თეგებით ძიება

პატარა ხრაშუნა პურები, რომლის გამოცხობასაც ყველა შეძლებს

ამ რეცეპტით გამოდის გარედან ხრაშუნა და შიგნით რბილი პურები.

ინგრედიენტები
კეფირი, არაჟანი ან მაწონი - 200 მლ
კვერცხი - 1 ც
კარაქი - 60 გ
მარილი - 1/2 სკ
შაქარი - 1 ჩკ
ფქვილი - +/- 350 გ
გამაფხვიერებელი - 1 ჩკ
სოდა - 1/4 ჩკ

მომზადების წესები
ჯამში მოათავსეთ არაჟანი, კეფირი ან მაწონი. დაუმატეთ კვერცხი, მარილი, შაქარი და დარბილებული კარაქი (შეიძლება 30 გ კარაქი და 30 მლ ზეთი). გათქვიფეთ ხელის სათქვეფით. შეათქვიფეთ გამაფხვიერებელი და სოდა. ბოლოს ეტაპობრივად დაუმატეთ ფქვილი. მორევა გაძნელდება, ამიტომ სათქვეფის ნაცვლად კოვზი გამოიყენეთ, შემდეგ კი ხელით მოზილეთ. უნდა მიიღოთ საშუალო სიმაგრის ცომი, ხელზე არ უნდა გეწებებოდეთ.

ცომისგან პატარა გუნდები გააკეთეთ. სურვილისამებრ, თავზე გადაუსვით რძისა და კვერცხის მასა (1 კვერცხს + 2-3 სკ რძე) და მზესუმზირის მარცვლები მოაყარეთ. ცომის გუნდები მსუბუქად დასერეთ და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 25 წუთით.

გემრიელად მიირთვით!


წყარო:gemrielia.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა