საჭიროა მოვამზადოთ ის სწორად.
მუცლის დისკომფორტის მიზეზი არის ოლიგოსაქარიდებში. ეს ნივთიერებები არ გადამუშავდება, მაგრამ მონელების დროს მონაწილეობს დუღილის პროცესში და იწვევს გაზების წარმოქმნას. ამ პროცესისგან გათავისუფლება შესაძლებელია. მიჰყევით ჩვენს ინსტრუქციას:
თავიდან ლობიო ჩაალბეთ მთელი ღამით, ის უნდა იდგეს მინიმუმ 8 საათი. ამის შემდეგ წყალი გადაღვარეთ და მარცვლები გარეცხეთ.
ლობიოს დაასხით ცივი წყალი და დადგით საშუალო ცეცხლზე. მიიყვანეთ ადუღებამდე და სითხე კვლავ გადაღვარეთ. ლობიო გარეცხეთ ცივი წყლით დუშლაგზე.
მოხარშეთ ლობიო, ადუღეთ ის 15 წუთი და კვლავ გამოუცვალეთ წყალი. გარეცხეთ, დაასხით ახალი წყალი და მოხარშეთ ბოლომდე.
აი, როგორ მოვამზადოთ ლობიო სწორად
ეს პროცესი მოიცავს 2 ადუღებას, შემდეგ კი ლობიო ხდება უვნებელი და კუჭისთვის სასარგებლო. ხარშვის შემდეგ წყალი კვლავ გადაღვარეთ და შეაზავეთ მარილით. სულ მცირე რაოდენობით ცხიმი და ლობიო გარდაიქმნება სრულფასოვან გარნირად. მას ძალიან უხდება სხვა ბოსტნეულიც. თუმცა ლობიოს შერევა არ ღირს სხვა პარკოსნებთან.
პარკოსნები ბევრ სახამებელს შეიცავს, ამიტომ მას ძალიან მოუხდება სხვადასხვა სოუსი. თუ სხვა ბოსტნეულთან შერევა არ გსურთ, მიიღეთ ძველი ქართული ტრადიციით მომზადებული ლობიო.
ტრადიციული ლობიოს რეცეპტი
თქვენ დაგჭირდებათ
ნახევარი კგ წითელი ლობიო
2 თავი ხახვი
2 კბილი ნიორი
ნახევარი კონა ქინძი
2 ჩ. კ. დაფქული კორიანდრი
2 ს. კ. ძმარი
მარილი და ზეთი
აი, როგორ მოვამზადოთ ლობიო სწორად
მოხარშეთ ლობიო აღწერილი რეცეპტის მიხედვით. სანამ მოიხარშება, მოშუშეთ ხახვი ზეთში. ქინძი გარეცხეთ და დაჭერით. ლობიო რომ მოიხარშება, ამოზილეთ ის ნაწილობრივ. დაამატეთ ხახვი, ქინძი, კორეანდრი და გაჭყლეტილი ნიორი. ბოლოს ძმარი და მარილი. კარგად აურიეთ და მიიტანეთ სუფრასთან ცხელი.
მომზადებამდე რაც უფრო დიდხანს ამყოფებთ წყალში ლობიოს, მით უფრო ნაზი გამოდის იგი. საინტერესო ფაქტია, რომ ადამიანს ხანგრძლივად შეუძლია იკვებოს მხოლოდ ლობიოთი, რადგან ის შეიცავს ყველა აუცილებელ საკვებ ნივთიერებას.
გაუზიარეთ სტატია თქვენს მეგობრებსაც!
წყარო:genius.ge