თეგებით ძიება

მოამზადეთ უგემრიელესი, გამაგრილებელი სოკოს სოუსი

სოკოს კერძები ძალიან პოპულარულ ადგილს იკავებს კულინარიულ შედევრებს შორის. გაჯერებული გემო და არომატი მადას მაძღარ ადამიანშიც კი აღვიძებს.

რა თქმა უნდა, სოკოს გემო აბსოლუტურად ყველა კერძში გამოირჩევა. ამ პროდუქტის გემო განსაკუთრებით კარგად იხსნება სოუსებში.

დღეს ჩვენ გასწავლით, თუ როგორ უნდა მოამზადოთ გამაოგნებელი სოკოს სოუსი
თეთრი, მშრალი ღვინით. იგი იდეალურია კოტლეტებისა და კარტოფილისთვის, რომლებიც ყველას ასე ძალიან უყვარს. ასევე, იგი მოუხდება გამომცხვარ და შემწვარ ხორცს.

ინგრედიენტები:

• შამპინიონები – 150გ;

• ნაღები – 200 მლ;

• ზეითუნის ზეთი – 2 ს/კ;

• მარილი(გემოვნებით);

• ხახვი – 1 ც;

• თეთრი მშრალი ღვინო – 70 მლ;

• ოხრახუში – 0.5 კონა;

• დაფქული შავი წიწაკა(გემოვნებით).

მომზადების წესი:

1. გარეცხეთ, გააშრეთ და თხლად დაჭერით შამპინიონები. გაწმინდეთ და დაჭერით ხახვი, შეწვით ტაფაზე ზეითუნის ზეთით, სანამ ოდნავ არ შეიცვლის ფერს.

2. მოათავსეთ ტაფაზე სოკოები და შეწვით მაღალ ცეცხლზე მანამ, სანამ არ აორთქლდება მთელი სითხე. როცა სოკო ამოშრება, ჩაასხით ტაფაში თეთრი ღვინო და გააცხელეთ რამდენიმე წუთით.

3. მოუკელით ცეცხლს მინიმუმამდე, ჩაასხით ტაფაში ნაღები, აადუღეთ და დაუმატეთ მარილი. პერიოდულად ურიეთ სოუსს და მიიყვანეთ არაჟნის კონსისტენციამდე. დაუმატეთ მარილი და წიწაკა გემოვნებით, აიღეთ ტაფა ცეცხლიდან.

4. მირთმევამდე, დაუმატეთ სოუსს დაჭრილი ოხრახუში და კარგად მოურიეთ.

ახლა, როცა თქვენი სამზარეულო მადისაღმძვრელი სოკოს არომატითაა გაჟღენთილი, შეგიძლიათ შეკრიბოთ ოჯახის წევრები და გააოცოთ ასეთი უგემრიელესი კერძით.


წყარო:genius.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა