თეგებით ძიება

ეს შოკოლადის ტორტი წამებში კეთდება! საიდუმლო – მარტივ ინგრედიენტებშია

გამოდის ექსტრა-კლასის ტორტი! ხოლო მისი დაბალკალორიულობის წყალობით, შეგიძლიათ დიეტის დროსაც სინდისის ქენჯნის გარეშე მიირთვათ.

ინგრედიენტები
წყალი - 1 ჭიქა
ზეთი - 5 ს/კ
ვანილი - 1 ჩ/კ
ძმარი - 1 ჩ/კ
მარილი - 0,5 ჩ/კ
გამაფხვიერებელი - 1 ჩ/კ
კაკაო - 3 ს/კ
ფქვილი - 1,5 ჭიქა
შაქარი - 1 ჭიქა

მომზადების წესი:

გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსზე. წაუსვით ტორტის ფორმას ცხიმი.

თავდაპირველად ერთმანეთში აურიეთ მშრალი ინგრედიენტები.

შემდეგ კი პატარა ჯამში აურიეთ ძმარი, ვანილი და ზეთი. თხევადი მასა დაუმატეთ მშრალს. შემდეგ კი დაასხით წყალი. აურიეთ, რათა მიიღოთ ერთგვაროვანი მასა.

აცხვეთ ტორტი დაახლოებით 35 წუთის განმავლობაში. მზაობა შეამოწმეთ ხის ჩხირით.

როცა ტორტი გაგრილდება, შეგიძლიათ მოასხათ სასურველი მინანქარი. (იხ. შოკოლადის მინანქრის რეცეპტი)


წყარო:gemrielia.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა